რესურსის რეფლექსია
თემა: ,, ომის საბედისწერო ბორბალი’’ - X საუკუნეში
(ომის თანმდევი კანონები: სტიმულატორები,საბრძოლო
იარაღი,საჯარისო ფორმირება,მეომართა ქცევები);
მიზანი: ომის კანონების არსის წვდომა,
მისი ეტაპების დადგენა,ცოდნის
გააზრება-გაანალიზების,ინფორმაციის
გადამოწმება-სინთეზის,
დაფიქრების,დამოუკიდებელი
აზროვნების,მსჯელობის
უნარების
განვითარება; ლიტერატურულ-ისტორიული
პარალელების
დღევანდელობასთან კავშირის დადგენა;
საგანი: მშობლიური ლიტერატურა
კლასი: VII
პედაგოგი: ქეთევან გიორგაძე
სტანდარტები და
ინდიკატორები:
ქართ.VII.1 მოსწ. ისმენს ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს
ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე;
,ჩაინიშნავს
ძირითად ფაქტებსა და დებულებებს,საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს ვერბალური ხერხებით;
ქართ.VII.2
მოსწავლე
ისმენს და აფასებს სხვათა მეტყველებას მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო
ამოცანას;
ქართ.VII.3
მოსწავლე
ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; მოსწ. ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს
რეპლიკას განცდილის გამომხატველი ინტონაციით;
ქართ.VII.7.
მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააანალიზება-გააზრება,მათ
მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა;გამოაქვს დასკვნები მთლიანი
ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;ახასიათებს პერსონაჟს მისი სულიერი, გარეგნული
ნიშნების,ქცევის და მეტყველების მიხედვით;
|
რესურსის შექმნა გადამაწყვეტინა მოსწავლეების მიერ ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით ომის თემატიკაზე
შექმნილი ნაწარმოებების შესწავლამ.რადგანაც მათ უკვე აქვთ მიღებული საკმაოდ დიდი ინფორმაცია
-წაკითხულისა თუ აუდიო-ვიდეომასალის სახით,გადავწყვიტე
შემექმნა ისეთი ტიპის დავალებები,რომლებიც დაეხმარებოდა ცოდნის ტრანსფერში,კვლევასა
და ანალიზში,შეძენილი ინფორმაციის გადამოწმებასა და დამოუკიდებელ მსჯელობაში.ამჯერად,ყურადღება
გავამახვილე X საუკუნეზე
და შესასრულებელი დავალებებიც სწორედ ისტორიული და ლიტერატურული პოემიდან გამომდინარე
დავგეგმე.
1.
თავდაპირველად,ვთავაზობ მაკეტირებული მუყაოს ე.წ. ბორბალს,რომელზეც
ოთხი საბელია დამაგრებული.თითოეულ საბელზე ჩამოკონწიალებულია ,,ღრუბელა ფირნიშები’’,რომლებზეც
განთავსებულია შესასრულებელი დავალებების შესაბამისი მოთხოვნა.მოსწავლეები ჯგუფებში
ან წყვილებში გულისყურით ეკიდებიან დავალებებს: იხსენებენ,აზუსტებენ, იძიებენ,საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმებენ,აკეთებენ
ჩანაწერებს, ახარისხებენ,აანალიზებენ და მსჯელობენ:
ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ
|
სტიმულატორები
|
საჯარისო
ფორმირება
|
საბრძოლო
იარაღი
|
მეოთმარა
ქცევები
|
2.
მსჯელობისა და არსებული ცოდნის, საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირების შემდეგ , პასუხების განთავსებას ვთხოვ ე.წ. ,,საბედისწერო ბორბლებზე’’ ,რომლებიც სხვადასხვა
ფერის მუყაოს მაკეტისგან არის დამზადებული.მოსწავლეები საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციას
აკეთებენ;
ფარი,მახვილი,შუბი,ისარი,
მშვილდი,მათრახი,ლახტი,
სატევარი,ხანჯალი
სატევარი,ხან
|
ჯარი
ქვეითი,ფაროსნები,შუბოსნები,მშვილდოსნები,ისროსნები,ცხენოსნები,თოროსნები,აბჯროსნები.
|
ყიჟინა,ღრიალი,წყევლა,მუქარა,კვნესა,ხრიალი,ღმუილი,ხვეწნა,მუდარა,ფიცი
|
მოტივატორები
ლოცვა,სიმღერა,ბუკი,საყვირი,დაფდაფი,ზურნა,წინწილაკი
|
3.
პრეზენტაციის
შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ იმიტირებულ ,,ისტორიულ მუზეუმში’’განათავსონ საკუთარი შედევრები.ვთავაზობ
სიმულაციურ ნაგებობას და ვთხოვ საბედისწერო
ბორბლების განთავსებას,რათა ყველასთვის ადვილად დასანახი და აღქმული იყოს.ისინი დაფაზე
განთავსებულ სიმულაციური შენობის ქვეშ სურვილისამებრ განალაგებენ ბორბლებს და აღწერენ
-რატომ შეიძლება ვუწოდოთ მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას ,,საბედისწერო’’.ისინი გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას.
პარალელს ავლებენ დღევანდელობასთან და მსჯელობენ ომის,როგორც კაცობრიობისთვის საშიშ
და საბედისწერო მოვლენაზე.
ექსპონატები ისტორიული
მუზეუმიდან
|
ქვეითი,ფაროსნები,შუბოსნები,მშვილდოსნები,ისროსნები,ცხენოსნები,თოროსნები,აბჯროსნები.
|
ფარი,მახვილი,შუბი,ისარი,
მშვილდი,მათრახი,ლახტი,
სატევარი,ხანჯალი
სატევარი,ხან
|
ყიჟინა,ღრიალი,წყევლა,მუქარა,კვნესა,ხრიალი,ღმუილი,ხვეწნა,მუდარა,ფიცი
|
ლოცვა,სიმღერა,ბუკი,საყვირი,დაფდაფი,ზურნა,წინწილაკი
|
რესურსმა,რომელიც
მოსწავლეებისგან მოითხოვდა ომისა და მისთვის
დამახასიათებელი თვისებების,სიმბოლიკების,იარღის სახეობების, ინსტრუმენტების, მეომართა
ქცევების,განლაგების ძიება-პრეზენტაციას, საკმაოდ პროდუქტიული შედეგი აჩვენა.მოსწავლეებმა
ზუსტად შეასრულეს მითითებული დავალებები ურთიერთდახმარების,დასაბუთების,მსჯელობისა
და ურთიერთსწავლების უნარების გამოყენებით.
ვფიქრობ,რომ აღნიშნული
რესურსი შეუძლია გამოიყენოს ყველა საგნის მასწავლებელმა სასწავლო თემეტიკიდან გამომდინარე,რადგანაც
ის მოიცავს მთელი რიგი უნარების წარმოჩენა-განვითარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий