воскресенье, 10 июня 2018 г.









                                                 რესურსის   რეფლექსია



                                                                                                                   ქეთი გიორგაძე
                                                                                                                      2.03.2018



                                            რესურსის  რეფლექსია


თემა:                            იერარქიული მოდულები  -თავისუფლებიდან მონობამდე
                                      (შეზღუდვები,ძალადობის სტიმულატორები,ძალადობის ფორმები,
                                       დეგრადაციის ეტაპები,დაცემა);                                           
მიზანი:                       პიროვნული თავისუფლების არსის წვდომა, მისი ნგრევისა და შლის   
                                      მიზეზების დადგენა; პერსონაჟთა დეგრადაციის წარმოჩენა და
                                       ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა  ქცევის,სულიერი განწყობის,
                                       ძალადობის ფორმების, შემზღუდავი ფაქტორების გავლენის
                                     გათვალისწინებით:    
საგანი:                        მშობლიური ლიტერატურა
კლასი:                       XII 
პედაგოგი:                ქეთევან გიორგაძე

სტანდარტები და
ინდიკატორები:

ქართ. XII. 5.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით:
·         ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
·         მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და  ღირებულებები;
·         მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
·         აანალიზებს ავტორის/პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
·         იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს; გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;
·         განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
·          
ქართ. XII. 6
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება

·         მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
·         მსჯელობს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებებს განაპირობებს;
·         სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს;
·         წარმოსახვის საშუალებით გადააქვს ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში (ადგილი, დრო, ადამიანური ურთიერთობების ფორმები და ..)

ქართ. XII. 13.
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზი დაწერა;
·         განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ იდეას;
·         ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და . .); 
·         განსაზღვრავს კონფლიქტის არსს და აანალიზებს პერსონაჟთა დამოკიდებულებას / მიმართებას ამ კონფლიქტთან;
·         წერილობით გადმოსცემს ავტორის დამოკიდებულებას ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებზე;
·         იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
·         მსჯელობს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ










                                                      შინაარსი


ქართული ლიტერატურა აგებულია პერსონაჟთა ცხოვრების,ქცევის,პიროვნული ღირებულებების დაცვის ან დათმობის რეალურ ფაქტებზე.თუმცა ზოგჯერ ავტორები იყენებენ ჰიპერბოლურ,გროტესკულ ან ლიტოტესურ მხატვრულ ეფექტებს გარკვეული პერსონაჟების ცხოვრებისეული შტრიხების აღსაწერად.სწორედ,ამიტომ არის საინტერესო და აქტუალური ამა თუ იმ ნაწარმოების შესწავლა,რათა მოსწავლეებმა შეძლონ აღქმა,გააზრება,გაცნობიერება და დაფიქრება,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეპოქის,საზოგადოების გავლენა პიროვნების აღზრდა-ჩამოყალიბებასა და შემდგომში მისი ქცევის მოტივის განვითარება-წარმოჩენაში.მოსწავლეები ძირფესვიანად ეცნობიან პერსონაჟთა ცხოვრებისეულ ეპიზოდებს,გამოყოფენ პოზიტიურ და ნეგატიურ მახასიათებლებს,მსჯელობენ,ასამართლებენ ან პირიქით,ემპათიური მიდგომთ ქმნიან მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და საბოლოოდ აყალიბებენ საკუთარ მიდგომას მისი ქცევიდან გამომდინარე. ამ დროს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების,შეფასების,დებატებში ჩართვის,კვლევის,დამოუკიდებელი აზრის დაფიქსირების,პერსონაჟის მიმართ ავტორის დამოკიდებულების და ზოგადად,ნაწარმოების კონცეპტუალურობის გამოკვეთის უნარები.
ლიტერატურული ნაწარმოებები ყოველთვის გამოირჩევა ეპიზოდების სიმრავლით,პერსონაჟთა მოქმედების არეალით (სუსტი და ძლიერი ქცევის მოტივები),პიროვნული თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლით ან პირიქით,უღონო დამოკიდებულებით-ეს ყოველივე წარმოაჩენს პრობლემას მკითხველის წინაშე და მოითხოვს მისგან განჩინებას,სამართლიან მიდგომას.
სწორედ ამიტომ შევქმენი ისეთი რესურსი,რომელიც ანალიტიკური აზროვნების ყველა მოდულს მოიცავს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ ვარაუდების, ძიების,კვლევის,მსჯელობის გამოყენებით კონკრეტული ცოდნა-გამოცდილება 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუკავშირონ.
შეთავაზებული ვიზუალური მასალა კარგი თვალსაჩინოებაა იმ კუთხით,რომ თვალნათლივ ჩანს სააზროვნო-სადებატო სქემები,რომლებიც  უადვილებს მათ პრობლემატიკაზე მუშაობას და ერთგვარი გეზის მიმცემია მათში მოტივაციის ზრდისა და ჩართულობის გააქტიურების თვალსაზრისით.
იმისათვის,რომ გავიგო მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და დამოკიდებულება  კონკრეტული პრობლემატიკის მიმართ,ვთავაზობ პოსტერს ,,დოლურებიანი თასი’’ და ვთხოვ, თითოეულ დოლურაში საკუთარი ვარაუდის დაფიქსირებას:





                   
            მოსწავლეები ფიქრობენ,მსჯელობენ და ავსებენ დოლურებს საკუთარი ვარაუდების დაფიქსირებით საკითხის არსის მიმართ (რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება);  იტერესის აღძვრისა და მოტივაციის ზრდის თვალსაზრისით ვთავაზობ პოსტერს ,რომელზეც  კონკრეტული მოცემულობის (პიროვნული თავისუფლების) შემზღუდავი მახასიათებლები უნდა ჩამოწერონ:

 

                   ფ,ჯჰვჯჰგლუგ.კუჯგკუგკჯგბკჯგბ/კჯგკჯგ/კლჯგკგჯჯ
1.
3.
2.
4.
 
















მოსწავლეები უფრო  აქტიურად ერთვებიან დებატებში , მსჯელობენ და დასკვნის შემდეგ ავსებენ დოლურებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებით (პიროვნული თავისუფლების ოთხი ძირითადი შემზღუდავი ფაქტორი);
ამის შემდეგ,   ვთავაზობ  წყაროს,რომელიც ,ფაქტობრივად,ადასტურებს მათ ვარაუდს, მოსაზრებას და დამოკიდებულებას საკითხის მიმართ,რაც ერთიორად ამაღლებს მათში განწყობა-თვითდაჯერებულობას. შემდეგ ვთხოვ, წყაროში მოცემული ინფორმაციიდან ამოკრიბონ და დაახარისხონ ძირითადი ნიშნები ,შეადარონ უკვე შესწავლილი ნაწარმოებებიდან ან საკუთარი გამოცდილებიდან მღებულ ცოდნას, ისაუბრონ მსგავსება-განსხვავებაზე, იმ სტიმულატორებზე,რომლებიც,ფაქტობრივად, ხელს  უწყობენ მოცემულობის (პიროვნული თავისუფლების)  შეზღუდვას.




მოსწავლეები ერთვებიან დებატებში,მოჰყავთ მაგალითები,ახდენენ ძველი და ახალი ინფორმაციების ინტეგრირებას და  იწყებენ აზროვნების კონსტრუირებას .ეს ყოველივე ამზადებს მათ ახალი სააზროვნო  მოდულის შექმნისთვის ,რომელსაც ჰქვია ,,იერარქიული რუკა’’.                                                                                                                      პოსტერზე გამოსახულ სქემაში მოსწავლეები ჩამოწერენ იმ კონკრეტულ  ეტაპებს,რომლებიც  პერსონაჟთა დეგრადაციას წარმოაჩენენ  ქცევის,სულიერი განწყობის,  ძალადობის,შემზღუდავი ფაქტორების გავლენის გათვალისწინებით:  














ამ  მოდულის შექმნა  ხელს უწყობს მოსწავლეებს თავად აღმოაჩინონ პიროვნული თავისუფლების ნგრევისა და შლის პროცესები  ეტაპების მიხედვით; შეადარონ და  ჩამოაყალიბონ  ის  ძირითადი ფაქტორები, რომლებითაც განისაზღვრება პიროვნების (პერსონაჟის) ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა. უკვე შექმნილი მოდული უადვილებს მათ დაფიქრდნენ პერსონაჟების ქცევის მოტივებზე კონკრეტული ეპიზოდური არგუმენტების მოძიებით და ქმნიან მათ ,,იერარქიულ პორტრეტებს’’ (თავისუფლებიდან მონობამდე ),სადაც აფიქსირებენ საკუთარ და ავტორისეულ მოსაზრებას პიროვნების დეგრადაციის მიზეზების შესახებ შესაბამისი ეტაპების გავლით.






                                                                                     



მოსწავლეები  აკეთებენ   პრეზენტაციას (კვლევა, მოძიებული მასალა)  პერსონაჟთა ზოგადი იერარქიული ეტაპების გავლის საფუძველზე.
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებს აღიქვან  პიროვნული თავისუფლების არსი, დაადგინონ მისი ნგრევისა და შლის მიზეზები, წარმოაჩინონ პერსონაჟთა  პიროვნული დეგრადაციის სქემატური მოდელი და შექმნან  პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტი ქცევის,სულიერი განწყობის, ძალადობის ფორმების, შემზღუდავი ფაქტორების  გათვალისწინებით; დაადგინონ ის პრევენციები,რომლითაც შესაძლებელია პიროვნების იერარქიული დეგრადაციის თავიდან აცილება.
რესურსი კარგი თვალსაჩინოებაა ისტორიის,სამოქალაქო განათლებისა და სახელმწიფო სამართლის საფუძვლების სწავლებისას,რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისგან ძიებას,კვლევას,აზროვნებას,შემოქმედებითობას,ანალიზსა და საკითხის კონცეპტუალურობის დადგენას.ვფიქრობ,რომ სახვა საგნის პედაგოგებსაც შეუძლიათ გამოიყენონ მოდულების ფაბულა;   























Комментариев нет:

Отправить комментарий