სასწავლო პროექტი ,,მოხეტიალე წიგნი’’
რეფლექსია
სასწავლო პროექტი ,,მოხეტიალე წიგნი’’,რომელიც მოსწავლეთა
წიგნიერების ხარისხის გაუმჯობესებას,პოპულარიზაციას და ინტელექტის ამაღლებას ისახავდა
მიზნად,ვფიქრობ,რომ წარმატებული აღმოჩნდა,რადგანაც მოსწავლეებმა თავიანთი ჩართულობითა
და აქტიურობით,საქმისადმი გულწრფელი,მონდომებული და პასუხისმგებლური დამოკიდებულებით,
შეძლეს თვალსაწიერის გაფართოება სხვა მოსწავლეებშიც,რომლებსაც ჩაუნერგეს წიგნისადმი
ინტერესი და სიყვარული,ხელი შეუწყეს წიგნიერების პოპულარიზაციას და მოსწავლეთა ჩართვას ამ პროცესში.
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდათ საკუთარი
თავისა და შესაძლებლობისადმი თვითრწმენა,შემოქმედებითობის რეალიზების, აუდიტორიის ფლობისა
და ურთიერთობის,ურთიერთთანამშრომლობის,სხვათა მიმართ პატივისცემის უნარები,რაც დიდ
მიღწევად მიმაჩნია.
პროექტი გეგმის შესაბამისად წარიმართა: სწორად დაიგეგმა
(მოსწავლეთა სჭიროებებიდან გამომდინარე),მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი,რითაც განისაზღვრა
მათი დამოკიდებულება წიგნის კითხვის ხარისხის მიმართ;დადგინდა წიგნიერების პოპულარიზაციისთვის
მოსწავლეთა ასაკობრივი საფეხური,რომლებთანაც განხორციელდა თანამშრომლობა და ერთგვარი
კვლევა-ექსპერიმენტი;შეირჩა კლასგარეშე ლიტერატურა ჟანრობრივად და დადგინდა ნუსხა;მიეცათ
დავალებები ჯერ ჯგუფებში,ხოლო შემდეგ წყვილებში; თანამშრომლობითი კომუნიკაცია შედგა
პედაგოგებთან და მშობლებთან; განისაზღვრა პროექტის განხორციელების ვადა ; პროექტში
გათვალისწინებული იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ჩართვაც,მაგრამ მათი მხრიდან წავაწყდით
პასიურ და არაორდინალურ დამოკიდებულებას,რამაც შეგვაცვლევინა გადაწყვეტილება და შევჯერდით
მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე.
პროექტი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა განხორციელების
ფაზაზე,როცა ექსპერიმენტის დროს,მოსწავლეების მაგიდებზე განთავსებულმა და ვიზუალურად
ლამაზად გაფორმებულმა ,,მოხეტიალე წიგნებმა’’
მათი მხრიდან დიდი გაკვირვება,აღფრთოვანება და ინტერესი გამოიწვია.საოცარი განცდით
კითხულობდნენ წიგნების ყდებზე განთავსებულ ნარატიულ ტექსტს ,,წამიკითხე’’ და ერთმანეთს
უზიარებდნენ წაკითხულის შინაარსსა . უჩვეულოდ გაფორმებულ წიგნებს პატარები გულისყურით
ათვალიერებდნენ, კითხულობდნენ და საკუთარ პასუხისმგებლობას შეიგრძნობდნენ წიგნთან დამოკიდებულებაში.სწორედ,ამ
ეტაპზე მივაღწიეთ პირველ შედეგს,როცა ჩემი და პროექტში მონაწილე მოსწავლეების მოლოდინი
გამართლდა,ხოლო პატარებს გაუღვივდათ კითხვისადმი ინტერესი. მთავარი კი ის იყო,რომ ექსპერიმენტულ
კლსებში მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ
წიგნები საკუთარ სახლებში 3 დღის განმავლობაში ,,ასტუმრა’’ საკითხავად,ხოლო
შემდეგ სხვებს გადასცეს მონაცვლეობით.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები მუდმივად უწევდნენ მონიტორინგს
კვლევაში ჩართულ მოსწავლეებს,ეკონტაქტებოდნენ,ეკითხებოდნენ,ასაუბრებდნენ კითხვით მიღებულ
შთაბეჭდილებებზე,რეკომენდაციას უწევდნენ სხვა ნაწარმოებების შერჩევაში და ა.შ.
აღსანიშნავია პედაგოგებთან და მშობლებთან თანამშრომლობაც,რომლებმაც
უშურველი თანადგომა და დახმარება გაუწიეს მოსწავლეებს პროექტის მსვლელობის დროს. მოდიფიცირება
დაგვჭირდა ასაკობრივი საფეხურების იძულებით შეცვლის გამო,რადგანაც ვერ გავააქტიურეთ
საბაზო საფეხურის მოსწავლეები და შევჯერდით მხოლოდ დაწყებით საფეხურზე.
უნდა აღინიშნოს,რომ ამგვარი პროექტის განხორციელება
ჩემთვის პირველი იყო და ფაქტობრივად,გამოცდილებაც არ მქონდა,თუმცა, მოსწავლეების საოცრად
დიდმა მონდომებამ და შრომისმოყვარეობამ,საქმისადმი გულწრფელმა დამოკიდებულებამ პროექტი
განახორციელა.მუშაობის პროცესში ბევრი ინოვაციური იდეა გაგვიჩნდა მეც და პროექტში მონაწილე
მოსწალეებსაც.შევეცდები მომავალში უფრო გრანდიოზული,საყოველთაო და მრავალფეროვანი პროექტი
დავგეგმო.მსგავს პროექტში ვიზრუნებ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობაზეც,რადგანაც
პრობლემატიკას მათში უფრო ვხედავ წიგნიერების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო.
ქ.გიორგაძე
24.05.18
Комментариев нет:
Отправить комментарий