პროექტ ,,ერუდიტში“ მონაწილე
მოსწავლეთა
მზადების პროგრამა
სკოლის დასახელება: სსიპ დმანისის N3 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ქეთევან
გიორგაძე
სამიზნე ჯგუფი: VII კლასის მოსწავლეები
პროგრამის დასახელება:
კლასგარეშე საქმიანობა-
პროექტ
,,ერუდიტში“ მონაწილე მოსწავლეთა მომზადება.
ხანგძლივობა: 2 კვირა
(25 მაისიდან 8 ივნისამდე)
პროექტში მონაწილე მოსწავლეები:
1.
ვიბლიანი ელენე
2.
ქრისტესიაშვილი დათა
პროგრამის მიზნები და
ამოცანები:
·
ზოგადსაგანმანათლებლო რეფორმის ხელშეწყობა;
·
ესგ-ით
გათვალისწინებული პროგრამის სრულყოფილად ათვისება-რეალიზება;
·
სასწავლო
პროცესის სტიმულირება;
·
სასწავლო
პროცესის სრულყოფა;
·
სწავლისადმი
ინტერესის გაღვივება;
·
სამართლიანი,ობიექტური
და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენება;
·
ნიჭიერი
მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
·
მოსწავლეების
პროექტში მონაწილეობით შედეგების ზრდა;
·
მოსწავლეებში
თავდაჯერებულობის,სითამამისა და მიზანდასახულობის უნარ-ჩვევების განვითარება;
·
მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და მათი მაქსიმალური რეალიზება;
·
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება;
·
სხარტი აზროვნების განვითარება;
·
თვითშეფასების უნარის ამაღლება;
v
საქმიანობის ტიპი:
·
კითხვა (ტექსტი ან ტექსტები);
·
ანალიზი (ლოგიკური,ლინგვისტური,კონცეპტუალური);
·
კვლევა
(ხსნის, ამოიცნობს,განარჩევს,გაიაზრებს);
·
მსჯელობა (მსგავსი და განსხვავებული პოზიციები,კონფლიქტისა
და პრობლემების გადაჭრის გზები);
·
ანკეტირება (პასუხის გაცემის ტექნიკის ფლობა);
·
განმარტება ( ცნებების,ტერმინების განმარტება-გამოყენება);
·
შედარება (ფასეულობების,ღირებულებების,მოლენების,ხედვების);
·
გაზიარება (შეხედულებების,დამოკიდებულების,სპეციფიკურობის);
·
განხილვა ( თემებს,იდეებს,პრობლემებს,ინფორმაციას);
·
ორგანიზება ( დროის ლიმიტის,ნამუშევრის ხარისხის, აკადემიურობის);
v
საქმიანობის მიზანი:
·
კითხვა -კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ
ნაწარმოებებს და აცნობიერებს მათში დასმულ პრობლემას; კითხულობს და იგებს კულტურული,სოციალური
და ისტორიული ფასეულობების პრობლემის არსს,განსაზღვრავს მისი გადაჭრის გზებს;
·
ანალიზი- აანალიზებს ტექსტებს ლოგიკურ კონტექსტში,იგებს ტექსტების
კონცეპტუალურ არსს,აანალიზებს ტექსტების ლინგვისტურ მხარეს;
·
კვლევა- იკვლევს და
არჩევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში;იკვლევს
და ამოიცნობს,ხსნის ტექსტში სიმბოლოების მნიშვნელობას ისტორიული პერიოდისა და კულტურის
მახასიათებლების მიხედვით;იკვლევს და განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებებში მოვლენათა სუბიექტურ
და ობიექტურ ხედვას;იკვლევს და გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას;
·
მსჯელობა- მსჯელობს,სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის
ფასეულობები და ღირებულებები;მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე,რომელთაც
ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;მსჯელობს მხატვრულ-გამომსახველობით
ხერხებზე,რომელთა მეშვეობითაც ნაწარმოებში გამოიკვეთება საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტული
პრობლემის მიმართ;
·
ანკეტირება- აცნობიერებს კითხვის დასმის სტრატეგიას, პასუხის გაცემის
სტრატეგიას,დროის მენეჯმენტის დაცვას,პასუხის გაცემის ტექნიკის ფლობას;
·
განმარტება- აცნობიერებს ცნებების,ტერმინების გამოყენებას და ეუფლება
მათი განსაზღვრა-განმარტებების ტექნიკას,იყენებს ლექსიკონებს,ისტ-ს;
·
შედარება- ადარებს კონკრეტულ ეპოქებს კულტურული განვითარების კონტექსტის მიხედვით; ადარებს ძველ და თანამედროვე
ფასეულობებს; ადარებს ნაწარმოებებში ასახულ მოვლენებს თანამედროვე ან მისთვის საინტერესო
სხვა კონკრეტულ სოციალურ,კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში; ადარებს პოეტურ ხედვას და
პოეტურ ხილვას; ადარებს ერთმანეთს ინფორმაციის დანიშნულების მხატვრულ და არამხატვრულ
ტექსტებში;
·
გაზიარება- გაიზიარებს/
არ გაიზიარებს ნაწარმოების ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას; გაიაზრებს
პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას; გაიაზრებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს; გაიაზრებს ენას,როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
·
განხილვა- განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს,იდეებსა
და პრობლემებს; განიხილავს ,თუ როგორ შეიცვლებოდა ტექსტი სხვა სოციალური,ისტორიული
ან კულტურული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო; განიხილავს ,თუ როგორ შეიძლება შეცვალოს
მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური,ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ; განიხილავს
ინფორმაციას,როგორ იქმნება მხატვრული სახე;
·
ორგანიზება- აკონტროლებს
დროის ლიმიტს,იცავს განსაზღვრულ დროს ტესტირების,ესეს,მხატვრული ანალიზის წერისას;აკვირდება და აკონტროლებს ნამუშევრის ხარისხს,აკადემიურობას;
v
შედეგების მიღწევის გზები:
შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
·
ინფორმაციის
გაგება,ანალიზი და შეფასება;
·
გრამატიკული
ასპექტების აღქმა-გამოყენება,სტილის რაობა(ტავტოლოგია,კონტამინაცია,პლეონაზმი,კალკი,ატროფია,პარონიმი);
·
ფუნქციური
სტილის დანიშნულება და გამოყენება;
·
მხატვრული
ტექსტის ლინგვისტური ანალიზი;
·
მიზეზ-შედეგობრივი
კონსტრუქციები;
·
დროთა
თანმიმდევრობასა და ლოგიკურ ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები,წინადადებების
წყობა,სტილისტური გამართულობა;
·
მხატვრული
გამომსახველობითი საშუალებების (ტროპები) რაობა და გამოყენების წესები;
·
ტექსტის
რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული (პუნქტუალური,ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქსური,სტილისტური,ტექსტუალური)
წესებისა და ნორმების გაცნობიერება;
v
საქმიანობის
ფორმა:
ü
სემინარი;
ü
ლექცია(წინასწარ
დაგეგმილი შეცდომები);
ü
დისკუსია;
ü
ინდივიდუალური
მუშაობა;
ü
პრაქტიკული
სავარჯიშოები;
ü
ისტ-ელექტრონული
ტესტები;
v
აქტივობები:
ü
ძიებითი
კითხვის სტრატეგიები-ცნებებისა და ტერმინების განმარტება-გამოყენება;
ü
ძიებითი
წერა- ნამუშევრის ორგანიზების ხარისხი;
ü
რედაქტირება-
ნამუშევრის ენობრივი გამართულობა;
ü
იდეის
გაგება-ისტორიული ფაქტების გამოყენება-შედარება;
ü
დასმულ
კითხვებზე პასუხის გაცემის ტექნიკის დახვეწა;
ü
პრეზენტაცია;
ü
სავარჯიშოები-დროის
ლიმიტის დაცვის ტექნიკის დახვეწა;
ü
წერილობითი
რეფლექსია;
ü
ტესტირება;
ü
ტექსტის
გაგება-გააზრება;
ü
მცირე
ესე;
ü
წაკითხული
ტექსტის გააზრება;
v კომპეტენციები
და უნარები:
ü
კვლევითი
უნარ-ჩვევების ფორმირება;
ü
სხვადასხვა
პერიოდის ქვეყნისა და კულტურული ტექსტების შესწავლა,ანალიზი,შედარება;
ü
მრავალფეროვან
ლიტერატურულ მასალაში ასახული ინფორმაციის,თემების,იდეებისა და პრობლემატიკის გაანალიზება;
ü
სხვადასხვა
ქვეყნისა და კულტურის კვლევა და გაანალიზება
მსგავსი ან ერთნაირი პრობლემის ტექსტებში;
ü
კულტურული,სოციალური
და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტებში და ანალიზის უნარები;
ü
კონფლიქტისა
და პრობლემების გადაჭრის გზების ძიების უნარები;
ü
მსჯელობის,ანალიზის,სინთეზის
უნარების განვითარება;
ü
არგუმენტაციის,ფაქტობრივი
მასალით გამყარების უნარ-ჩვევები;
ü
განსაზღვრავს
ავტორის სტილს;
ü
აღიქვამს
და იყენებს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს;იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს;
v გამოსაყენებელი
რესურსი:
ü
ტესტები;
ü
სააზროვნო
ტექსტები;
ü
გრამატიკული
სავარჯიშოები;
ü
გრამატიკული
ტესტები;
ü
შაბლონები;
ü
წყაროები;
ü
კრიტიკული
წერილები;
ü
თემატური
ესეები;
ü
თაბახის
ფურცლები;
ü
წებოვანი
ფურცლები;
ü
ფლიფჩარტები/მარკერები;
ü
დაფა/ცარცი;
ü
სახელმძღვანელოები;
v
დროის მენეჯმენტი:
პროექტის მომზადებისთვის სამუშო დატვირთვა განისაზღვრა
კვირის ორი სამუშაო დღით-ორშაბათი, ხუთშაბათი- 2-2 საათი;ც
ვნნცნსდსბცჯმბნ
მოსწავლეთა მომზადების პროგრამა
N
|
თემის დასახელება
|
მეთოდები/სტრატეგიები
|
რესურსები
|
თარიღი
|
1
|
მწერლების გამონათქვამები;
ბიოგრაფიული შტრიხების ზოგადი მიმოხილვა- ანალიზი ;
|
დისკუსია, ჩანაწერების გაკეთება, ტექსტებზე მუშაობა.
კრიტიკული წერილები;
|
,,ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები-ხურცილავა;
რვეულები, კალმები, ტესტები,აუდიო-ვიდეოჩანაწერები;
|
25.05.2018 წ.
|
2
|
ლექსიკოლოგია
სიტყვა,სიტყვისმნიშვნელობის ცვლა:სინონიმები,ომონიმები,ანტონიმები,პარონიმები,დიალექტი;
პრეზენტაცია.ჯგუფური მუშაობა. ტექსტის
რედაქტირება
|
პრეზენტაცია.ინდივიდუალური მუშაობა.
ტექსტის რედაქტირება;
|
A4 ფორმატზე ამობეჭდილი ტექსტი რედაქტირებისთვის,ტესტები,
კალმები.
|
28.05.2018 წ.
|
3
|
რითმის სახეები და რიტმი. კომპოზიტების მართლწერა
|
გონებრივი იერიში. დისკუსია. ჩანაწერების გაკეთება. ინდივიდუალური მუშაომა.
|
VII კლასის სახელმძღვანელო,
რვეულები, კალმები, დაფა და ცარცი.
|
29.05.2018 წ
|
4
|
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები;
პოეტური ლექსიკა:არქაიზმი,ბარბარიზმი,დიალექტიზმი;
ტროპი-ეპითეტი,მეტაფორა,შედარება,გაპიროვნება,ალეგორია,სიმბოლო,ჰიპერბოლა,ლიტოტესი,ალუზია;
პოეტური სინტაქსი-რიტორიკული მიმართვა,რიტორიკული
შეძახილი,რიტორიკული შეკითხვა,ინვერსია,გამეორება,გრადაცია,პარალელიზმი
|
დისკუსია, ჩანაწერების გაკეთება,
ტესტირება.
|
“ ტექსტები,
ტესტები, რვეულები და კალმები
|
30.05.2018 წ
|
5
|
მორფოლოგია-არსებითი,ზედსართავი,რიცხვითი,
ნაცვალსახელების მართლწერა.
|
დედუქციური მეთოდი, ჩანაწერების გაკეთება, ტესტირება.
|
აფხაზავას ,,ქართული ენა“
ტესტები
|
31.06. 2018წ.
|
6
|
სტილისტიკა-
სტილის რაობა;ფუნქციური სტილისტიკა;ლექსიკური სტილისტიკა;სიტყვათა
შერჩევა მნიშვნელობის მიხედვით;პარონიმები,ევფემიზმები,თავაზიანობის გამომხატველი
სიტყვები;სტილისტური ხარვეზები:ტავტოლოგია,კალკი,ატროფია(სიტყვის გამოყენება არაზუსტი
მნიშვნელობით);
|
ტექსტის რედაქტირება
ჩანაწერების გაკეთება;
სააზროვნო ტექსტები;
ტესტები;
|
A4
ფორმატზე ამობეჭდილი ტექსტი რედაქტირები-სთვის,ტესტები და კალმები;
|
05.06. 2018წ.
|
7
|
სინტაქსური შეცდომები
|
ლექცია, ჩანაწერების გაკეთება, ტექსტის რედაქტირება;
|
ა. შანიძის ,,ქართული ენა“ ტექსტი რედაქტირებისთვის, კალმები და რვეულები.
|
06.06.2018 წ.
|
8
|
პუნქტუაცია
|
პრაქტიკული მუშაობა-ტექსტის რედაქტირება;
|
ტექსტები სასვენი ნიშნების გარეშე.
კალმები და რვეულები
|
07.06.2018 წ.
|
9
|
სტილისტიკა-
ტექსტების სტილსტური გამართულობა;
|
ლექცია, ჩანაწერების გაკეთება, ტექსტის რედაქტირება;
|
ტექსტები;
ისტ-ს ტესტები;
|
08.06.2018
|
Комментариев нет:
Отправить комментарий