четверг, 14 июня 2018 г.


პროექტ ,,ერუდიტის “ დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I თავი: ზოგადი დებულება
პროექტი ,,ერუდიტი“ ტარდება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს.  მას  აქვს კონკურსის სახე და განკუთვნილია დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების I-IX კლასების მოსწავლეებისათვის, იგი ემსახურება თვითშემეცნებისა და  თვითრეალიზაციის  უნარების განვითარებას, ინტელექტის ამაღლებას.
ორგანიზატორები და მხარდამჭერები
ორგანიზატორი:
v  სსიპ ირგანჩაის საჯარო სკოლის ქართული სექტორი
მხარდამჭერები:
v  საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
v  დმანისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
v  დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო;
II თავი: პროექტის მიზნები და ამოცანები:
v  სწავლების ხარისხის ამაღლება;
v  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა დაახლოება;
v  კონკურენციის უნარის გაზრდა.
v  სხარტი აზროვნების განვითარება.
v  თვითშეფასების უნარის ამაღლება.
v  მოსწავლეთა ცოდნის რეალიზება.
III თავი: პროექტში მონაწილეობა:   პროექტში მონაწილეობა შეუძლია დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების I-IX კლასის ყველა მოსწავლეს. პროექტი ტარდება ორ ტურად:  პირველი ტური შესარჩევია და ტარდება სკოლებში. სკოლის შიდა ტურში გამარჯვებული ყველა კლასიდან თითო მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს მეორე  სარაიონო ტურში.                                                             
IV თავი: პროექტის ჩატარების წესი და ვადები:  პროექტის პირველი ტური ჩატარდება სკოლებში,  მიმდინარე სასწავლო წლის 10-დან 25 მაისამდე. გამარჯვებული გამოვლინდება ტესტირების შედეგად და მეორე ტურში გადასულად ითვლება კლასიდან ის ერთი მოსწავლე, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება ის მოსწავლე, რომელმაც უფრო სწრაფად დაასრულა ტესტზე მუშაობა. პირველი ტურის შედეგები ირგანჩაის  საჯარო სკოლას მიეწოდება 20-დან 30 მაისამდე.
      მეორე ტური ჩატარდება მიმდინარე სასწავლო წლის ივნისის პირველ შაბათს, დმანისის N 2 საჯარო სკოლაში, დასაწყისი 11-00 საათზე.
V თავი: ტესტირების ჩატარების წესები: ტესტების კითხვები შერჩეული იქნება პროექტის ინიციატორის, ირგანჩაის  საჯარო სკოლის პედაგოგების მიერ- საგნობრივად (ეროვნული სასწავლო გეგმაში გაწერილი სავალდებულო საგნებიდან). სკოლები ,მითითებულ ვადებში, პროექტის ინიციატორებს აწვდიან ინფორმაციას კლასების მიხედვით გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ. ეს მოსწავლეები იქნებიან მეორე ტურის მონაწილეები.
       მეორე ტურის ტესტირება ჩატარდება მონიტორზე სლაიდშოუს ფორმატში, კითხვების მონაცვლეობა ხდება ავტომატურ რეჟიმში--- დაწყებითებში( I-IV კლასებში)სლაიდის გადასვლის დროა 20 წამი, დანარჩენ კლასებში კი--15 წამი.
     მოსწავლეები პასუხებს აფიქსირებენ კოდირებულ ფურცელზე, რომელიც ადგილზე გადაეცემათ და მიენიჭებათ ნომრებიც. ამასთან, პასუხების ფურცლები დამოწმებული იქნება ირგანჩაის  საჯარო სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით.
  ნამუშევრებს გაასწორებს სპეციალური კომისია.
VI თავი: კომისიის წევრებისა  არჩევა:  კომისიის წევრები ირჩევიან ყოველ წელიწადს, წილისყრით, მონაწილე სკოლების წარმოადგენლებისაგან (წარმომადგენელი შეიძლება იყოს პედაგოგიც და მშობელიც). კომისიას ჰყავს მუდმივმომქმედი თავმჯდომარე, ირგანჩაის  საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი ჯამალ იადიგაროვი
VII თავი: კომისიის მუშაობის წესები: კომისია ნამუშევრებს ასწორებს ადგილზე, ინიციატორი სკოლის მიერ მიწოდებული სწორი პასუხების მიხედვით, ქულებს აფიქსირებს ასევე სპეციალურ ფურცელზე, მინიჭებული კოდების შესაბამისად.  ყველა ნამუშევრის გასწორების შემდეგ, კომისია ახდენს მონაწილეთა იდენფიცირებას და საბოლოო შედეგებს აფიქსირებს კონკურსის შემაჯამებელი ოქმის დანართში. ოქმს და დანართს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი. ოქმი გადაეგზავნება კონკურსის მონაწილე ყველა სკოლას.
 VIII თავი: გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება:    კონკურსის გამარჯვებულად ითვლებიან მეორე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები. მეორე ტურში გამარჯვებულად კი ითვლება ის მოსწავლე, რომელიც კლასების შესაბამისად ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება დამატებითი ტური მანამ , სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული. კომისიის მიერ, კლასების მიხედვით, დგება რეიტინგული სია. ჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები, მონაწილეებს გადაეცემათ  სერტიფიკატები.
IX თავი: საჩუქრის სახეები: კონკურსში, კლასების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულ ყველა მოსწავლეს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები და პირველი ხარისხის დიპლომი, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს, შესაბამისად, გადაეცემათ მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები.


Комментариев нет:

Отправить комментарий