რესურსის რეფლექსია
თემა: ,,გონება-ჩვენი აზროვნების მეფე! ’’
მიზანი: ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება
სწავლა სწავლებით,
თამაშით და ამ ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების უნარების ხელშეწყობა;
მოქმედების აღმნიშვნელი
სიტყვის მნიშვნელობის გააზრება და
კატეგორიზაცია;ვიზუალიზების,ვარაუდების
ჩამოყალიბების,შემოქმედე-
ბითი და წარმოსახვითი
უნარების განვითარება;
საგანი: ქართული ენა
კლასი: VII
პედაგოგი: ქეთევან გიორგაძე
სტანდარტები და
ინდიკატორები:
მიმართულება:ზეპირმეტყველება
ქართ.VII.1
მოსწ. ისმენს ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს
ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე;
ისმენს
ჩუმად,ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს,საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს
არავერბალური ხერხებით;
ქართ.VII.2
მოსწავლე
ისმენს და აფასებს სხვათა მეტყველებას მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას;
ქართ.VII.3
მოსწავლე
ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
მოსწ. ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს რეპლიკას განცდილის
გამომხატველი ინტონაციით;
ქართ.VII.5.
მოსწავლე
ამოიცნობს და იყენებს ზეპირმეტყველების ძირითად ენობრივ მახასიათებლებს;
ამოიცნობს
და იყენებს შეფასების გამომხატველ სიტყვებს და გამოთქმებს,გარკვეული მოდალური ზმნების
ფორმებს;
მიმართულება
კითხვა:
ქართ.VII.9.
ამოიცნობს
და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ენობრივ საშუალებებს (ფრაზეოლოგიზმები, ჟარგონები,
ანტონიმები);
|
ჩემ მიერ შემუშავებული რესურსი ,,გონება-ჩვენი აზროვნების
მეფე’’,ვფიქრობ,რომ სწავლა-სწავლების ინოვაციურ-საგანმანათლებლო მეთოდებსა და აქტივობებზეა ორიენტირებული და მისი გამოყენება შესაძლებელია
ნებისმიერი საგნის პედაგოგისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე,თუ როგორი ფორმითა და
შინაარსით უნდა შემექმნა და შემეთავაზებინა რესურსი, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩინური
ანდაზა:,,მომყევი-დამავიწყდება,მაჩვენე-შესაძლოა დავიმახსოვრო,გამაკეთებინე და გავიგებ’’.
წაკითხულმა დამაფიქრა და შევქმენი რესურსი ისეთი აქტივობებით, ისეთი მეთოდებითა და
სტრატეგიებით,რომლებიც ინოვაციური,საინტერესო და წამახალისებელია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვისაც
და რაც მთავარია,ხელის შემწყობია მოსწავლეთა დაკვირვების,კრიტიკული აზროვნების,ანალიზისა
და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.
ვირტუალური კონსტრუქციები მოსწავლეებისგან მოითხოვს უკვე არსებული ცოდნის მაღალი
სააზროვნო უნარებით განმტკიცებას, ფიქრს, მსჯელობას,ძიებას და გამოყენებას.
ვთავაზობ თემატურ მაკეტს ,,გონების სამეფო’’,რომელიც
ერთგვარი თამაშის ნაწილია და მოსწავლეებს ეხმარება წარმოსახვა-აღქმაში, შემოქმედებითად
აღქმულის კონცენტრირებასა და კონკრეტულ ცოდნასთან დაკავშირება-გააზრებაში. მაკეტზე
განთავსებული იმიტაციური გვირგვინი ერთგვარი
მინიშნებაა მოსწავლეებისთვის,თუ რამდენად მნიშვნელოვანია რაიმე გადაწყვეტილების მიღება გონების ჩართულობით.
მოქმედება ხორციელდება (დადებითად ან უარყოფითად) მაშინ,როცა გონება საბოლოო გადაწყვეტილებას
იღებს და წყვეტს:
მ ა კ ე ტ ი :
მოსწავლეები მსჯელობენ და ადგენენ,რომ საგნების მოქმედებას განსაზღვრავს გადაწყვეტილება,რომელსაც
გონება კომპონენტების მიხედვით განარჩევს, განალაგებს,განსაზღვრავს და ადასტურებს ან
უარჰყოფს.ყოველივე ამას კი კატეგორიების მიხედვით ახერხებს.
1.
მოსწავლეებს ვთავაზობ ე.წ. იმიტაციურ ,, კიდობანს’’და ვთხოვ მის გახსნას.ისინი
ხსნიან კიდობანს, იღებენ წარწერებიან ბრიკეტებს, აკვირდებიან, მსჯელობენ, თანმიმდევრობის
დაცვით განალაგებენ და ამზადებენ მაკეტზე განსათავსებლად. აქ მნიშვნელოვანია მათი თანამშრომლობითი
უნარების გააქტიურება,მსჯელობა და ანალიზი, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება.
კ ი დ ო ბ ა ნ ი
რიცხვი
დრო
ასპექტი გვარი
ქცევა
პირი
კონტაქტი მწკრივი
სერია
კილო
|
2.
მოსწავლეებს ვთხოვ კიდობნიდან ამოღებული
ბრიკეტები კატეგორიების მიხედვით განალაგონ და მაკეტზე განათავსონ:
პირი
|
რიცხვი
|
ასპექტი
|
ქცევა
|
სერია
|
გვარი
|
მწკრივი
|
კონტაქტი
|
კილო
|
დრო
|
შექმნილი და გამოყენებული რესურსი მოსწავლეებს შემოქმედებითად,
მართლაც ააქტიურებს, ხელს უწყობს სწავლა-სწავლებით
და თამაშით მიზნის მიღწევაში,არსებული ცოდნის
რეალიზებაში.
ასეთი სახით ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი
საგნის სწავლებისას რაიმეს დახარისხების,მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოყოფის ან
სხვა დეტალების განსაზღვრისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий