რესურსის რეფლექსია
თემა: ,,სტუმრად
ლამბაქებთან ’’
მიზანი: ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება
სწავლა სწავლებით,
თამაშით და ამ ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების უნარების ხელშეწყობა;
მოქმედების აღმნიშვნელი
სიტყვის მნიშვნელობის გააზრება და
კატეგორიზაცია;
ვიზუალიზების,ვარაუდების ჩამოყალიბების,შემოქმედე-
ბითი და წარმოსახვითი
უნარების განვითარება;
საგანი: ქართული ენა
კლასი: VII
პედაგოგი: ქეთევან გიორგაძე
სტანდარტები და
ინდიკატორები:
მიმართულება:ზეპირმეტყველება
ქართ.VII.1
მოსწ. ისმენს ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს
ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე;
ისმენს
ჩუმად,ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს,საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს
არავერბალური ხერხებით;
ქართ.VII.2
მოსწავლე
ისმენს და აფასებს სხვათა მეტყველებას მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო
ამოცანას;
ქართ.VII.3
მოსწავლე
ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
მოსწ. ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს რეპლიკას განცდილის
გამომხატველი ინტონაციით;
ქართ.VII.5.
მოსწავლე
ამოიცნობს და იყენებს ზეპირმეტყველების ძირითად ენობრივ მახასიათებლებს;
ამოიცნობს
და იყენებს შეფასების გამომხატველ სიტყვებს და გამოთქმებს,გარკვეული მოდალური ზმნების
ფორმებს;
მიმართულება
კითხვა:
ქართ.VII.9.
ამოიცნობს
და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ენობრივ საშუალებებს (ფრაზეოლოგიზმები, ჟარგონები,
ანტონიმები);
|
ჩემ მიერ შემუშავებული რესურსი ,,სტუმრად ლამბაქებთან’’,ვფიქრობ,რომ
სწავლა-სწავლების საგანმანათლებლო მეთოდებსა და აქტივობებზეა ორიენტირებული და მისი გამოყენება შესაძლებელია
ნებისმიერი საგნის პედაგოგისთვის. რესურსი
შევქმენი ისეთი აქტივობებით, ისეთი მეთოდებითა და სტრატეგიებით,რომლებიც
ინოვაციური,საინტერესო და წამახალისებელია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვისაც
და რაც მთავარია,ხელის შემწყობია მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცების, დაკვირვების, აზროვნების,
ანალიზისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ვიზუალური კონსტრუქციები მოსწავლეებისგან მოითხოვს
უკვე არსებული ცოდნის მაღალი სააზროვნო უნარებით განმტკიცებას, ფიქრს, მსჯელობას,ძიებას
და გამოყენებას.
ვთავაზობ თემატურ მაკეტს ,,სტუმრად ლამბაქებთან’’,რომელიც
ერთგვარი თამაშის ნაწილია და მოსწავლეებს ეხმარება წარმოსახვა-აღქმაში, შემოქმედებითად
აღქმულის კონცენტრირებასა და კონკრეტულ ცოდნასთან დაკავშირება-გააზრებაში. მაკეტზე
განთავსებულია ფერადი ფინჯნები და 11 ცალი
ბურთულა . ფინჯნები ე.წ იმიტაციური სერიებია,ხოლო ბურთულები კი აღნიშნავს მწკრივებს.მოსწავლეებს მოეთხოვებათ
თითოეული ბურთულის გახსნა მწკრივის მითითებით და იმ ფინჯნებში მოთავსება, რომელსაც
განეკუთვნება:
დავალება 1: გახსენით ბურთულა-მწკრივები, დაახარისხეთ და განალაგეთ შესაბამისს ფინჯანში:
მ ა კ ე ტ ი : ,,სტუმრად
ლამბაქებთან’’
I სერია
|
III სერია
|
მოსწავლეები ხსნიან ბურთულებს,აკვირდებიან წარწერას,ახარისხებენ,მსჯელობენ
და ადგენენ,რომელ ფინჯანში რომელი ბურთულა უნდა განათავსონ. დაახარისხებულ მწკრივ-ბურთულებს
ათავსებენ შესაბამისს სერია-ფინჯნებში და აკეთებენ პრეზენტაციას მწკრივთა სახელწოდებების,კითხვების
და დროის განმარტებებით.სწორი პასუხის შემთხვევაში,ლამბაქი მათ არომატული ყავით უმასპინძლდება:
აწმყოს
კავშირებითი
|
აწმყო
|
უწყვეტელი
|
ხოლმეობითი
|
მყოფადის
კავშირებითი
|
მყოფადი
|
წყვეტილი
|
II
კავშირებითი
|
III სერია
ამ მეთოდით
დავალების შესრულება მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ,ერთვებიან
თამაშში და ცდილობენ არომატული სასმელი დაიმსახურონ.ეს აქტივობა მათ განუმტკიცებს როგორც
ცოდნას, ასევე გაუაქტიურებს თანამშრომლობით
უნარებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში.შექმნილი და გამოყენებული რესურსი მოსწავლეებს
შემოქმედებითად მართლაც ააქტიურებს, ხელს უწყობს
სწავლა-სწავლებით და თამაშით მიზნის
მიღწევაში,არსებული ცოდნის რეალიზებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий