пятница, 8 июня 2018 г.


სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
           ქეთევან გიორგაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
            ქ.დმანისი
სკოლა
           ქ.დმანისის მე- 3  საჯარო
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება                            
                                                                        ,მოხეტიალე წიგნი’’
პროექტის შინაარსი
სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების ხარისხის გაუმჯობესება,  პოპულარიზაცია და ინტელექტის ამაღლება.პროექტის მიზანია მოსწავლეები დავაინტერესო და შევაყვარო წიგნი,ვასწავლო წიგნისადმი დამოკიდებულება,კითხვა და გავუფართოვო თვალსაწიერი; მოსწავლეებმა სხვებსაც ჩაუნერგონ წიგნისა და კითხვისადმი ინტერესი,სიყვარული და ხელი შეუწყონ წიგნიერების პოპულარიზაციას.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თავად მოიძიებენ საკითხავ მასალას,დაახარისხებენ საკვლევი და საექსპერიმენტო კლასების მიხედვით(პატარა,საშუალო და დიდი მოთხრობები,ზღაპრები),განაწილდებიან ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება:ერთი ჯგუფი ჩაატარებს ანკეტირებას ასაკობრივი საფეხურის გათვალისწინებით,მეორე ჯგუფი დაახარისხებს მოძიებულ საკითხავ  ან ხელით შექმნილ მასალას,იზრუნებს წიგნის ყდების ვიზუალსა და შესაბამის  ნარატიულ  წარწერზე,მესამე ჯგუფი განახორციელებს ექსპერიმენტს-კლასებში ,,მოხეტიალე წიგნის ლაშქრობა’’.


საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
VII კლასში  12 მოსწავლე 4  ჯგუფად/წყვილებად
პროექტის განხორციელების დრო
       3  კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ VII. 1. მოსწავლე ისმენს უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე -გამოხტავს საკუთარ დამოკიდებულებას;მოსაუბრისგან ითხოვს ინფორმაციის დაზუსტებას;მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;ამზადებს ტექსტს ,მოიძიებს ან ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას;
ქართ VII.4. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიაში-ჯგუფთან ერთად ამზადებს გამოსვლას,მოიძიებს საკითხს,მოიძიებს ინფორმაციას;
ქართ.VII.8. მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის შესაბამისობას კონკრეტულ მიზანთან-განსაზღვრავს ძირითად იდეას და განმარტავს,როგორ უწყობს ხელს სხვადასხვა მხატვრული დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას;
ქართ.VII.9. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს-მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წიგნში;
ქართ.VII.11.მოსწავლე ქმნის  წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით:




პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების ხარისხის გაუმჯობესებასა და პოპულარიზაციას;
·         პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზოგადი განათლების თვალსაწიერის გაფართოებას;
·         პროექტი ხელს შეუწყობს ყველა უნარის განვითარებას (კითხვა,წერა,ზეპირმეტყველება,თხრობა);
·         პროექტი ხელს შეუწყობს თვითრწმენის გამომუშავებას(წარდგენა,საჯარო გამოსვლა,გამბედაობა);
·         პროექტი ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და აუდიტორიასთან ურთიერთობას;
·         პროექტი ხელს შეუწყობს სასწავლო გეგმის სტანდარტების გათვალისწინებით სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნის ინტეგრაციას( მაგ: ფოლკლორი,ისტორია,კულტურა,ხელოვნება);
·         პროექტი ხელს შეუწყობს კომპიუტერული უნარების განვითარებას მაიქროსპტის საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით;
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეებს გაუღვივდებათ კითხვისადმი ინტერესი;
·         მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წიგნისადმი დამოკიდებულება;
·         მოსწავლეები შეძლებენ შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია;
·         მოსწავლეები შეძლებენ საკომუნიკაციო უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ აუდიტორიის ფლობას და მასთან ურთიერთობის უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ კომპეტენციის უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ ტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ დროის მონიტორინგისა და მიზნობრივად გამოყენების უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები ითანამშრომლებენ ჯგუფებში მოსწავლეებთან და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას;
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის წიგნიერება?
რატომ უნდა ვკითხულობდეთ კლასგარეშე ლიტერატურას?
თემატური კითხვები
როგორ შევიყვაროთ წიგნი?
როგორ შევაყვაროთ თანატოლებს კითხვა?
რა შეგვიძლია გავაკეთოთ წიგნიერების პოპულარიზაციისთვის?
როგორ შევარჩიოთ საკითხავი ლიტერატურა ასაკობრივი საფეხურის გათვალისწინებით?
შინაარსობრივი კითხვები
რას შესძენს მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა?
რამდენად შედეგიანი და მომგებიანია ჯგუფებში გადანაწილებული სამუშაო საბოლოო შედეგისთვის?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მინილექცია: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მნიშვნელობას, გამოვუმუშავებ წიგნიერების მნიშვნელობისადმი,კითხვის პოპულარიზაციი საჭიროების უნარ-ჩვევების განვითარებას; ,შემოქმედებითი, ურთიერთთანამშრომლობითი უნარების განვთარებას;
კითხვარი-კლასგარეშე ლიტერატურის ნუსხის დასადგენად და ზოგადად,წიგნისადმი
დამოკიდებულების მიმართ;მონიტორინგი-(76 მოსწავლე და 12 მასწავლებელი,17 მშობელი);
ანალიტიკური,ჰოლისტური,ზოგადი და კონკრეტული შეფასების კრიტერიუმების გამოყენებით მოსწავლეების სისტემატური შეფასება-მონიტორინგი;


პროექტის მსვლელობისას
მოსწავლეები ინაწილებენ დავალებებს ჯგუფებში;თითოეული ჯგუფი პასუხისმგებელია შესასრულებელ დავალებაზე,დავალების გრაფიკულ მიმდინარეობაზე,შედეგსა და შეფასებაზე;ურთიერთშეფასებით
ხელს უწყობენ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას;
თითოეული ჯგუფი ასრულებს განაწილებით მიღებულ დავალებას ფაქტობრივი ცოდნისა და შესაძლებლობის შესამოწმებლად,ასაკობრივი საფეხურის დასადგენად,საექსპერიმენტო მოსწავლეების შესარჩევად (მასწავლებლებთან ერთად),დროის მონიტორინგის მკაცრად დაცვას,დაკვირვებისა და შეფასების ობიექტურებას;(წახალისებისთვის ოქროსფერი სტიკერები);
პროექტის დასრულების შემდეგ
მოსწავლეებისთვის კითხვარი პროექტიტ მიღებული ცოდნისა და შედეგის,წარმოჩენილი პრობლემების დასადგენად;

მშობლებისთვის კითხვარი პროექტში ჩართულობის მიმდინარეობის საჭიროებისა და ხარვეზების დასადგენად
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის სწორად დაგეგმვისა და მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად,პროექტის დაწყებამდე,მოსწავლეებს კითხვარს შევავსებინებ იმის შესახებ, თუ რომელი კლასგარეშე მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხეს ბოლოს,რა კრიტერიუმებით არჩევენ საკითხავ ლიტერატურას,რა ინტენსივობით კითხულობენ,რომელი ჟანრის ნაწარმოებები მოსწონთ,რას ანიჭებენ უპირატესობას-წიგნს თუ კომპიუტერს? შევთავაზებ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები,როგორ წარმოუდგენიათ პროექტის განხორციელება;კითხვარი აუცილებლად  წარმოაჩენს მოსწავლეთა დამოკიდებულებასა და კითხვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ზრუნვის აუცილებლობას,დამეხმარება დავადგინო ჟანრობრივი სპეციფიკა ასაკობრივი საფეხურისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში წასაკითხი ნაწარმოებების ნუსხის შერჩევაში;შემდეგ შევთავაზებ პირველ ეტაპზე თავად შექმნან სხვა მოსწავლეებზე მორგებული კითხვარი(ან ანკეტირება), გამოსაკითხი მოსწავლეების რაოდენობის დასადგენად,კლასების მიხედვით განაწილება და კვლევა;მეორე ეტაპზე,უკვე თითოეული ჯგუფი დაიწყებს დავალებების შესრულებას:ლიტერატურის მოძიება,წიგნების გაფორმება, მოსწავლეთა შერჩევა კლასების მიხედვით(პედაგოგების ჩართვა-დახმარებით),კვლევის დაწყება;მესამე ეტაპზე-კვლევის ანალიზის გაკეთება;პროექტის ბოლოს მშობლები და მონაწილე-დამხმარე მასწავლებლები ავსებებენ კითხვარს უკუკავშირისთვის;პროექტის მსვლელობას გავუწევ მონიტორინგს მუდმივად,საჭიროების შემთხვევაში ვიქნები ფასილიტატორიც;
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
 აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევენ წიგნიერების პოპულარიზაციის თემის წამოწევას,ფლობენ ზოგად
 ინფორმაციას აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით; სამიზნე ჯგუფებად მე-3,მე-4 კლასის მოსწავლეებს მოიაზრებენ,თანამშრომლობაზე უთანხმდებიან მასწავლებლებლებს, ტექნიკურ და საკანცელარიო აღჭურვილობაზე  უკვე აქვთ გარკვეული მონახაზი;
სასწავლო პროცედურები
მას შემდეგ,რაც მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის იდეას,მნიშვნელობასა, შინაარსსა და ფორმას,შევთავაზებ ამ პროექტისთვის თავადაც მოიფიქრონ ინოვაციური და კრეატიული მიდგომები,ერთობლივად ჩამოვაყალიბებთ პროექტის საბოლოო სახეს,განვსაზღვრავთ მის სპეციფიკას პროექტი,,მოხეტიალე წიგნის’ ’სახელწოდებით;  დავადგენთ პროექტში მონაწილეთა რაოდენობას,დროის მენეჯმენტს,ვადას; ავსებენ კითხვარებს(მოსწ. და მშობლები/მასწავლებლები);დავყოფთ მოსწავლეებს წყვილებად და გავუნაწილებთ დავალებებს,შევარჩევთ საკითხავ ლიტერატურას ასაკობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე,დავადგენთ კვლევაში ჩასართავ მოსწავლეთა რაოდენობას საფეხურების მიხედვით,(პროექტის განხორციელებას ვიწყებთ დაწყებითი საფეხურის ბაზაზე,პედაგოგთა უშუალო ჩართვას,ჩანიშვნების დღიურის წარმოების აუცილებლობას და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას;
I-წყვილი -ჩაატარებს მოსწავლეთა გამოკითხვას საკუთარი ანკეტური კითხვებით;II- წყვილი-მოიძიებს უკვე შერჩეული ლიტერატურისთვის საჭირო საკანცელარიო და ტექნიკურ რესურსს;III- წყვილი-შეადგენს ნარატიულ ტექსტს ყდაზე წასაწერად;IV--წყვილს-დაევალება მინიწიგნების შექმნა-ვიზუალირება და გაფორმება;V- წყვილი-დაგეგმავს პედაგოგებთან შეხვედრას და მიაღწევს   თანამშრომლობის მემორანდუმს;
სამი კვირის განმავლობაში წყვილები დააკვირდებიან შედეგს,ჩაინიშნავენ,დააფიქსირებენ საკუთარ შენიშვნას, თანადგომას; მე,როგორც პროექტის ხელმძღვანელი,დავაკვირდები წყვილებს და შევაფასებ (ჩანიშვნის დღიურში)  შეფასების რუბრიკით.პროექტის ბოლოს მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას პროექტში ჩართულ მოსწავლეებში-რამდენად კმაყოფილები არიან პროექტის შედეგით;პროექტში მონაწილე წყვილებიც შეავსებენ კითხვარს პროექტის წარმატებით თუ წარუმატებლობით განხორციელების დასადგენად(იხ.კითხვარების ნიმუშები);
v  კითხვარი  მონაწილეთათვის პროექტის დასაწყისში:
·         რომელი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა წაიკითხეთ ბოლოს?
...........................................................................................................................................................
·         რომელი ჟანრის ნაწარმოების კითხვა გიყვართ?
.............................................................................................................................................................
v  კითხვარი მოსწავლეთა საერთო შეფასებისთვის:
·         გიყვართ თუ არა კითხვა?
·         კომპიუტერი თუ წიგნი?
·         რომელი კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხე ბოლოს?

v  კითხვარი პროექტში მონაწილე მოსწავლეებისთვის:
·         რამდენად გასაგები და მისაღები იყო თქვენთვის ეს პროექტი?
·         რამდენად გამჭვირვალე და ობიექტური იყო პროექტის მსვლელობა?
·         რამდენად საჭირო,გამოსადეგი და საინტერესო იყო შერჩეული ლიტერატურა?
·         რას მოელოდით და გაამართლა თუ არა თქვენი იმედები ამ პროექტმა?
·         გსურთ,რომ კიდევ განხორციელდეს მსგავსი პროექტი?
·         თქვენი აზრით,რა ხარვეზი ჰქონდა ამ პროექტს?
·         რა მიიღეთ ამ პროექტისგან?
v  კითხვარი პროექტის მონაწილე მოსწავლეების  მშობელთათვის:
·         მისღები იყო თუ არა ეს პროექტი თქვენთვის?
·         რა მოლოდინი გქონდათ ამ პროექტისგან?
·         შეიცვალა თუ არა თქვენს შვილში წიგნიერებისადმი მიდგომა?
·         დათანხმდებით თუ არა თქვენს შვილს შემდგოშიც ჩაერთოს მსგავს პროექტში?




გამოკითხვა-კვლევა:





4-2,5-2-მიყვარს კითხვა// ისე რა// არა ;
4,5-2,5-2-არ ვკითხულობ//ისე რა// არ ვიცი’
3,5-3-1,5-არ მაინტერესებს// ისე რა//არ ვიცი;
 5-4,5-2,8-კომპიუტერი//თამაში//არაფერი;

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ მყავს,თუმცა არსებობის შემთხვევაში მათთანაც განვახორციელებდი  მთელ რიგ აქტივობებს ჩართულობისა და მოტივაციის თვალსაზრისით საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ქართული ხალხური ზღაპრები;
უცხოური ზღაპრები;
ვაჟა-ფშაველას მოთხრობები;
რევაზ ინანიშვილის მოთხრობები;
 ნოდარ დუმბაძის მოთხრობები;
გოდერძი ჩოხელის მოთხრობები;


ინვენტარი/მასალები
საჭირო ლიტერატურა;
ფაილები,ფურცლები,ფერადი ქაღალდები,სტიკერები,სასკოლო ინვენტარი;
ინტერნეტრესურსები
Lib.ge;literaturaitp.ge;  burusi.ge..
სხვა რესურსები
გამოკითხვა,  ვიზიტები, კვლევა-ექსპერიმენტები, სკოლის მოსწავლეები სხვა კლასიდან/სკოლიდან, მშობლები,მასწავლებლები და ა.შ.


Комментариев нет:

Отправить комментарий