суббота, 9 июня 2018 г.


            სამოდელო  გაკვეთილის   გეგმა
                                                                                                            1.06.2018



გაკვეთილის თემა
აკაკი წერეთლის პოემა ,,თორნიკე ერისთავი’’და ჟენევის საერთაშორისო კონვენციები


გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული



სწავლების საფეხური

VII  კლასი


საგანი/მასწავლებელი
ქართული ლიტერატურა-ქეთევან გიორგაძე
ისტორია-ფიქრია ხორბალაძე




მოსწავლეთა პროფილი

15


განსაკუთრებული მიდგომისა და საჭიროების მქონე მოსწავლე

არ  მყავს


გაკვეთილის სასწავლო მიზნები

ქართული ლიტერატურა: მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცებას; იმსჯელებენ არგუმენტირებულად და ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს;შეადარებენ ავტორისეულ მიდგომას საკუთარ დამოკიდებულებასთან;შეძლებენ წჯსკ კომპონენტებისა და პრინციპების გაცნობიერებას;გააანალიზებენ და განსაზღვრავენ ომის წესებსა და მახასიათებლებს  (მართებული/არამართებული) ;მოიძიებენ და აღმოაჩენენ ტექსტში  კონვენციებთან დაკავშირებულ პარალელებს;იმსჯელებენ ისტორიული პერსონაჟის ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის საყოველთაო მისიას კაცობრიობის წინაშე; მოსწავლეები შეძლებენ ვიზუალურ-იმიტაციური პანორამის აღქმას, ვარაუდის ჩამოყალიბების ახსნა-განმარტების,პასუხების მოძიების,დახარისხების,
კავშირების დამყარებისა და შეჯამების,იმიტაციური და  შემოქმედებითი  უნარების განვითარებას;
ისტორია: მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ  ეპოქებთან;შეძლებენ განსაზღვრონ ცნობილი ისტორიული მოვლენისა და პირის მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე;შეძლებენ კონვენციების არსისა და მნიშვნელობის წვდომასა და  განსაზღვრას, ტექსტთან დაკავშირებას,პარალელების გავლებას;შეძლებენ საჭირო ინფორმაციის აღმოჩენას,დახარისხებას და მსჯელობას;



გაკვეთილის მეთოდები
ინდივიდუალური,ჯგუფური,თანამშრომლობითი,ევრისტიკული,დისკუსია,კითხვა-პასუხის, ინდუქციური,ვარაუდის, ,დემონსტრირების,
ანალიზის,  ვერბალური. პრაქტიკული,ქმედებაზე ორიენტირებული;


ესგ-ს მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები



                                                                                                   ქართ.VII.1                                                                                       მოსწ. ისმენს ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე;
ისმენს ჩუმად,ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს,საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს ვერბალური ხერხებით;
ქართ.VII.2 
მოსწავლე ისმენს და აფასებს სხვათა მეტყველებას მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;                                                                                            ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას;
ქართ.VII.3
მოსწავლე ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;                                                                                             მოსწ. ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამსრეპლიკას განცდილის გამომხატველი ინტონაციით;
ქართ.VII.7.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააანალიზება-გააზრება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა;გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;ახასიათებს პერსონაჟს მისი სულიერი, გარეგნული ნიშნების,ქცევის და მეტყველების მიხედვით;
ისტორია. VII.1.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან;ასახელებს მიზეზებსა და შედეგებს,განსაზღვრავს მნიშვნელობას ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის შესახებ;
ისტორია.VII.3
.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში; ისმენს ინფორმაციას პოლიტიკური მოღვაწის შესახებ;

ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობა, მუშაობა ფორუმში;


შეფასება და პროცედურები


მოსწავლეები შეფასდებიან გაკვეთილზე განხორციელებული  აქტივობებიდან გამომდინარე; გამოყენებული იქნება გაკვეთილზე ჩართულობის, პრეზენტაციის,ჯგუფური ურთიერთშეფასების რუბრიკები;

სასწავლო მასალა და რესურსი


დაფა,ფლიფჩარტი,პოსტერები,ცხრილები,იმიტაციური პანო-პანორამა, ფერადი ფურცლები,ფერადი  ბარათები, მარკერი, აუდიოჩანაწერი,იმიტაციური საბრძოლო იარაღი;

წინარე  ცოდნა


მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ აკაკი წერეთლის პოემა ,,თორნიკე ერისთავი’’,იციან მისი ისტორიული თუ ლიტერატურული მნიშვნელობა და ღირებულება ;პერსონაჟის დამოკიდებულება საერო და სასულიერო ყოფისადმი; პერსონაჟის დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე;იციან ომის მიზეზები და შედეგი;პერსონაჟის ქცევის მოტივი და მიზნები;


თანმიმდევრობა


I ფაზა : მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა) 
I  აქტივობა: მისალმება,კლასის ორგანიზება, განწყობის შექმნა, გაკვეთილის თემის გაცნობა:მოკლედ გავაცნობ გაკვეთილის სტრუქტურას,მნიშვნელობას,აქტივობების დანიშნულებას,რომლებიც უნდა დაეხმაროს გაკვეთილის მიზნებისა და მოლოდინის განსაზღვრაში,ცოდნა-უნარების განვითარებაში;                                                                      (3წთ)
II აქტივობა:  ისტორია: კითხვა-პასუხი
მასწავლებელი სვამს კითხვებს,რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლეთა ზოგად ცოდნასა და დამოკიდებულებას აღნიშნული მიზნის შესაბამისად:
·         რა გსმენიათ  წითელი ჯვრის ან  წითელი ნახევარმთვარის კომიტეტის შესახებ?
·         ვის სახელს უკავშირდება მისი შექმნა?
·         იცნობთ თუ არა იმ დებულებებს,რომლითაც მოძრაობს ეს ორგანიზაცია?
ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება გააზრებისა და ზოგადი ცოდნის რეალიზებაში;
შეფასება-განმავითრებელი                                              ( 5წთ.)
III აქტივობა: ისტორია: მინილექცია- ანრი დიუნანი- ,ჟენევის კონვენციები და მათი მნიშვნელობა; მოსწავლეები მოისმენენ ახალ ინფორმაციას,დაფიქრდებიან, გააანალიზებენ,გამოავლენენ საკუთარ შეხედულება-დამოკიდებულებას ადამიანის ქცევასა და მოქმედებაზე ომის პირობებში ან ომის შემდგომ;
ეს აქტივობა  ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაკვირვების, ფიქრის,მსჯელობისა და ანალიზის,დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებას;დაეხმარება ლიტერატურული პარალელების ძიების უნარების განვითარებაში;
შეფასდება მოსწავლეთა მოსმენის,აღქმისა და გაცნობიერების უნარები ფორუმში -(განმავითარებელი);                                      (5წთ)                                                      
II  ფაზა: ცოდნის კონსტრუირება (სიღრმისეული წვდომა);
მოსწავლეებს გამოწვევის ფაზაზე გაღვივებული აქვთ ინტერესი და ცნობისმოყვარეობით  ელოდებიან შეძენილი ინფორმაციის კავშირს პოემასთან,სურთ ლიტერატურული პარალელების დანახვა-აღმოჩენა შესწავლილ პოემაში,სურთ ძიება,მასში ჩართვა,რაშიც დაეხმარება უკვე მოსმენილი ინფორმაცია; მოსწავლეებს სურთ საკუთარი აღქმისა და ცოდნის უნარების გაკონტროლება და რეალიზება;

IV აქტივობა: ქართული: ,,ჩვენი მოქალაქეობრივი ხედვა’’-მოსწავლეებს შევთავაზებ ცხრილებს  და ვთხოვ,  მათში აღბეჭდილ შინაარსს კითხვარის სახით უპასუხონ, დააფიქსირონ საკუთარი ხედვა-აღქმა ,ვარაუდები ,გამოცდილება; დავალება ჯგუფურია,ეძლევათ პასუხების დასაფიქსირებელი ბარათები პრეზენტაციისთვის.                    ეს აქტივობა განავითარებს მათი დაკვირვების,ფიქრის, წარმოსახვის,აღქმისა და მსჯელობის უნარებს.                                                                   შეფასება-ვერბალური პრეზენტაცია,განმავითარებელი(5წთ.)

V აქტივობა: ქართული: რეპორტაჟი,,ჰალისის ბრძოლის ველიდან’’-იმიტაციური პანორამა პოემიდან ,,თორნიკე ერისთავი’’.მოსწავლეებს (სურვილის მიხედვით ერთი) ვთხოვ,წარმოდგენილი პანორამიდან რეპორტაჟის  მომზადება-წაყვანას მოკლე საბრძოლო ტაქტიკის ახსნით. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების კონკრეტულ თემატიკაზე დაფიქრებას,  მსჯელობას,საკუთარი აზრის დაფიქსირებას,კოგნიტური უნარების განვითარებას;
შეფასება-ჩართულობა-განმსაზღვრელი,              (5წთ)
                                                                                             
VI აქტივობა: ქართული: ,,ჩვენი თვალსაწიერი’’-აქტივობა პოემაში ომისა და მისთვის დამახასიათებელი თვისებების, სიმბოლიკების,იარაღის სახეობების, ინსტრუმენტების, მეომართა ქცევების,განლაგების  ახსნას მოითხოვს მოსწავლეებისგან; მათ უნდა  იპოვონ,დაასაბუთონ და განალაგონ ჯგუფების მიხედვით  საპრეზენტაციო პასუხები; აქტივობა ხელს შეუწყობს ძიების ,მოკვლევის, მსჯელობის, ურთიერთთანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარის განვითარებას;
შეფასება:ჯგუფური პრეზენტაცია, ურთიერთშეფასება, განმავითარებელი;                                                          (5წთ) 
VII აქტივობა:ისტორია: მინილექცია-,,წჯ და წნ საერთაშორისო მოძრაობის 7 პრინციპი’’-მოსწავლეებს პოსტერზე წარმოჩენილი ვიზუალური მასალით  მასწავლებელი მიაწვდის საჭირო ინფორმაციას,რომელიც დაეხმარება შემდგომი დავალების შესრულებაში. (2წთ);
VIII  აქტივობა: ქართული:,,თვისება,პრინციპი,კონვენცია’’-მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ მინიკვლევა-შეთავაზებულ პოსტერზე წარმოდგენილ თითოეულ პრინციპს უნდა შეუსაბამონ  თორნიკე ერისთავის  ქმედება,დაასაბუთონ ტექსტიდან მოყვანილი არგუმენტებით და შეუსაბამონ შესაბამისი კონვენცია. დავალებას ასრულებენ ჯგუფებში მსჯელობის, ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთსწავლების საფუძველზე;აკეთებენ პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე ;
ეს აქტივობა ხელს შეუწყობს შემოქმედებითობის, დაკვირვების, კრიტიკული აზროვნების,მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებას.
შეფასება-ჯგუფური ურთიერთშეფასება,განმავითარებელი;  (10 წთ)  

 
III ფაზა-რეფლექსია(შეჯამება)                                                                                                        
IX აქტივობა:  ,,გზავნილები მსოფლიოს’’-ომის ავტორისეული დედააზრი და საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება;ჟენევის კონვენციებისა და საერთაშორისო მოძრაობის პრინციპების დაცვა-პატივისცემა;წერილობითი ამანათები მსოფლიოს. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს თემის შეჯამება-გამთლიანებაში. გავუკეთებ კომენტარს და შევაჯამებ გაკვეთილს. მივცემ დავალებას.                                              (5წთ);                            


შეფასება
 გამოვიყენებ  განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას გაკვეთილში ჩართულობის,პრეზენტაციისა და ჯგუფური შეფასების  რუბრიკების მიხედვით;


























წინასაგაკვეთილო რეფლექსია


სამოდელო გაკვეთილის ჩატარება გადავწყვიტე ინტეგრირებული ტიპის მოდულით.გაკვეთილის თემად ავიღე  აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავი’’და ჟენევის კონვენციები ’’,რომელიც,ვფიქრობ,რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული  საგანმანათლებლო მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული.                                                                                                                          მეშვიდე კლასში ,ზოგადად,ქართული ლიტრატურის სწავლებისას, რეკომენდირებულია (ომის თემაზე შექმნილი ნაწარმოებების გავლისას)  დამხმარე სახელმძღვანელოს ,,შეიცან თავი შენი’’ გამოყენება,რომელიც გარკვეულ საფუძველს იძლევა სწავლებაში ჟენევის კონვენციებისა და დამატებითი ოქმების გაცნობა-გააზრებისთვის,რაც ეხმარება მოსწავლეებს უკვე შესწავლილი ნაწარმოებების ჰუმანიტარული საფუძვლებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დანახვა-გამოყოფაში.ამ კუთხით,შევარჩიე სწორედ პოემა ,,თორნიკე ერისთავი’’,რომელშიც მთელი რიგი საკითხების წამოწევაა აუცილებელი,რათა მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ როგორც ისტორიული ფაქტ-მოვლენა,ასევე მოქალაქეობრივი და კოსმოპოლიტური მრწამსი,პარალელი გაავლონ კონვენციების დებულებებსა და თორნიკე ერისთავის ქმედებებს შორის; გააცნობიერონ ომის შედეგები,  მახასიათებლები,ატრიბუტიკა,ტაქტიკა,წესები და დებულებები.
გაკვეთილს მეტ ინტერესს შესძენს ისტორიის პედაგოგის ჩართულობა,რომელიც გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის კონვენციებისა და დებულებების შესახებ;
ვფიქრობ,რომ ჩემ მიერ შერჩეული მეთოდები და აქტივობები საინტერესოდ წარმართავს გაკვეთილს,მოსწავლეების ჩართულობა იქნება აქტიური,მიზანი მიღწეული,რადგანაც შექმნილი რესურსები ისეთ დავტვირთე,  რომ დააინტერესებს მოსწავლეებს და მოითხოვს მათგან უკვე არსებული ცოდნის მაღალი სააზროვნო უნარებით განმტკიცებას,ფიქრს,მსჯელობას,ძიებას და გამოყენებას.მოსწავლეები შემოქმედებითაც გაიხსნებიან და სწავლა-სწავლებით მიაღწევენ შედეგს.                                                                                                                             










                       გაკვეთილში  ჩართულობის  შეფასების  რუბრიკა
 


 კრიტერიუმების
       სკალა 


საშუალოზე              დაბალი

        1-4
საშუალო


    5-6
საშუალოზე       მაღალი

      7-8
 მაღალი


    9-10

აქტიურობა და ჩართულობა










არ გამოირჩეოდა აქტიურობით;

ნაკლებად იჩენდა ინტერესს.შიგადაშიგ ერთვებოდა მსჯელობაში;

აქტიურობდა ჯგუფური მუშაობის შესრულებისას,
ჩართული  იყო საგაკვეთილო პროცესში;

იყო  ძალიან
აქტიური ყველა აქტივობის შესრულებისას.
ლიდერობდა ჯგუფურ მუშაობაში;












                                        პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა



ფასდება აქტივობები

     3-4

       5-6

      7-8

     9-10


ინფორმაციის წარმოდგენის,
კვლევის,
კრეატული
აზროვნების
უნარი
აუდიტორიის
წინაშე;

მკაფიოდ ვერ
აყალიბებს
მიზანს,
შინაარსი
გაუმართავია,
მაგალითები
არასაკმარისი;

მკაფიოდ ვერ
აყალიბებს
მიზანს,
კვლევის ძირითადი
იდეა
არადამაჯერებელია,
შინაარსი
გაუმართავია,
დასკვნა
არასრული;


მიზანი კარგად არის
ჩამოყალიბებული,
კვლევის ძირითადი იდეა
დამაჯერებელია,
შინაარსი
გამართულია,
ფაქტები და
მაგალითები
კარგად ვერ
ამყარებენ
თეზისში
ჩამოყალიბებულ
მოსაზრებას.
დასკვნაში
მხოლოდ
გამეორებულია
ძირითადი იდეა;


მიზანი
კარგად არის
ჩამოყალიბებული,
კვლევის იდეა ჩამოყალიბებულია,
კვლევის იდეა
დამაჯერებელია,
შინაარსი გამართულია,
საუბრობს გამართულად,
გასაგები ენით.
მაგალითები არგუმენტირებულად ამყარებენ
თეზისში ჩამოყალიბებულ
მოსაზრებებს;










                  
                              მასწავლებლის შეფასება


კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს დავალების შესასრულებლად.


















                              ჯგუფური   ურთიერთშეფასების   რუბრიკა




                    
                     კრიტერიუმები
   1
     2
   3
    4
1

ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული მუშაობაში;






2
ჯგუფის ყველა წევრი იცავდა მუშაობისთვის განსაზღრულ წესებსა და  დროის ლიმიტს;







3

ჯგუფის წევრები  თანამშრომლობდნენ,  აზრს თანაბარ პირობებში  გამოხატავდნენ და ზუსტად პასუხობდნენ კითხვებზე;






4
ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური,თანმიმდევრული და ამომწურავი,პასუხობდა მთავარ თემას;







5
ჯგუფის პრეზენტატორი თავისუფლად  ფლობდა აუდიტორიას და დამაჯერებლად აკეთებდა დასკვნას;









1-ცუდად                2- არც თუ კარგად                  3-კარგად                 4- ძალიან კარგად


I-III                           II-I                        III-II                                      







Комментариев нет:

Отправить комментарий