ქ. დმანისის N 3 საჯარო სკოლა
საწრეო მუშაობა
(ზოგადი
დებულება და პროგრამა)
(
I და
II სემესტრი)
დმანისი
2017-18 სასწ.წ
წრის ხელმძღვანელი: ქ.გიორგაძე
(უფრ.მასწ)
სამიზნე ჯგუფი: XII კლასის მოსწავლეები
საგანი: ქართული ენა
მოსწავლეთა რეიტინგული სია
1. აფრასიძე მონიკა
2. ბერუაშვილი სალომე
3. გერლიანი მეგი
4. გირგვლიანი აჩი
5.
ვიბლიანი გიორგი
6.
კვიციანი ფრიდონ
7. მუმლაძე მეგი
8.
მურჯიკნელი გიორგი
9.
ოქრიაშვილი მარიამი
v
საგნობრივი წრე
- ,, ჩვენ და მართლწერა“
საგნობრივი
წრე ,,ჩვენ და მართლწერა’’ მოსწავლეთა გაერთიანებაა,რომელიც უზრუნველყოფს საშუალო საფეხურის
მოსწავლეების დამატებით საგნობრივ მეცადინეობას ქართულ ენაში ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით
,რომლის ძირითადი პრინციპია ,,მართლწერის საკითხების ‘’ დამუშავება-დახვეწა, რომელიც
მათ ამყოფებს მუდმივ ფორმაში ნასწავლი და შეთვისებული მასალა გამოიყენონ როგორც წერით,
ასევე ზეპირ მეტყველებაში. ქართული ენა არის საფუძველთა-საფუძველი ყოველგვარი აზროვნებისა(წერითი,ზეპირი).ენის
მექანიზმის ამოცნობა,ანუ გრამატიკის სწავლება, მოსწავლეს ასწავლის აზროვნებას,შეკითხვების
დასმას:,,რატომ?’’, ,,რისთვის?’’ და თვითონვე (ზოგჯერ პედაგოგის მცირე დახმარებით)
პასუხობს მათ.
ენის(გრამატიკა)
ცოდნა ეხმარება მოსწავლეს სწორად ჩამოაყალიბოს თავისი აზრი და ბუნებრივია,რომ მხოლოდ
ამის შემდეგ გაართმევს თავს ლიტ.ნაწარმოებების ჯეროვნად შესწავლას.ენის,გრამატიკული
წესების,მართლწერის საკითხების თეორიის საფუძვლიანი ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის
რედაქტირებაში,ტექსტის ანალიზსა და თხზულების დაწერაში, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული,
სინტაქსური,სტილისტური თუ პუნქტუაციური პრობლემატიკის
გაცნობიერება-გააზრებაში,ცოდნის ,,მიზნობრივად გამოყენებაში.’’ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები იმეცადინებენ
იმისთვის,რომ კარგად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და გააუმჯობესონ თავიანთი შედეგები
სამომავლოდ.საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ქართული ენის გრამატიკული საფუძვლების სწავლების პოპულარიზაციას.
v
საგნობრივი წრის მიზნები:
·
ზოგადსაგანმანათლებლო
რეფორმის ხელშეწყობა;
·
ესგ-ით
გათვალისწინებული პროგრამის სრულყოფილად ათვისება-რეალიზება;
·
სასწავლო
პროცესის სტიმულირება;
·
სასწავლო
პროცესის სრულყოფა;
·
სწავლისადმი
ინტერესის გაღვივება;
·
საგნობრივი
ცოდნის განმტკიცება-განვითარება;
·
მოსწავლეთა
საჭიროებებზე მორგებული თემატურ-გრამატიკული უნარების განვითარება;
·
მოსწავლეებში
თავდაჯერებულობის,სითამამისა და მიზანდასახულობის უნარ-ჩვევების განვითარება;
·
მუშაობის
გააქტიურება ლექსიკაზე(ნეოლოგიზმები,ჟარგონები-მოძალება,მოჭარბება და მათი გამიჯვნა);
·
ორთოგრაფიული
ლექსიკონის პრინციპების გაცნობა და მასზე მორგებული მუშაობის უნარ- ჩვევების გამომუშავება;
·
ორთოგრაფიული
ლექსიკონის გამოყენება მართლწერის კულტურის ჩამოსაყალიბებლად;
·
ლექსიკურ-სემანტიკური
ტენდენციების გაცნობა და მასზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
·
სწორი
ენობრივი ორიენტაციის მიცემა;
·
სტილური
მეტყველების ტენდენციების გაცნობა და მასზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
უნარ-ჩვევები:
·
მოსწავლეს
გამოუმუშავდება სალიტერატურო ენის ნორმების (მორფოლოგიური,ორთოგრაფიული,პუნქტუაციური)
აცვს უნარ-ჩვევები;
·
მოსწავლეს
გამოუმუშავდება აზრის ენობრივად(ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარ-ჩვევები;
·
მოსწავლეს
გამოუმუშავდება ნაწერის სტილისტურად გამართულობის უნარები;
·
მოსწავლეს
გამოუმუშავდება სინტაქსური კონსტრუქციების სწორად აგების უნარ-ჩვევები;
·
მოსწავლეს
გამოუმუშავდება თანმიმდევრული მსჯელობის,აბზაცების მართებულად გამოყენების,მოსაზრებების
ლოგიკურად დაკავშირების უნარ-ჩვევები;
·
მოსწავლეს
გამოუმუშავდება დასმული საკითხის,თემის,ამოცანის,შესაფერისი სტილის და ნაშრომის სტილური
ერთგვაროვნების უნარ-ჩვევები;
v
შედეგების მიღწევის გზები:
შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
·
ინფორმაციის
გაგება,ანალიზი და შეფასება;
·
გრამატიკული
ასპექტების აღქმა-გამოყენება,სტილის რაობა(ტავტოლოგია,კონტამინაცია,პლეონაზმი,კალკი,ატროფია,პარონიმი);
·
ფუნქციური
სტილის დანიშნულება და გამოყენება;
·
მხატვრული
ტექსტის ლინგვისტური ანალიზი;
·
მიზეზ-შედეგობრივი
კონსტრუქციები;
·
დროთა
თანმიმდევრობასა და ლოგიკურ ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები,წინადადებების
წყობა,სტილისტური გამართულობა;
·
მხატვრული
გამომსახველობითი საშუალებების (ტროპები) რაობა და გამოყენების წესები;
·
ტექსტის
რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული (პუნქტუალური,ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქსური,სტილისტური,ტექსტუალური)
წესებისა და ნორმების გაცნობიერება;
v
აქტივობები:
ü
სემინარი-(ახსნა-განმარტება);
ü
ლექცია-(წინასწარ
დაგეგმილი შეცდომები);
ü
დისკუსია-(საცილობელ
ფორმათაგან რომელია სწორი/მცდარი);
ü
ჯგუფური/ინდივიდუალური
მუშაობა;
ü
პრაქტიკული
სავარჯიშოები;
ü
ისტ-ელექტრონული
ტესტები;
ü
საკვანძო
ეპიზოდები-(გამოიყენონ და გააანალიზონ);
ü
პუნქტუაციური
სავარჯიშოები-(დახურული ტესტები);
ü
პასაჟების
კომენტირება-(წერილობითი ჩამოყალიბება);
ü
ლექსიკური
სავარჯიშოები-(დახურული ტესტები);
ü
მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული
სავარჯიშოები-(ღია/დახურული);
ü
სტილისტურ-ტექსტუალური
სავარჯიშოები-(ღია/დახურული);
v გამოსაყენებელი
რესურსი:
ü
ტესტები;
ü
სააზროვნო
ტექსტები;
ü
გრამატიკული
სავარჯიშოები;
ü
გრამატიკული
ტესტები;
ü
შაბლონები;
ü
წყაროები;
ü
კრიტიკული
წერილები;
ü
თემატური
ესეები;
ü
თაბახის
ფურცლები;
ü
წებოვანი
ფურცლები;
ü
ფლიფჩარტები/მარკერები;
ü
დაფა/ცარცი;
ü
სახელმძღვანელოები;
v საწეო მუშაობის ხანგრძლივობა:
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა
განისაზღვრება ერთი სამესტრით, მოსწავლეთა საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე კი შესაძლოა, სრული
წლიური დატვირთვა-კვირაში ერთი დღე-ოთხშაბათი, 1 აკადემიური საათი;
მოსწავლეთა ცოდნის საჭიროებებიდან და მშობელთა დაჟინებული მოთხოვნიდან გამომდინარე,მეორე
სემესტრიდან კვლავ განახლდა საწრეო მუშაობა რეჟიმით-კვირაში ერთი აკადემიური საათი,დღე-ოთხშაბათი;
საწრეო
მუშაობის პროგრამა
I სემესტრი: სექტემბერი/ოქტომბერი/ნოემბერი/დეკემბერი;
II სემესტრი: იანვარი/თებერვალი/მარტი/აპრილი/მაისი:
|
კრიტერიუმები
|
კრიტერიუმების
განმარტება
|
მიზანი
|
საათების რაოდენობა
|
შეხვედრების განრიგი
|
|
1.
|
ლექსიკოლოგია
|
სიტყვა,სიტყვის მნიშვნელობის
ცვლა:გაფართოება-დავიწროება;სინონიმები,ომონიმები,ანტონიმები,პარონიმები,დიალექტიზმები,არქაიზმები,ნეოლოგიზმები,ნასესხები
სიტყვები;მარტივი და რთული სიტყვები;სიტყვათა შემოკლებული წერა;
|
. გაიხსენონ
. შეამოწმონ
. ისწავლონ
კომპოზიტების მართლწერა-
(ფუძეგაორკეცებული სიტყვები,ნაირფუძიანი
კომპოზიტები);
განკერძოებულ სიტყვათა
მართლწერა;
|
|
სექტემბერ- ოქტომბერი
20.09.17-დან-25.10.17-მდე
6 სთ.
|
|
2
|
სტილისტიკა
|
სტილის რაობა;ფუნქციური
სტილისტიკა;ლექსიკური სტილისტიკა;სიტყვათა შერჩევა მნიშვნელობის მიხედვით;პარონიმები,ევფემიზმები,თავაზიანობის
გამომხატველი სიტყვები;სტილისტური ხარვეზები:ტავტოლოგია,კალკი,ატროფია(სიტყვის გამოყენება
არაზუსტი მნიშვნელობით);
|
. გაიხსენონ
. შეამოწმონ
. ისწავლონ
სტილის რაობა,ხარვეზების
ამოცნობა,მართლწერა,ფუნქციური მნიშვნელობა;
როგორ აიცილონ თავიდან სტილისტიკის მართლწერასთან
დაკავშირებული შეცდომები;
|
|
ნოემბერ-დეკემბერი
15.11-27.12.17-მდე
8 სთ.
|
|
3
|
მორფოლოგია-ორთოგრაფია
|
მეტყველების ნაწილები-სრული/არასრული
მნიშვნელობა;
ფორმაცვალებადი-ფორმაუცვლელი;ბრუნება;
ფუძე დაბოლოებების მიხედვით; კვეცა/უკვეცელობა-კუმშვა/უკუმშველობა,კუმშვა-კვეცა;
ზმნა და ზმნის კატეგორიები;
|
. გაიხსენონ
. შეამოწმონ
. ისწავლონ
მეტყველების ნაწილების სვადასხვაგვარობა-(კუმშვა,კვეცა,უკუმშველობა-უკვეცელობა,
სიტყვათა სწორად დაწერილობა , ზმნური კატეგორიები);
როგორ აიცილონ თავიდან მეტყველების ნაწილების მართლწერასთან
დაკავშირებული შეცდომები;
|
|
იანვარ-თებერვალი
17.01-21.17 -მდე
7-სთ
|
|
4
|
სინტაქსი
|
წინადადება და წინადადებების სახეები შინაარსის,აგებულების
და წევრთა შედგენილობის მიხედვით; განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები;
რთული წინადადება-თანწყობილი,ქვეწყობილი;რთულის
გადაკეთება მარტივად და მარტივის რთულად;
პირდაპირი და ირიბი ნათქვამი;
|
გაიხსენონ
. შეამოწმონ
. ისწავლონ
სინტაქსური კონსტრუქციები-სახეები,შინაარსი,
აგებულება;სინტაქსური ფიგურების სწორად გამოყენება;
როგორ აიცილონ თავიდან სინტაქსური კონსტრუქციების
მართლწერასთან დაკავშირებული შეცდომები;
|
|
მარტი
7.03.18-დან
|
|
5
|
პუნქტუაცია
|
სასვენი ნიშნები;სასვენ
ნიშანთა გამოყენების წესები;
|
. გაიხსენონ
. შეამოწმონ
. ისწავლონ
მძიმე,წერტილი,ორწერტილი,წერტილ-მძიმ;
ძახილის,კითხვის,კითხვა-ძახილის;ტირე;სიტყვათა შემოკლებული წერა;
როგორ აიცილონ თავიდან
სასვენი ნიშნების მართლწერასთან დაკავშირებული შეცდომები;
|
|
28.03.18-მდე
8 სთ
|
|
7
|
მხატვრული გამომსახველობითი საშუალებები
|
პოეტური ლექსიკა:არქაიზმი,ბარბარიზმი,დიალექტიზმი;
ტროპი-ეპითეტი,მეტაფორა,შედარება,გაპიროვნება,ალეგორია,სიმბოლო,ჰიპერბოლა,ლიტოტესი,ალუზია;
პოეტური სინტაქსი-რიტორიკული
მიმართვა,რიტორიკული შეძახილი,რიტორიკული შეკითხვა,ინვერსია,გამეორება,გრადაცია,პარალელიზმი;
|
. გაიხსენონ
. შეამოწმონ
. ისწავლონ
სიტყვის გარდასახვის,ტროპული
მეტყველების სახეები;მხატვრული ენისა და ჩვეულებრივი ენის განსხვავება,მნიშვნელობა;
როგორ აიცილონ თავიდან მხატვრულ-გამომსახველობითი
საშუალებების მართლწერასთან დაკავშირებული შეცდომები;
|
|
აპრილი
4.04-25.04.18
6სთ
|
|
8.
|
რედაქტირება
|
ტექსტების მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული,სინტაქსური,პუნქტუაციური,სტილსტური
გამართულობა;
|
გაიხსენონ
. შეამოწმონ
. ისწავლონ
. დაწერონ
პრაქტიკული მუშაობა
|
|
მაისი
4.05-15.05.18
4სთ
|
მითითებები და შესასრულებელი სავარჯიშოები:
I. გადახაზეთ არასწორი
ფორმები:
მეეზოე, სანახავობა, პარასკეობით, ბავშობა, მორცხობა,
სიახლოე, გამბედავობა, აქტიური, საეჭვო, ხანგრძლიობა, პარასკევობით, სიმარტივე,
სამრეცხავო, მოხეური, მოურაობა, სანაძლევო, თაური, პასივობა, მრავალრიცხვოვანი,
ინტენსივობა, სამარხო, ბავშური, სანახავობა, თაოსანი, უპერსპექტიობა, სივიწროე,
სადავო, მკლაური, ძარღოვანი, დათვური, უსიტყვო, ბუნებრივობა, ბრიყობა,
სააღრიცხვო.
II.
გახაზეთ სწორი ფორმები:
ზამთარში
დღის ხანგრძლივობა/ხანგრძლიობა იკლებს.
ბავშვობა/ბავშობა საუკეთესო დროა ადამიანის ცხოვრებაში.
პარასკეობით/პარასკევობით უნივერსიტეტში საინტერესო მოხსენებებს კითხულობენ
გამოჩენილი მეცნიერები.
ლალიმუსიტყვოდ/უსიტყოდგააკეთა
ის, რაც დაავალეს.
მორცხობა/მორცხვობა ხელს უშლის ადამიანს თავის გამოვლენაში.
გიორგი
მთელ სოფელში გამოირჩეოდა თავისი გულუხვობით/გულუხობით.
ყოველწლიურად
თბილისობის დღესასწაულზე რიყეზე საინტერესო სანახაობა/სანახავობა იმართება
ხოლმე.
ნებისმიერი დარგის პროფესიონალისათვის უინიციატივობა/უინიციატიობა მნიშვნელოვანი
ნაკლია.
წელს საპატივო/საპატიო თბილისელის
წოდება რამაზ ჩხიკვაძეს მიენიჭა.
III. გაასწორეთ შეცდომები:
1. პარლამენტმა სადაო საკითხების განხილვა ხვალისთვის
გადადო.
2. ჩვენი ორგანიზაცია კომპიუტერულ სააღრიცხო სისტემას
იყენებს.
3. ბანკის სათაო ოფისი ახალ შენობაში გადავიდა.
4. უდაო ჭეშმარიტება თითქმის არ არსებობს.
5. რაიონის მაღალმთიან სოფელში საბავშო ბაღი გაიხსნა.
6. რესტორანში მრავალფეროვანი სამარხო კერძები
შემოგვთავაზეს.
7. ბავშობაში ბევრს კითხულობდა.
8. სადაზღვეო კომპანიამ თავისი ოფისი მარნეულშიც გახსნა.
9. მათ უდაოდ კარგად იმუშავეს.
10. პარტიას მრავალრიცხვოვანი მხარდამჭერები ჰყავს.
11. საზაო ხელშეკრულება გუშინ გააფორმეს.
12. გულუხობა დადებითი თვისებაა.
IV. გახაზეთ სწორი ფორმები:
სამზითვო - სამზითო
სადავო
- სადაო
მოხევური
- მოხეური
ერისთაობა
- ერისთავობა
უსიტყვო
- უსიტყო
სანათესაო
- სანათესავო
ბავშვური
- ბავშური
სამრეცხაო
- სამრეცხავო
ფშაური
- ფშავური
მრავალრიცხოვანი
- მრავალრიცხვოვანი
მორცხობა
- მორცხვობა
ხანგრძლივობა
- ხანგრძლიობა
თავური
- თაური
* * დაიწერეთ სწორი ფორმით:
სახლ მუზეუმი
წევრ კორესპონდენტი
მუზეუმ ნაკრძალი
პოეტ აკადემიკოსი
ტელეფონ ავტომატი
ექიმ კონსულტანტი
პრემიერ მინისტრი
ვაგრესტორანი
* * *
სავარჯიშოები:
I. ორცნებიანი რთული სიტყვებისაგან აწარმოეთ ერთცნებიანი
კომპოზიტები (სხვადასხვა აფიქსების მეშვეობით):
დედა-შვილი - დედაშვილობა
სახლ-კარი
თავად-აზნაური
ცოლ-შვილი
წვერ-ულვაში
დედ-მამა
მშვილდ-ისარი
ძალ-ღონე
ოქრო-ვერცხლი
მთა-ბარი
მთა-გორა
ხელ-ფეხი
სახლ-კარი
თავად-აზნაური
ცოლ-შვილი
წვერ-ულვაში
დედ-მამა
მშვილდ-ისარი
ძალ-ღონე
ოქრო-ვერცხლი
მთა-ბარი
მთა-გორა
ხელ-ფეხი
II. შეადგინეთ კომპოზიტები და
დაწერეთ სწორად:
დედა-, ნელ-, ქუჩა, ჩამი-, ბედ-, მესხეთ-, მოგლეჯილი,
შვილი, იღბალი, წეს-, აღმა-, ჩუმი, ჯავახეთი, ქუჩა-, ჩვეულება, თავქუდ-,
ლუკმა-, დაღმა, ნელა, პური.
III. იპოვეთ და გაასწორეთ
შეცდომები:
1. ანტი დემოკრატიული კანონმდებლობა სასწრაფოდ
უნდა შეიცვალოს.
2. სოციალურპოლიტიკური ვითარება გამოსწორდა.
3. ხვალ ვიცეპრეზიდენტსვხვდებით.
4. ექიმმა ახედდახედა პაციენტს.
5. სახლმუზეუმი ზაფხულში შეაკეთეს.
6. ვიცე ადმირალის წინადადება ერთხმად მიიღეს.
7. ანტი ნიკოტინურ კამპანიას ბევრი მომხრე გამოუჩნდა.
8. სამ წლიანი პროექტი სამინისტრომ დაამტკიცა.
9. ისინი თანა-მზრახველებთანAერთად მოქმედებდნენ.
10. პირველ-კურსელები დილის ცვლაში სწავლობენ.
11. ანტი-დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ და-
ვამტკიცებთ.
12. ფშავ ხევსურეთში მძიმე კლიმატური პირობებია.
13. პაპა-ჩემი ცნობილი სპორტსმენია.
14. ის შუბლ-შეკრული დადიოდა.
15. 2 უცნობიანი განტოლების ამოხსნა გამიჭირდა.
16. პრემიერ მინისტრის ვიზიტი ხვალ დაიწყება.
17. ის უბან უბან ეძებდა საფოსტო განყოფილებას.
18. ქალაქში პირველი მაღალ-სართულიანი შენობა XX
საუკუნეში ააშენეს.
19. ის წინ და წინ გეგმავს ყველაფერს.
20. მწერალმა პირველ დაწყებითი განათლება სოფელში
მიიღო.
21. ცოლ ქმარი აგარაკზე გაემგზავრა.
22. ჩემი თანა-მშრომელი მივლინებაში გაემგზავრა.
23. მათ უფროსუმცროსობასაც აღარ მიაქციეს
ყურადღება.
24. სამ სამი ლარი დააკლდათ.
25.ახალახალ ტანსაცმელს იცვამს.
IV. გადახაზეთ არასწორად
დაწერილი კომპოზიტები:
ზედ ნაშენი, რადიო-გადაცემა, კინო-ფილმი, ლუკმა-პური,
კუჭ-მაჭი, ნათლია შენი, წვრილ-ფეხა, ბევრისმნახველი, ძმის შვილი, ხევხევ,
თანატოლი, ახლო-მახლო, ცოტ-ცოტა, ბალახ-ბულახი, X-უცნობიანი,ქოხმახი, ბუტბუტი,
თავ-თავი, გიჟ-მაჟი, ახალ ჩამოსული, სხვა და სხვა, თან და თან, პირდა-პირ,
წინდაწინ, ბედისწერა, ბალიშშითავჩარგული, ზე-კაცი, მრავალ-ჭირნახული, ერთ-ერთი,
აწონდაწონა, შიშ-ველტიტველი, ბედიღბალი, ცხელცხელი, თანა-მებრძოლი, შინა
მოსამსახურე, წევრკორესპონდენტი, ბედ-იღბალი, ვიცეპოლკოვნიკი, თანა-კლასელი,
ტელეფონ-ავტომატი, ვაგონ რესტორანი, უბან-უბან, სახლმუზეუმი, მუზეუმ-ნაკრძალი,
წამწამი.
V. -ობა, -იან, -ურ, სა---ე, სა---ო, უ---ო... აფიქსების
დართვით შესაძლო შემთხვევაში აწარმოეთ ერთცნებიანი კომპოზიტები:
ნიმუში: კვლევა-ძიება - საკვლევაძიებო
დედა-შვილი
ცოლ-ქმარი
და-ძმა -
ბატონ-ყმა -
ცოლ-შვილი
წვერ-ულვაში
მხარ-ბეჭი
დანა-ჩანგალი
სახლ-კარი
დედ-მამა
სინდის-ნამუსი
VI. გახაზეთ სწორი ფორმები:
ჭკუამახვილი, წყალ-სადენი, ლუკმა პური,
ხელისგული, ავ-დარი, ახალგაცნობილი, ელექტრო სადგური, ფოსტა ტელეგრაფი,
რადიო გადამცემი, ზედა პირი,
ახალგაცნობილი, ახალი გამოსული, გულის ნადები, კინოფილმი, ახალ-გამოსული,
ზემოთაღნიშნული, თეთრ ხალათიანი, ქვედა-ფენა, ელექტრო-სადგური, დიდ-პატარა, ლუკმა-პური,
მშვილდისარი, ახალ გამოსული, კინოფირი, ფოსტა-ტელეგრაფი, ხელის გული, ალალმართალი,
რადიოგადაცემა, ზედა-პირი, ელექტრო-სადგური, რადიო გადაცემა, თეთრხალათიანი,
კინო-ფილმი, ქვედა ფენა, კინო-ფირი, გულის-ნადები, წევრკორესპოდენტი,
ქვედაფენა, წყალსადენი, რადიო მიმღები, ხელის-გული, ჭკუა-მახვილი, რადიო-გადაცემა,
საჭმელ-სასმელი, ლუკმაპური, ტოლ-ამხანაგი, ფოსტა-ტელეგრაფი, საჭმელსასმელი,
რადიო-მიმღები.
VII. დააბოლოეთ ზმნები:
ცოლ-ქმარი მიდი . . .
დედა-შვილი საუბრობ…. . .
და-ძმა ბევრს მოგზაურობ . . . .
მთა-ბარი გალამაზდ . . .
დიდ-პატარა მღეროდ . . . .
მამა-შვილი
იცინ . . . . .
სავარჯიშოები:
I. გაასწორეთ შეცდომები:
1. ჩვენ დიდხანს ოცნებობდით ამაზე.
2. მე ვარაუდობდი, რომ სხდომა მალე დაიწყებოდა. 3. შენ მე რწმენას მატებ. 4. ეკა, შენ ოფისი გზავნის სტაჟირებაზე? 5. ამის გახსენება ჩვენ სიამოვნებას გვრის. 6. მან უფროსს გათავისუფლება თხოვა. 7. მე ფული მართებს. 8. მას არ წამს ასეთი მეგობრობის. 9. ის სტირის თავისი პრობლემების გამო. 10. მე ოჯახის სარჩენად ვაჭრობ. 11. მას ძულს უპასუხისმგებლო ადამიანები. 12. ეკას ლამაზი შვილი ყავს. 13. მე უამბე დეკანს ეს ამბავი. 14. მას გვიანობამდე ძინავს ხოლმე. 15. შენ ხომ მეც მკურნალობ? 16. მე ორჭოფობდი, მეყიდა თუ არა ახალი კომპიუტერი. 17. რედაქტორი შეპირდა ჟურნალისტებს, რომ შვებულებაში გაუშვებდა. 18. ტრენინგზე მე ყოველდღიურად ვითარდებოდი. 19. დღეს ჩვენ ერთად ვახშმობთ. 20. პოლიციელმა ხელი ტაცა დამნაშავეს. 21. მე გაოცდი ახალი ფილმის ნახვისას. 22. ლექტორმა სტუდენტს დავალება გამოკითხა. 23. ეს კარგად სჩანს ექსპერტის დასკვნიდან. 24. ჩემი ძმა თამაშის დროს ეზოში მალავდა მე. 25. როგორ გონია შენ, მოვასწრებთ სამუშაოს დასრულებას? II. გაასწორეთ შეცდომები:
1. მთელი კვირა უცხოელების მიერ ჩატარებულ ტრენინგს ვესწრებოდი, რამაც ბევრი ვერაფერი შემატა.
2. შენ როგორ გონია, ამ საქმეს მალე დავამთავრებთ? 3. ეს ყველაფერი მართალი ნუ გონია, მე მგონი, რაღაცას გვიმალავს. 4. დიდი ხანია არ დაგვიანებია, არც ახლა მინდა დაგვიანება. 5. თუ ცუდად მოიქცევით, უკან სახლში გაგზავნითო, ასე დაგვემუქრა ბებია. 6. ისეთი ყაჩაღები, ჩანთას რომ ხელიდან გამოგლეჯენ, ციხეში უნდა იყვნენ, ქუჩაში კი არ უნდა სეირნობდნენ. 7. - დამალე, დამალე! - უცებ შემომესმა ვიღაცის კივილი. 8. გაზაფხულზე, გადაუღებელი წვიმების დროს ეს პატარა მდინარე ისე დიდება, რომ შეიძლება მთელი სოფელი წალეკოს. 9. ჩემს ღია ფერის ქურთუკს ყოველ წელს ქიმწმენდაში ვწმენდი, ახლა მუქი ფერის უნდა ვიყიდო. 10. სახლიდან გასვლის წინ მტვერს გადაწმენდა, ყველაფერს მიალაგებდა და კარს მიიხურავდა. 11. აგრესიული პასუხის შემთხვევაში გაგა ხმას გაკმენდა ხოლმე. 12. ზაფხულობით ეს მთის ფერდობი საოცრად აფერადება ხოლმე. 13. მამამისს რომ დაინახავს, მაშინ გულადება ხოლმე, სხვა დროს ხმის ამოღებას ვერ ბედავს. 14. ეს რა დამართნია, უთო ჩართული დამრჩენია და კინაღამ ხანძარი გაჩენილა. 15. სიკვდილის წინ ბაბუაჩემი გვეუბნებოდა, ჩვენი ტყის პირას დამარხეთო, ისე უყვარდა ეს ადგილები. III. გაასწორეთ შეცდომები:
1. მობილურმა ტელეფონებმა ძალიან გაადვილა კომუნიკაცია.
2. მამაშენს ააქვს კომპიუტერი? 3. თბილისი დაარსა ვახტანგ გოგრგასალმა. 4. დიდმა სტრესმა და ნერვიულობამ მარიამის დედა საბოლოოდ დაავადა. 5. კარგი მოთხრობების წიგნი გააქვს სახლში? 6. რომელი მობილური ტელეფონი ააქვს მამაშენს? 7. არაერთ ქართველ მეფეს უნდოდა გაერთიანებინა ქვეყანა. 8. ქიმიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გადაწყვიტა ორი კლასი შეერთებინა. 9. თუ შრომას გაათმაგებ, ბევრს მიაღწევ. 10. შენს მეზობელს ააქვს ელექტროგამათბობელი? 11. ამ ბავშვს წარმოდგენაც არა ააქვს მათემატიკაზე. 12. ვისაც მობილური ტელეფონი არ ააქვს, მასთან დაკავშირება გამიჭირდება. : სავარჯიშოები: I. გახაზეთ სწორი ფორმები: 1. პრეზიდენტმა განკარგულება გასცა. მებრძოლმა საიდუმლო არ გაცა. 2. დედამ შვილს პირი მოსწმინდა. დედამ იატაკი მოწმინდა. 3. კინოთეატრში ახალი ფილმი გადიოდა. სისხლი თქრიალით გადიოდა. 4. ნიკა ვანოს ფეხით შედგა. ლალიმ ქვაბი გაზქურაზე შედგა. 5. დღეს ძალიან ცხელა. ნოდარს ძალიან ცხელა. 6. თამუნა ხშირად წერს წერილებს შეყვარებულს. თამუნა ნოველებს წერს. 7. ტყეში ხეებს სჭრიან. გაზაფხულზე ხეებს ტოტებს სჭრიან. 8. ფანტელები ცვივა. ხეს ფოთლები ცვივა. 9. უხერხულობისაგან ალმური ასდიოდა. ცხელი ჰაერი მაღლა ადიოდა. II. გაასწორეთ შეცდომები; გახაზეთ სწორი ფორმები:
1. დედა ჰზრუნავს თავის შვილებზე.
2. ნუნუ კოჭლობს. 3. ზურას სწყურია. 4. თეკლას დილიდან ცხელა. 5. ომარს კბილი ტკივა. 6. ბებია წინდას ქსოვს. 7. ეკას ყველაფერი სწყინს. 8. მან მარინას კარგი რჩევა მისცა. 9. ლიანა მამიდას ჰგავს. 10. კატო ძალიან ხმაურობს. 11. ნატა რატომ სდუმს? 12. მტერი ყველას სძულს. 13. ბავშვს ცრემლების სდის. 14. გარეთ ძალიან ცივა. 15. ნინო ცუდად არის და ჰბარბაცებს. 16. ეკა ყვავილებს ჰკრეფს. 17. ის საბურავებს სცვლის. 18. პაპა ყურძენს წურავს. 19. თორნიკეს რა სჭირს? 20. მას ყველა თავისი მეგობარი ჰგონია. |
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
Index =>
დააკავშირეთ ერთმანეთთან სინონიმები და ანტონიმები
წყევლა
გონიერი
საზეიმო
ბედნიერება
ნაწყენი
მიცვალებული
გულიანი
სიკეთე
წინაპარი
შესრულება
ავადმყოფობა
მკვდარი
უბედურება
უგულო
უგუნური
სენი
გულმატკენი
დალოცვა
ბოროტება
შთამომავალი
სადღესასწაულო
შეუსრულებლობა
1.
ტექსტის რედაქტირება N 1
ჯერ კიდევ ჩვენ ერამდე
დაიწყეს ადამიანებმა კოსმეტიკის გამოყენება,რასაც მოწმობს აკლდამებში ნაპოვნი მალამოების
ჭურჭელი.დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია პირველი პლასტიკურიოპერაციების გაკეთება მოხდა
ძველ რომში.პოპულარული იყო ცხვირისა და ყურის ფორმის შეცვლა.რაც შეეხება კოსმეტიკას
ჯერ კიდევ პლატონი წერდა ,,ქალი კოსმეტიკის გარეშე ეს იგივეა, რაც კერძი უმარილოდ;;.ეს
მტკიცებულება დღემდის ძალაშია. ჩვ.წ.აღ.II-ესაუკუნეში ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრამ
შექმნა თავისი საკუთარი კოსმეტიკური რეცეპტები,რომელსაც არქეოლოგებმა მისი პარფიუმერიის
ლაბორატორიაში მიაკვლიეს.
IX საუკუნეში საფრანგეთში
ქალაქ მარსელში ფრანგებმა პირველად აამზადეს საპონი,რომელიც საოცრადუსწრაფესად გავრცელდა
მთელს მსოფლიოში,XI საუკუნეში ავიცენა პაციენტებს ურჩევდა,მშრალ კანზე წაესვათ სხვადასხვა
მცენარეებისგან დამზადებული ზეთი.XVII საუკუნეში ევროპაში მოდაში შემოვიდა პუდრი.
ტექსტის რედაქტირება N 2
ყველა ქვეყანას აქვს
თავიანთი ტრადიციული ეროვნული სამოსი,იაპონიაც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში.კიმონო
არის იაპონური ეროვნული სამოსი ხალათის სტილში რომელიც იკვრება სპეციალური ქამარით.მას
იცმევენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები.ტრადიციულ სამოს თან ახლავს ოცი აქსესუარი
რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს.კიმონოს ჩაცმას დაახლოვებით სამი ადამიანი უნდება.
იაპონელი ქალები ამბობენ:არ
ვუარყოფ,რომ კიმონო ყოველდრიურ ცხოვრებასი ძალიან მოუხერხებელია და არა კომფორტულია,ამირომ
იაპონელი ქალებიდღეს დღეობითკიმონოს იცვამენ გამარტივებული მეთოდებით,არ იკეთებენ ყველა
ელემენტსა და აქსესუარს.
საწრეო მუშაობის ამსახველი
მასალა იხ. სოციალურ ქსელში:
Dmanisis mesame sajaro skola; ან qetidmaneli@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий