სასკოლო ოლიმპიადა
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი: XII კლასი
პედაგოგი:
ქეთევან გიორგაძე
რეფლექსია
სასკოლო ოლიმპიადისთვის (როგორც
,,ინტელექტულური შეჯიბრი’’) მზადება მოსწავლეებთან ერთად დავიწყე დიდი ენთუზიაზმით,შემართებით და ჩართულობით. შევადგინე პროგრამა,რომელშიც განვსაზღვრე მიზნები, სტანდარტები და მიმართულებები,საქმიანობის ტიპები
და ფორმები,შედეგების მიღწევის გზები,შევარჩიე რესურსები და აქტივობები.
მოსწავლეებს მუდმივად ვამყოფებდი მზაობაში,რათა
შესაბამისად წარმოეჩინათ შეძენილი ცოდნა
იმ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით,რასაც
მოითხოვდა საკონკურსო დებულება. მოსწავლეებში ვნერგავდი თვითდაჯერებულობის,სითამამისა და მიზანდასახულობის უნარ-ჩვევების განვითარებას,ვითვალისწინებდი ესგ-ს სტანდარტებსა და მიმართულებებს (კითხვა,წერა); ვიყენებდი საქმიანობის ისეთ
ტიპებს,როგორიცაა: ანალიზი-(ლოგიკური,ლინგვისტური,კონცეპტუალური), კვლევა-
(ძიება,ამოცნობა,გარჩევა,გააზრება), მსჯელობა-(მსგავსი და განსხვავებული პოზიციები,კონფლიქტისა და გადაჭრის გზები,ლიტერატურულ-ისტორიული პერსონაჟების პიროვნული ღირებულებები,ლიტ.მიმდინარეობები და ა.შ.),
განხილვა-(თემების,იდეების,ინფორმაციის), ორგანიზება-(დროის
ლიმიტის დაცვა,ნამუშევრის ხარისხი,აკადემიურობა) და ა. შ.
სასკოლო ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში, მოტივაციის ასამაღლებლად,მოსწავლეებში ვიყენებდი შინაგან მოტივაციას:მოსწავლეები თავადვე პოულობდნენ ხარვეზებს ზეპირ
თუ წერით მეტყველებაში და ასწორებდნენ; პერიოდულად აკვირდებოდნენ თავიანთ ნამუშევრებს,მუშაობდნენ ტესტებზე(ღია/დახურული), აქცენტს აკეთებდნენ სუსტ მხარეებზე,გამოთქვამდნენ ვარაუდებს, მსჯელობდნენ და სახავდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს;
ჩემი მიზანი
იყო განსაკუთრებულად მოტივირებული,რადგანაც მოსწავლეებში ვხედავდი დიდ პოტენციალს,სურვილს და შესაძლებლობას,თუმცა
მიზანი ვერ გამართლდა,რამაც
დამაფიქრა იმაზე,თუ რა საჭიროებების გამოყენება იქნებოდა უფრო
მართებული და ეფექტური,რისი
შეცვლა მჭირდებოდა,რა ვერ გავითვალისწინე .
რადგანაც ყოველწლიურად იცვლება ოლიმპიადის სტრუქტურის ფორმატი ,ძნელია ზუსტად განსაზღვრო მიმართულებები მუშაობის პროცესისთვის,თანაც
მაშინ,როცა დროის
ლიმიტი საკმაოდ მცირეა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა,
მოსწავლეებმა მაინც შეძლეს
მოკლე დროში წინასაპროგრამო მასალის გამეორება,ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციების გაგება-გაანალიზება,მცირე
ესეების წერის სტრუქტურული თანამიმდევრობის დაცვა,ტექსტების რედაქტირების კონფიგურაცია,ლიტერატურული ნაწარმოებების თემატური ტესტირება და ა.შ.
მუშაობის პროცესში პროგრამის მოდიფიცირებაც დამჭირდა იმ მიზეზით,რომ ვითვალისწინებდი მოსწავლეთა საჭიროებებს (ტექსტების არასრულად ფლობა,დავალების ნაწილობრივ შესრულება,მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობის საკითხების ცოდნის
სიმწირე,მსჯელობის დასაბუთებულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბების სწორი
მიმართულება);
აქტივობებიდან,რომლებსაც ვიყენებდი გეგმის
შესაბამისად, წარმატებული და ეფექტური აღმოჩნდა რედაქტირება-ნამუშევრის ენობრივი გამართულობა, ძიებითი წერა,წაკითხული ტექსტის გააზრება,დახურული ტესტები,თუმცა ეფექტურად ვერ ჩავთვლი წაკითხული ტექსტის წერილობით რეფლექსიას,ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციების გააზრება-გამოყენებას,მოდელირებული სიტუაციების წერილობით განხილვას ალბათ
იმ მიზეზით,რომ
პროგრამით გათვალისწინებული მასალა
უაღრესად დიდ დროს
და ძალისხმევას მოითხოვდა,რაც მოსწავლეებისთვის დიდ
,,ფუფუნებას’’ წარმოადგენდა.
რას გავითვალისწინებ მომავალში? ვინადან, ამ მიმართულებით და მეთოდებით ჩემთვის უცხო არ არის
მუშაობა (წინა წლებში
მოსწავლეები გადადიოდნენ მეორე
ტურში) და მაქვს
საკმარისი გამოცდილება, თავი
იჩინა გარკვეულმა პრობლემებმა თავისი
სუსტი და ძლიერი
მხარეებით ,მომავალში გავითვალისწინებ ამ ხარვეზებს,შევიმუშავებ ახლებურ მეთოდებს საინტერეო და საჭიროებებზე მორგებული აქტივობებით,მოქნილი და სწორხაზოვანი რესურსით,ზუსტად
დავგეგმავ იმ სტრატეგიებს,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს მიზნის
მიღწევაში-ტურიდან ტურამდე შედეგების გაუმჯობესებასა და ზრდაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий