воскресенье, 17 июня 2018 г.


სოციალური პროექტი

სოციალური პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
           ქეთევან გიორგაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
            ქ.დმანისი
სკოლა
           ქ.დმანისის მე- 3  საჯარო
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება                            
                                                                        ,მიგრაცია სოფელ ახაში’’
პროექტის შინაარსი
21-ე საუკუნის უმთავრესი გამოწვევაა სასწავლო პროცესში  მოსწავლეების დაინტერესება და მათთვის  საშუალების მიცემა  სწორად შეაფასონ და განსაზღვრონ რეალურად არსებული პრობლემატიკა,იზრუნონ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. ჩემი პროექტის მიზანიც სწორედ ისაა,რომ მოსწავლეები დავაინტერესო და ამ მიმართულებით შევთავაზო მიგრაციის თემატიკა,გავაცნობიერებინო,თუ რამდენად აქტუალურია დღეს ამ პრობლემატიკაზე დაფიქრება და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო;პირველ რიგში,დავადგენ მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ სტანდარტებსა და სტრატეგიებს,რისთვისაც გამოვიყენებ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს,რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად პრობლემას იყენებს. ამით გავარკვევ,რისი გაგება სურთ მოსწავლეებს მიგრაციის შესახებ.ეს ყოველივე ძიებისკენ უბიძგებს მათ და დააკავშირებს როგორც საგნობრივ სტანდარტებთან,ასევე მაღალი სააზროვნო დონის ცხოვრებისეულ მიზნებთან.ფაქტობრივად,მათ უწევთ ცხოვრებისეული,რეალური როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებას.ამით პროექტში ჩართული მოსწავლეები სხვებსაც ჩაუნერგავენ ამ საკითხისადმი ინტერესს,  გამოთქვამენ მზაობას როგორც მოქალაქეები,რათა გააცნობიერონ აქტუალობა და გარკვეული შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარონ სოციუმებს.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დასახავენ მოკლევადიან და გრძელვადიან ამოცანებს:თავად მოიძიებენ და დაადგენენ პრობლემის მიზეზს ,გამოიკვლევენ,დაახარისხებენ,განაწილდებიან ჯგუფებად და იმუშავებენ სამი მიმართულებით.თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება:ერთი ჯგუფი შეისწავლის სოფელ ახის ისტორიულ ყოფას უწინ ,მეორე ჯგუფი დაადგენს მოსახლეობის მიგრაციის მიზეზებს ახლა,ხოლო მესამე-იმუშავებს მიგრაციის შემაკავებელი  პრევენციების თეორიულ საკითხებზე;.


საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
XII კლასში  12 მოსწავლე/ 3  ჯგუფად
პროექტის განხორციელების დრო
       3 თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ.XII.11. მოსწავლე წერს გამოკვლევას წინასწარ შერჩეულ თემაზე;
  • წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას(ინფორმაციული ხასიათის,კრიტიკული,სამეცნიერო,საკითხის კვლევის ისტორია..);




პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         პროექტი ხელს შეუწყობს ყველა უნარის განვითარებას (კითხვა,წერა,ზეპირმეტყველება,თხრობა);
·         პროექტი ხელს შეუწყობს თვითრწმენის გამომუშავებას(წარდგენა,საჯარო გამოსვლა,გამბედაობა);
·         პროექტი ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და აუდიტორიასთან ურთიერთობას;
·         პროექტი ხელს შეუწყობს სასწავლო გეგმის სტანდარტების გათვალისწინებით სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნის ინტეგრაციას( მაგ: ფოლკლორი,ისტორია,კულტურა,ხელოვნება);
·         პროექტი ხელს შეუწყობს კომპიუტერული უნარების განვითარებას მაიქროსპტის საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით;
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეები შეძლებენ შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია;
·         მოსწავლეები შეძლებენ საკომუნიკაციო უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ აუდიტორიის ფლობას და მასთან ურთიერთობის უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ კომპეტენციის უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ ტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენებას;
·         მოსწავლეები შეძლებენ დროის მონიტორინგისა და მიზნობრივად გამოყენების უნარების განვითარებას;
·         მოსწავლეები ითანამშრომლებენ ჯგუფებში მოსწავლეებთან და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას;
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რას ნიშნვს მიგრაცია?
რატომ არის  მიგრაციის პრობლემა აქტუალური?
თემატური კითხვები
როგორ მოქმედებს გარემო და სოციალური პირობები მოსახლეობაზე?
რას ფიქრობს მოსახლეობა?
რამ გამოიწვია მოსახლეობის მიგრაცია?
როგორ შეიძლება  მიგრაციის შეჩერება?
შინაარსობრივი კითხვები
რამდენად შედეგიანი და მომგებიანია ჯგუფებში გადანაწილებული სამუშაო საბოლოო შედეგისთვის?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მინილექცია: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მნიშვნელობას, გამოვუმუშავებ კვლევის უნარის განვითარებას მიგრაციის პრობლემისადმი; შემოქმედებითი, ურთიერთთანამშრომლობითი უნარების განვთარებას;
კითხვარი-წინარე ცოდნისა  და ინტერესის დასადგენად;
მონიტორინგი-თემში;
ანალიტიკური,ჰოლისტური,ზოგადი და კონკრეტული შეფასების კრიტერიუმების გამოყენებით მოსწავლეების სისტემატური შეფასება-მონიტორინგი;


პროექტის მსვლელობისას
მოსწავლეები ინაწილებენ დავალებებს ჯგუფებში;თითოეული ჯგუფი პასუხისმგებელია შესასრულებელ დავალებაზე,დავალების გრაფიკულ მიმდინარეობაზე,შედეგსა და შეფასებაზე;ურთიერთშეფასებით
ხელს უწყობენ თანამშრომლობითი უნარების განვითარებას;
თითოეული ჯგუფი ასრულებს განაწილებით მიღებულ დავალებას- ინფორმაციის მოძიება, ,დახარისხება,თანამშრომლობა,
ინტერვიუს აღება,რაოდენობრივი კვლევის წარმოება;  
პროექტის დასრულების შემდეგ
მოსწავლეებისთვის კითხვარი პროექტით მიღებული ცოდნისა და შედეგის,წარმოჩენილი პრობლემების დასადგენად;

მშობლებისთვის კითხვარი პროექტში ჩართულობის მიმდინარეობის საჭიროებისა და ხარვეზების დასადგენად
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის სწორად დაგეგმვისა და მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად,პროექტის დაწყებამდე,მოსწავლეებს კითხვარს შევავსებინებ იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ხედვები აქვთ მიგრაციასთან დაკავშირებით; შევთავაზებ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები,როგორ წარმოუდგენიათ პროექტის განხორციელება;კითხვარი აუცილებლად  წარმოაჩენს მოსწავლეთა დამოკიდებულებას მიგრაციის თემატიკასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ძიებას ,მუშაობას  მისი თეორიული შეჩერების პრევენციებზე ,რაც დამეხმარება დავადგინო მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში შესასრულებელი და  განსახორციელებელი დავალებების განსაზღვრაში ;შემდეგ შევთავაზებ პირველ ეტაპზე თავად შექმნან სხვა მოსწავლეებზე,მშობლებზე,მასწავლებლებსა და უკვე შერჩეული თემის მოსახლეობაზე მორგებული კითხვარი(ან ანკეტირება);თავდაპირველად, გამოკითხვას ერთი ჯგუფი განახორციელებს (მოსწავლეები,მშობლები,მასწავლებლები) და კვლევას გამოკითხულთა მიხედვით დააფიქსირებს;მეორე ეტაპზე,უკვე ოპერატორები ჩაერთვებიან, გამოიყენებენ  ვიდეოაპარატურას,გავლენ სოფელში,შეხვდებიან  მოსახლეობას,გაესაუბრებიან და ჩაწერენ; მესამე ეტაპზე-ყველა ერთად გააკეთებს კვლევის ანალიზს და პრობლემის გადაჭრის პრევენციებს  თეორიული კუთხით ; პროექტის ბოლოს მშობლები და მონაწილე დამხმარე მასწავლებლები გააკეთებენ უკუკავშირს;პროექტის მსვლელობას მუდმივად გავუწევ მონიტორინგს ,საჭიროების შემთხვევაში ვიქნები ფასილიტატორიც;
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
 მოსწავლეები მიიჩნევენ,რომ გამართლებულია დღეს მიგრაციის თემის წამოწევა,განსაკუთრებით კი მთის დასახლებაში,რადგანაც ,ფაქტობრივად,სოფლები დაიცალა და ნასახლარებმა იმატა. ისინი ფლობენ ზოგად ინფორმაციას აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით;სამიზნე ჯგუფებად მე-10 და
 მე-11 კლასის მოსწავლეებს მოიაზრებენ,თანამშრომლობაზე უთანხმდებიან მასწავლებლებლებს და მოსახლეობას, ტექნიკურ და საკანცელარიო აღჭურვილობაზე  უკვე აქვთ გარკვეული მონახაზი;
სასწავლო პროცედურები
მას შემდეგ,რაც მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის იდეას,მნიშვნელობას, შინაარსსა და ფორმას,შევთავაზებ ამ პროექტისთვის თავადაც მოიფიქრონ მიდგომები; ერთობლივად ჩამოვაყალიბებთ პროექტის საბოლოო სახეს,განვსაზღვრავთ მის სპეციფიკას პროექტის ,,მიგრაცია სოფ,ახაში’’ ’სახელწოდებით;  დავადგენთ პროექტში მონაწილეთა რაოდენობას,დროის მენეჯმენტს,ვადას;შემდეგ შეავსებენ კითხვარს (მოსწ. და მშობლები/მასწავლებლები);დავყოფთ მოსწავლეებს ჯგუფებად და გავუნაწილებთ დავალებას,დავადგენთ მონაწილე მასწავლებელთა უშუალო ჩართვას,ჩანიშვნების დღიურის წარმოების აუცილებლობას და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას;
I-ჯგუფი  -ჩაატარებს მოსწავლეთა,მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვას საკუთარი ანკეტური კითხვებით;II- ჯგუფი-მოიძიებს საჭირო წინარე ისტორიულ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემების,სოციალური პირობებისა და საქმიანობის შესახებ;მოიძიებს საკანცელარიო და ტექნიკურ რესურსს;III- წყვილი-დაგეგმავს პედაგოგებთან,მოსახლეობასთან  შეხვედრას და მიაღწევს   თანამშრომლობის მემორანდუმს;
სამი თვის განმავლობაში ჯგუფები გამოიკითხავენ,ჩაიწერენ მოსახლეობას (ვიდეო,ფოტაპარატურის გამოყენებით), დააკვირდებიან შედეგს,ჩაინიშნავენ გამოკითხულთა მიერ დასახელებულ მიზეზებს,მათი მხრიდან გაჟღერებულ შესაძლო პრევენციებს მიგრაციის თავიდან აცილების შესახებ ან ,პირიქით, მიგრაციის დაჩქარების რისკებს ,დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს,  მოსახლეობასთან თანადგომას; მე,როგორც პროექტის ხელმძღვანელი,დავაკვირდები ჯგუფებს და შევაფასებ (ჩანიშვნის დღიურში)  შეფასების რუბრიკით.პროექტის ბოლოს მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას პროექტში ჩართულ მოსწავლეებში-რამდენად კმაყოფილები არიან პროექტის შედეგით;პროექტში მონაწილე ჯგუფებიც შეავსებენ კითხვარს პროექტის წარმატებით თუ წარუმატებლობით განხორციელების დასადგენად(იხ.კითხვარების ნიმუშები);

v  კითხვარი  მონაწილეთათვის პროექტის დასაწყისში:
·         რამდენად მისაღწევია პროექტის განხორციელება?
...........................................................................................................................................................
·         რატომ დაინტერესდით და ჩაერთეთ პროექტში?
.............................................................................................................................................................
v  კითხვარი მოსწავლეთა საერთო შეფასებისთვის:
·         რამდენად აქტუალურია თქვენთვის ეს თემა ?
·         რა ხელშემწყობი პირობები უძღვის მიგრაციას?
·         როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა?

v  კითხვარი პროექტში მონაწილე მოსწავლეებისთვის:
·         რამდენად გასაგები და მისაღები იყო თქვენთვის ეს პროექტი?
·         რამდენად გამჭვირვალე და ობიექტური იყო პროექტის მსვლელობა?
·         რამდენად საჭირო,გამოსადეგი და საინტერესო იყო პროექტში მონაწილეობა?
·         რას მოელოდით და გაამართლა თუ არა თქვენი იმედები ამ პროექტმა?
·         გსურთ,რომ კიდევ განხორციელდეს მსგავსი პროექტი?
·         თქვენი აზრით,რა ხარვეზი ჰქონდა ამ პროექტს?
·         რა მიიღეთ ამ პროექტისგან?
v  კითხვარი პროექტის მონაწილე მოსწავლეების  მშობელთა და მასწავლებლებისათვის:
·         მისღები იყო თუ არა ეს პროექტი თქვენთვის?
·         რა მოლოდინი გქონდათ ამ პროექტისგან?
·         შეიცვალა თუ არა თქვენს შვილში/მოსწავლეში საზოგადოებრივი ცნობიერებისადმი სწორი მიდგომა?
·         დათანხმდებით თუ არა თქვენს შვილს შემდგოშიც ჩაერთოს მსგავს პროექტში?

გამოკითხვა-კვლევა:

§  1970-80-იან წლებში  მოსახლეობის   70%    იყო დაფიქსირებული;
§  1990-იან წლებიდან იწყება მოსახლეობის  გასვლა (დმანისში,თბილისში ან საზღვარგარეთ);
§  2002 -წლიდან  მასიური გასვლა-(ოჯახები,ახალგაზრდები);
§  2018-წლისთვის მხოლოდ 8 ოჯახი (მოხუცებულები და საშუალო ასაკს გადაცილებულები) ;


 

§  მოსახლეობის 75% -გასულია;
§  მოსახლეობის  15% -დროებით,სეზონურად  მაცხოვრებელია;
§  მოსახლეობის 5%-მუდმივად მაცხოვრებლები;

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ მყავს,თუმცა არსებობის შემთხვევაში მათთანაც განვახორციელებდი  მთელ რიგ აქტივობებს ჩართულობისა და მოტივაციის თვალსაზრისით საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები


ინვენტარი/მასალები

ფაილები,ფურცლები,ფერადი ქაღალდები,სტიკერები,ფოტო და ვიდეოაპარატი ;
ინტერნეტრესურსები
https://ka.wikipedia.org/wiki
სხვა რესურსები
გამოკითხვა,  ვიზიტები, კვლევა-ექსპერიმენტები, სკოლის მოსწავლეები სხვა კლასიდან/სკოლიდან, მშობლები,მასწავლებლები და ა.შ.


Комментариев нет:

Отправить комментарий