საწრეო მუშაობის რეფლექსია
სგანი: ქართული
ენა
კლასი: XII
პედაგოგი: ქეთევან გიორგაძე
თავდაპირველად,განაცხადი წრის დაარსების შესახებ გავაკეთეთ
სხვა სახელწოდებით- ,,ღვთით ბოძებული მარგალიტები’’,თუმცა შემდეგ შევცვალეთ მოსწავლეთა
თხოვნის გათვალისწინებით და ვუწოდეთ საგნობრივი წრე ,, ჩვენ და მართლწერა’’,რომელიც
შეიქმნა სასწავლო წლის I სემესტრში და შედგება
მოსწავლისგან. წრე ტარდება კვირაში ერთხელ,ოთხშაბათს.
წრეში მუშაობის თემატიკა წინასწარ არის გაწერილი,რომელიც ემსახურება მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავებას ,,მართლწერის საკითხების’’დამუშავება-დახვეწაში,ამყოფებს მუდმივ ფორმაში
ნასწავლი და გაცნობიერებული მასალა გამოიყენონ როგორც წერით,ასევე ზეპირ მეტყველებაში.
რადგანაც ქართული ენის გრამატიკის საფუძვლების შესწავლას
არ აქვს დათმობილი კონკრეტული საათები და ერთგვარი ,,წყვეტით ‘’ ხდება მოსწავლეებისთვის
ცოდნის შეძენა, გადავწყვიტე,რომ მართლწერის საკითხების ხელახალი გახსენება-დამუშავება
მათი ცოდნის კონსტრუირებას დაედებოდა საფუძვლად თანაც მაშინ,როცა წინასაატესტატო გამოცდები
მოითხოვს მათგან საფუძვლიან ცოდნას ამ მიმართულებით. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა წრე,რომელიც
მოსწავლეებს დაეხმარება მართლწერის საკითხების დეტალურად შესწავლაში,გაცნობიერება-გააზრებასა
და ცოდნის მიზნობრივად გამოყენებაში.
თავდაპირველად ,ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა შემზადება,რათა
საკუთარი ძალებისადმი რწმენა ჩამენერგა და გამომემუშავებინა მათთვის პოზიტიური დამოკიდებულება
ქართული ენის გრამატიკის საფუძვლების,წესების და საერთოდ,ქართული სალიტერატურო ენის
ნორმების დაცვის მიმართ.ამ მიზნით,ხშირად გვქონდა დებატები,ატარებდნენ მინიკვლევებს,გამოკითხვებს,თავადვე
აკეთებდნენ აღმოჩენებს თანამედროვე სასაუბრო ენის ტერმინოლოგიასა თუ ლექსიკონში ,,ფესვგადგმული’’
არაგრამატიკული ფორმების გამოყენების შესახებ; გამოყოფდნენ და ახარისხებდნენ ნეგატიურ
თუ პოზიტიურ მიდგომებს,რაც სტიმულს აძლევდა შემდგომი მუშაობისთვის.
საწრეო მუშაობის პერიოდში ,მოტივაციის ასამაღლებლად,
მოსწავლეებში ვიყენებდი შინაგან მოტივაციას:მოსწავლეები თავადვე პოულობდნენ შეცდომებს
და ასწორებდნენ; პერიოდულად აკვირდებოდნენ
თავიანთ ნამუშევრებს,არსებულ შეცდომებს,გამოთქვამდნენ ვარაუდებს და მსჯელობის გზით
თავადვე მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
იყო თუ არა ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი წრეში მომუშავე
მოსწავლეებთან ურთიერთობა? ნამდვილად იყო,მით უმეტეს მაშინ,როცა ვხედავდი,რომ შედეგი
მათ პრაქტიკულ ნაშრომებსა და ზეპირმეტყველებაში აისახებოდა.ეს ყოველივე,განამტკიცებდა
ჩემში რწმენას და უფრო მეტი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ვამზადებდი სამუშაო მასალას
ყოველი მეცადინეობისთვის.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ ხდებოდა ხარვეზების
გარეშე.დიახ,იყო ხარვეზებიც: ზოგჯერ მოსწავლეთა
მოუმზადებლად მოსვლა,გაცდენები,არასწორი მიდგომით გაცნობიერება-გააზრება,რთულად
ან უპასუხისმგებლოდ მასალის ათვისება,თუმცა
ამ ყველაფერს სისტემატური ხასიათი არ ჰქონია.მიზნის მისაღწევად, მოსწავლეთა საჭიროებებიდან
გამომდინარე და გეგმის შესაბამისად,თეორიული მასალის მიწოდებასთან ერთად, მუდმივად
ვიყენებდი სხვადასხვა აქტივობას და მეთოდს: სემინარი,ლექცია-სხვადასხვა სქემებისა და
გრაფიკული საშუალებებით,დისკუსია,დებატები,წყვილებში და ინდივიდუალური მუშაობა,მასალის
დაკონსპექტება, მოდელირებული სიტუაციების განხილვა,წერითი დავალებები და ა.შ. ყველაზე წარმატებული იყო მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული
სავარჯიშოების (ღია/დახურული) შესრულება და ტექსტის გრამატიკული ანალიზი.რამდენადაც
რთული და თავსატეხი იყო დავალებები,იმდენად მეტი იყო ცნობისმოყვარეობა და ჩართულობა.
რესურსების უხვად გამოყენება უფრო ახალისებდა მოსწავლეებს,განსაკუთრებით კი კომპიუტერული
ტექნიკის გამოყენებით ელექტრონულ ტესტებზე მუშაობა.
ვერ განხორციელდა პასაჟების კომენტირება დროის სიმცირისა
და პერიოდის გამო. გეგმის მოდიფიცირებაც გახდა საჭირო იმ კონკრეტული მიზეზების გამო,რომ
ზოგიერთმა მოსწავლემ კარგად ვერ გააცნობიერა მიწოდებული მასალა და იძულებული გავხდი
ცვლილებები განმეხორციელებინა.
დადებითი იყო წრის მუშაობისას ის,რომ მოსწავლეებმა ცოდნა
გამოავლინეს,განუმტკიცდათ კვლევა-ძიებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი დამოკიდებულება, თვითგამოხატვის,პრეზენტაციის
და სხვა უნარ-ჩვევები. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოეჩინათ ცოდნა,რამაც იმოქმედა
მათ თვითრწმენასა და თვითდაჯერებულობაზე. გაუჩნდათ კმაყოფილების გრძნობა საკუთარი მიღწევებიდან
გამომდინარე.
რას გავითვალისწინებ
მომავალში? ვინაიდან, ამ მეთოდით მუშაობა ჩემთვის
პირველი აღმოჩნდა და შემძინა გარკვეული გამოცდილება,დამანახა სუსტი და ძლიერი მხარეები,
საჭიროებიდან გამომდინარე,გაგრძელების შემთხვევაში, შევიმუშავებ ახლებურ მეთოდებს ინოვაციური მიდგომებით,საინტერესო
აქტივობებს და გადავახალისებ რესურსს. ზუსტად
დავგეგმავ იმ სტრატეგიებს,რომლებიც დაეხმრება მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ სალიტერატურო
ენის ნორმების დაცვის უნარ-ჩვევები,აზრის ზუსტად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარები,ნარატივის
სტილისტურად გამართულობის უნარ-ჩვევები;
Комментариев нет:
Отправить комментарий