четверг, 11 января 2018 г.

სასწავლო-სასკოლო ოლიმპიადა




                    ქ. დმანისის  N 3   საჯარო სკოლა

                   სასწავლო-სასკოლო   ოლიმპიადა

                       (ზოგადი დებულება და პროგრამა)

                                                                                                                          













                                                                               დმანისი
                                                                               2017-2018 სასწ.წ






სასწავლო-სასკოლო ოლიმპიადის მონაწილეთა მზადების ხელმძღვანელი:   ქ.გიორგაძე  (უფრ.მასწ)
სამიზნე ჯგუფი:  XII კლასის მოსწავლეები
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა







                         ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული  სია

1.      აფრასიძე          გენადი
2.      გირგვლიანი     აჩიკო
3.      ვიბლიანი          გიორგი
4.      კვიციანი            ფრიდონი
5.      მუმლაძე            მეგი
6.      მურჯიკნელი    გიორგი

      






v  სასკოლო   ოლიმპიადა

სასკოლო ოლიმპიადა ინტელექტუალური შეჯიბრია,რომლის ძირითადი პრინციპები მოსწავლეებს ამყოფებს მუდმივ ფორმაში. ოლიმპიადის დაწყებამდე მოსწავლეები მოემზადებიან,იმეცადინებენ იმისთვის,რომ კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი,შეაფასებენ საკუთარ ცოდნას და რაც ყველაზე მთავარია, პროექტიდან პროექტამდე შეეცდებიან თავიანთი შედეგების გაუმჯობესებას,ტურიდან ტურში გადასვლას,დაწესებული ჯილდოს დამსახურებულად მოპოვებას.





v  სასკოლო ოლიმპიადის მიზნები:


·         ზოგადსაგანმანათლებლო რეფორმის ხელშეწყობა;
·         ესგ-ით გათვალისწინებული პროგრამის სრულყოფილად ათვისება-რეალიზება;
·         სასწავლო პროცესის სტიმულირება;
·         სასწავლო პროცესის სრულყოფა;
·         სწავლისადმი ინტერესის გაღვივება;
·         სამართლიანი,ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენება;
·         ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
·         მოსწავლეებში ტურიდან-ტურამდე შედეგების ზრდა;
·         მოსწავლეებში თავდაჯერებულობის,სითამამისა და მიზანდასახულობის უნარ-ჩვევების განვითარება;










v  ესგ-ს  სტანდარტები და მიმართულებები:

                     მიმართულება კითხვა:

·         ქართ.XII.5   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება,მათში ასახული ინფორმაციის,თემების,იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;
·         ქართ.XII.7   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება;
·         ქართ.XII.8   მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული,სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე;
·         ქართ.XII.9   მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება;
·         ქართ.XII.10   მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს,რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე;


მიმართულება  წერა:


·         ქართ.XII.11  მოსწავლე წერს მცირე მოცულობის ნაშრომს წინასწარ შერჩეულ თემაზე;
·         ქართ.XII.13   მოსწავლე წერს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს;
·         ქართ.XII.14   მოსწავლე იყენებს წერის სათანადო სტრატეგიებს გრამატიკულ ასპექტებს,ენის კომუნიკაციურ ასპექტებს;  






v  საქმიანობის ტიპი:

·         კითხვა           (ტექსტი ან ტექსტები);
·         ანალიზი        (ლოგიკური,ლინგვისტური,კონცეპტუალური);
·         კვლევა              (ხსნის, ამოიცნობს,განარჩევს,გაიაზრებს);
·         მსჯელობა      (მსგავსი და განსხვავებული პოზიციები,კონფლიქტისა და პრობლემების გადაჭრის გზები);
·         ანკეტირება     (პასუხის გაცემის ტექნიკის ფლობა);
·         განმარტება      ( ცნებების,ტერმინების განმარტება-გამოყენება);
·         შედარება         (ფასეულობების,ღირებულებების,მოლენების,ხედვების);
·         გაზიარება        (შეხედულებების,დამოკიდებულების,სპეციფიკურობის);
·         განხილვა          ( თემებს,იდეებს,პრობლემებს,ინფორმაციას);
·         ორგანიზება      ( დროის ლიმიტის,ნამუშევრის ხარისხის,აკადემიურობის);



v   საქმიანობის   მიზანი:


·         კითხვა  -კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აცნობიერებს მათში დასმულ პრობლემას; კითხულობს და იგებს კულტურული,სოციალური და ისტორიული ფასეულობების პრობლემის არსს,განსაზღვრავს მისი გადაჭრის გზებს;
·         ანალიზი- აანალიზებს ტექსტებს ლოგიკურ კონტექსტში,იგებს ტექსტების კონცეპტუალურ არსს,აანალიზებს ტექსტების ლინგვისტურ მხარეს;
·         კვლევა-   იკვლევს და არჩევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში;იკვლევს და ამოიცნობს,ხსნის ტექსტში სიმბოლოების მნიშვნელობას ისტორიული პერიოდისა და კულტურის მახასიათებლების მიხედვით;იკვლევს და განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებებში მოვლენათა სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;იკვლევს და გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას;
·         მსჯელობა-  მსჯელობს,სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და ღირებულებები;მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე,რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;მსჯელობს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე,რომელთა მეშვეობითაც ნაწარმოებში გამოიკვეთება საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტული პრობლემის მიმართ;

·         ანკეტირება- აცნობიერებს კითხვის დასმის სტრატეგიას, პასუხის გაცემის სტრატეგიას,დროის მენეჯმენტის დაცვას,პასუხის გაცემის ტექნიკის ფლობას;
·         განმარტება- აცნობიერებს ცნებების,ტერმინების გამოყენებას და ეუფლება მათი განსაზღვრა-განმარტებების ტექნიკას,იყენებს ლექსიკონებს,ისტ-ს;
·         შედარება-   ადარებს კონკრეტულ ეპოქებს  კულტურული განვითარების  კონტექსტის მიხედვით; ადარებს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს; ადარებს ნაწარმოებებში ასახულ მოვლენებს თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ,კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში; ადარებს პოეტურ ხედვას და პოეტურ ხილვას; ადარებს ერთმანეთს ინფორმაციის დანიშნულების მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში;
·         გაზიარება-   გაიზიარებს/ არ გაიზიარებს ნაწარმოების ან ავტორის შეხედულებებს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას  და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას; გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას; გაიაზრებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს; გაიაზრებს  ენას,როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
·         განხილვა-  განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს,იდეებსა და პრობლემებს; განიხილავს ,თუ როგორ შეიცვლებოდა ტექსტი სხვა სოციალური,ისტორიული ან კულტურული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო; განიხილავს ,თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური,ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ; განიხილავს ინფორმაციას,როგორ იქმნება მხატვრული სახე;
·         ორგანიზება-  აკონტროლებს დროის ლიმიტს,იცავს განსაზღვრულ დროს ტესტირების,ესეს,მხატვრული ანალიზის წერისას;აკვირდება და აკონტროლებს ნამუშევრის ხარისხს,აკადემიურობას;
 












v  შედეგების მიღწევის გზები:

                შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:


·         ინფორმაციის გაგება,ანალიზი და შეფასება;
·         გრამატიკული ასპექტების აღქმა-გამოყენება,სტილის რაობა(ტავტოლოგია,კონტამინაცია,პლეონაზმი,კალკი,ატროფია,პარონიმი);
·         ფუნქციური სტილის დანიშნულება და გამოყენება;
·         მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი;
·         მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები;
·         დროთა თანმიმდევრობასა და ლოგიკურ ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები,წინადადებების წყობა,სტილისტური გამართულობა;
·         მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების (ტროპები) რაობა და გამოყენების წესები;
·         ტექსტის რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული (პუნქტუალური,ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქსური,სტილისტური,ტექსტუალური) წესებისა და ნორმების გაცნობიერება;




v  საქმიანობის  ფორმა:

ü  სემინარი;
ü  ლექცია(წინასწარ დაგეგმილი შეცდომები);
ü  დისკუსია;
ü  ჯგუფური/ინდივიდუალური მუშაობა;
ü  პრაქტიკული სავარჯიშოები;
ü  ისტ-ელექტრონული ტესტები;









v  აქტივობები:

ü  ძიებითი კითხვის სტრატეგიები-ცნებებისა და ტერმინების განმარტება-გამოყენება;
ü  ძიებითი წერა- ნამუშევრის ორგანიზების ხარისხი;
ü  რედაქტირება- ნამუშევრის ენობრივი გამართულობა;
ü  იდეის გაგება-ისტორიული ფაქტების გამოყენება-შედარება;
ü  დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ტექნიკის დახვეწა;
ü  პრეზენტაცია;
ü  სავარჯიშოები-დროის ლიმიტის დაცვის ტექნიკის დახვეწა;
ü  წერილობითი რეფლექსია;
ü  ტესტირება;
ü  ტექსტის გაგება-გააზრება;
ü  მცირე ესე;
ü  წაკითხული ტექსტის გააზრება;


v  კომპეტენციები და უნარები:

ü  კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირება;
ü  სხვადასხვა პერიოდის ქვეყნისა და კულტურული ტექსტების შესწავლა,ანალიზი,შედარება;
ü  მრავალფეროვან ლიტერატურულ მასალაში ასახული ინფორმაციის,თემების,იდეებისა და პრობლემატიკის გაანალიზება;
ü  სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის  კვლევა და გაანალიზება მსგავსი ან ერთნაირი პრობლემის ტექსტებში;
ü  კულტურული,სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტებში და ანალიზის უნარები;
ü  კონფლიქტისა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიების უნარები;
ü  მსჯელობის,ანალიზის,სინთეზის უნარების განვითარება;
ü  არგუმენტაციის,ფაქტობრივი მასალით გამყარების უნარ-ჩვევები;
ü  განსაზღვრავს ავტორის სტილს;
ü  აღიქვამს და იყენებს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს;იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს;










v  გამოსაყენებელი რესურსი:


ü  ტესტები;
ü  სააზროვნო ტექსტები;
ü  გრამატიკული სავარჯიშოები;
ü  გრამატიკული ტესტები;
ü  შაბლონები;
ü  წყაროები;
ü  კრიტიკული წერილები;
ü  თემატური ესეები;
ü  თაბახის ფურცლები;
ü  წებოვანი ფურცლები;
ü  ფლიფჩარტები/მარკერები;
ü  დაფა/ცარცი;
ü  სახელმძღვანელოები;





v  დროის მენეჯმენტი:

საოლიმპიადო მომზადებისთვის სამუშო დატვირთვა განისაზღვრება კვირის ორი სამუშაო დღით-ორშაბათი, ხუთშაბათი- 2-2 საათი;
ესგ-ს მოთხოვნების გათვალისწინებით და  მოსწავლეთა შესაძლო საჭიროებებიდან გამომდინარე, დამატებული 1 სამუშაო დღე-2 საათი;





                                 პროგრამა


კრიტერიუმები
კრიტერიუმების
განმარტება
საათების რაოდენობა
თარიღი
1.
ლექსიკოლოგი
სიტყვა,სიტყვის მნიშვნელობის ცვლა:გაფართოება-დავიწროება;სინონიმები,ომონიმები,ანტონიმები,პარონიმები,დიალექტიზმები,არქაიზმები,ნეოლოგიზმები,ნასესხები სიტყვები;მარტივი და რთული სიტყვები;სიტყვათა შემოკლებული წერა;






2
სტილისტიკა
სტილის რაობა;ფუნქციური სტილისტიკა;ლექსიკური სტილისტიკა;სიტყვათა შერჩევა მნიშვნელობის მიხედვით;პარონიმები,ევფემიზმები,თავაზიანობის გამომხატველი სიტყვები;სტილისტური ხარვეზები:ტავტოლოგია,კალკი,ატროფია(სიტყვის გამოყენება არაზუსტი მნიშვნელობით);



3
მორფოლოგია-ორთოგრაფია
მეტყველების ნაწილები-სრული/არასრული მნიშვნელობა;
ფორმაცვალებადი-ფორმაუცვლელი;ბრუნება; ფუძე დაბოლოებების მიხედვით; კვეცა/უკვეცელობა-კუმშვა/უკუმშველობა,კუმშვა-კვეცა;
ზმნა და ზმნის კატეგორიები;


4
სინტაქსი
 წინადადება და წინადადებების სახეები შინაარსის,აგებულების და წევრთა შედგენილობის მიხედვით; განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები;
რთული წინადადება-თანწყობილი,ქვეწყობილი;რთულის გადაკეთება მარტივად და მარტივის რთულად;
პირდაპირი და ირიბი ნათქვამი;


5
პუნქტუაცია
სასვენი ნიშნები;სასვენ ნიშანთა გამოყენების წესები;


6
მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები
დრამა,ეპოსი,ლირიკა;
პოეზია,პროზა;
კომედია,ლეგენდა,ლექსი,მემუარი,მითი,ნოველა,პოემა,პუბლიცისტიკა,რომანი,ტრაგედია;თემა,იდეა,კომპოზიცია,რითმა;დიალოგი,მონოლოგი,პერიფრაზი,ციტატა; ლირიკული გმირი,პერსონაჟი,პორტრეტი;


7
მხატვრული გამომსახველობითი საშუალებები
პოეტური ლექსიკა:არქაიზმი,ბარბარიზმი,დიალექტიზმი;
ტროპი-ეპითეტი,მეტაფორა,შედარება,გაპიროვნება,ალეგორია,სიმბოლო,ჰიპერბოლა,ლიტოტესი,ალუზია;
პოეტური სინტაქსი-რიტორიკული მიმართვა,რიტორიკული შეძახილი,რიტორიკული შეკითხვა,ინვერსია,გამეორება,გრადაცია,პარალელიზმი


8
მსჯელობის დასაბუთება-
არგუმენტირება და ციტირება
მხატვრული ტექსტის ადეკვატურად გააზრება,პასუხის მკაფიოდ ჩამოყალიბება,
კონცეპტუალურობის გააზრება,პოზიციის დასაბუთება;ციტირება ლიტერატურული ტექსტებიდან, საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამები და პერიფრაზირება;კონკრეტული ისტორიული ფაქტის გამყარება;
ლოგიკური გამართულობ,მკაფიოობა და სიცხადე;












            
9
რედაქტირება
ტექსტების მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული,სინტაქსური,პუნქტუაციური,სტილსტური გამართულობა;


10
ნარატივი
ესე; წაკითხულის გააზრება;რეზიუმე;ანალიზი;


11
მხატვრული ლიტერატურა
ლიტერატურული ნაწარმოებების ტექსტობრივი ანალიზი მიმდინარეობების გათვალისწინებით;





                 არგუმენტირებული   ესეები

1.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ  პირველკლასელებს ბუკები არ უნდა ურიგდებოდეს,რადგანეს ხელს უშლის მათ მშობლიური ენის საფუძვლიან შესწავლაში;
2.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ პირველი კლასიდან არ უნდა იწყებოდეს უცხოური ენის შესწავლა,რადგან ეს ხელს უშლის მშობლიური ენის საფუძვლიან სწავლებას;
3.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს უნარშეზღუდულ ადამიანთა დასაქმება;
4.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ სსსმ მოსწავლეები მხოლოდ სპეცსკოლებში უნდა სწავლობდნენ;
5.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ უნდა აღდგეს ეროვნული სამოსის ტარების ტრადიცია;
6.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ არ უნდა იკრძალებოდეს კაზინოები და აზარტული თამაშები,რადგან ეს ბევრ ადამიანს იხსნის მძიმე განსაცდელისგან;
7.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ ნაშვილებ ადამიანს მშობლებმა აუცილებლად უნდა უთხრან ამ ფაქტის შესახებ;
8.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ კოსმოპოლიტიზმი არ ემიჯნება პატრიოტიზმს,ხოლო ნაწილი კი ფიქრობს,რომ ორივე ცალ-ცალკე მცნებაა;
9.      საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ ბავშვის აღზრდის პროცესში დედა უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს,ვიდრე მამა;
10.  საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ მუზეუმებსა და გალერეებში შესვლა უნდა იყოს უფასო;



          ტექსტის   რედაქტირება   N 1


ჯერ კიდევ ჩვენ ერამდე დაიწყეს ადამიანებმა კოსმეტიკის გამოყენება,რასაც მოწმობს აკლდამებში ნაპოვნი მალამოების ჭურჭელი.დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია პირველი პლასტიკურიოპერაციების გაკეთება მოხდა ძველ რომში.პოპულარული იყო ცხვირისა და ყურის ფორმის შეცვლა.რაც შეეხება კოსმეტიკას ჯერ კიდევ პლატონი წერდა ,,ქალი კოსმეტიკის გარეშე ეს იგივეა, რაც კერძი უმარილოდ;;.ეს მტკიცებულება დღემდის ძალაშია. ჩვ.წ.აღ.II-ესაუკუნეში ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრამ შექმნა თავისი საკუთარი კოსმეტიკური რეცეპტები,რომელსაც არქეოლოგებმა მისი პარფიუმერიის ლაბორატორიაში მიაკვლიეს.
IX საუკუნეში საფრანგეთში ქალაქ მარსელში ფრანგებმა პირველად აამზადეს საპონი,რომელიც საოცრადუსწრაფესად გავრცელდა მთელს მსოფლიოში,XI საუკუნეში ავიცენა პაციენტებს ურჩევდა,მშრალ კანზე წაესვათ სხვადასხვა მცენარეებისგან დამზადებული ზეთი.XVII საუკუნეში ევროპაში მოდაში შემოვიდა პუდრი.




                        ტექსტის  რედაქტირება N 2

ყველა ქვეყანას აქვს თავიანთი ტრადიციული ეროვნული სამოსი,იაპონიაც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში.კიმონო არის იაპონური ეროვნული სამოსი ხალათის სტილში რომელიც იკვრება სპეციალური ქამარით.მას იცმევენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები.ტრადიციულ სამოს თან ახლავს ოცი აქსესუარი რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს.კიმონოს ჩაცმას დაახლოვებით სამი ადამიანი უნდება.
იაპონელი ქალები ამბობენ:არ ვუარყოფ,რომ კიმონო ყოველდრიურ ცხოვრებასი ძალიან მოუხერხებელია და არა კომფორტულია,ამირომ იაპონელი ქალებიდღეს დღეობითკიმონოს იცვამენ გამარტივებული მეთოდებით,არ იკეთებენ ყველა ელემენტსა და აქსესუარს.






3. არგუმენტირებული მსჯელობით დაადასტურეთ ან უარყავით შემდეგი მოსაზრებები:


v  ტოტალიტარულ სახელმწიფოში ლექსის ლირიკული გმირი განწირულია;
v  ღალატი- სულიერი ხეიბრობის ტოლფასია;
v  ,,ცარიელ სამყაროში’’ პატრიოტების მტრებად შერაცხვა კანონზომიერ პროცესად ქცეულა;
v  პატრიოტიზმი-მუდმივი შინაგანი მეტამორფოზაა;

v  ადამიანები იმპულსური მოქმედებით უნდა განისაზღვრებოდნენ და არა  მიზანდასახულობით;

Комментариев нет:

Отправить комментарий