пятница, 21 декабря 2018 г.





პრაქტიკული კვლევის ანგარიში:



,, თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითება საშინაო დავალების შესრულების დროს VIII კლასში  და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები”




                                 2017/2018 სასწავლო წელი





ავტორი:    სსიპ დმანისის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი      ქეთევან გიორგაძე
                                       


                                                                                            











სარჩევი
შესავალი..........................................................................................................................................
საკვლევი თემის მნიშვნელობა და აქტუალობა........................................................................
საკვლევი თემის განსაზღვრა.......................................................................................................
კვლევის მიზანი.............................................................................................................................
პროექტის სამიზნე ჯგუფი...........................................................................................................
ლიტერატურის მიმოხილვა........................................................................................................
მეთოდოლოგია.................................................................................................................................
პრობლემის აღწერა.........................................................................................................................
საკვლევი კითხვები..........................................................................................................................
კვლევის გეგმა...................................................................................................................................
მონაცემების შეგროვება...................................................................................................................
პირველადი მონაცემების შედეგები.............................................................................................
ინტერვენციები.................................................................................................................................
ინტერვენციების შეფასება.............................................................................................................
კვლევის მიგნებები...............................................................................................................................
ინტერვენციების განხორციელება.....................................................................................................
მეორე თვისებრივი კვლევა...................................................................................................................
ცვლილებების შედარება.......................................................................................................................
დასკვნა....................................................................................................................................................
რეკომენდაციები....................................................................................................................................
თვითკრიტიკა(კვლევის ნაკლოვანებები).........................................................................................
გამოყენებული ლიტერატურა............................................................................................................

დანართები......................................................................................................................................
დანართი 1 ......................................................................................................................................
დანართი 2 .....................................................................................................................................
დანართი 3 .....................................................................................................................................
დანართი 4 ....................................................................................................................................
დანართი 5 ......................................................................................................................................










                                                                
                                                     
შესავალი
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში სწავლის შედეგზე დაკვირვებით გამოიკვეთა,რომ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა საშინაო დავალების შესრულების დროს არაერთნაირი ინტენსივობით განისაზღვრება სასწავლო წლის მანძილზე. თუ სწავლის დაწყებისას მათი ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის ,კოგნიტური ცოდნის მიღების  ფაქტორითაა  განპირობებული და ამ დროს თვითრეალიზაციის  მოთხოვნილება მაღალი აქვთ,მესამე-მეოთხე კვირაში უკვე დემოტივიზაცია შეინიშნება.  მოსწავლეები ხალისით აღარ ასრულებენ საშინაო დავალებებს ,თვითრწმენაც კლებულობს.თვითრწმენა, რომელიც სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნაში  უწყობს ხელს და მიუხედავად საინტერესო,სახალისო დავალებების შეთავაზებისა,თავს მაინც იჩენს მოტივაციის კლება. მოტივაცია კი ის ფსიქოლოგიური ძალაა,რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის ქცევის მიმართულებას,ძალისხმევის დონეს და შეუპოვრობას.ეს არის სურვილი და ინტერესი. თუ შინაგანი მოტივაცია აღარ აქტიურობს მოსწავლეებში, მაშინ თვითრეალიზებასა და სწავლის ხარისხზე საუბარიც კი არ შეიძლება. მახსენდება  ძველი სიბრძნე,რომელიც ამბობს:,,შეიძლება მიიყვანო ცხენი წყაროსთან,მაგრამ ვერ აიძულებ დალიოს წყალი.’’ დამაფიქრა ნათქვამმა და მივხვდი,რომ ამ მიმართულებით კვლევა უნდა დამეწყო,რათა გარკვეული მიზეზებისთვის მიმეგნო და შესაბამისი ალტერნატიული გზებიც მომეძებნა.
საკვლევი პრობლემა
თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითება საშინაო დავალების შესრულების დროს VIII კლასში  და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები.



საკვლევი თემის მნიშვნელობა და აქტიურობა
საშინაო დავალება სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, აუცილებელი პირობაა მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავების, ანალიზის, მსჯელობის, ყურადღების კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლების უნარების განვითარების თვალსაზრისით.იგი წამყვანი ქვეყნების სასწავლო სისტემისთვისაც კონცეპტუალურ თემატიკად მიიჩნევა და სწავლების ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილადაა აღიარებული. საშინაო დავალების შესრულება საუკეთესო გზაა ყოველდღიური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარების და ცოდნის რეალიზების  თვალსაზრისით,რომელიც საკლასო და შემაჯამებელ დავალებებთან ერთად  სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საშინაო დავალების შერჩევისა და

შეფასების სწორად ფორმულირებას.ამისთვის კი მნიშვნელოვანია სწორხაზოვანი და გამჭვირვალე მიდგომა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან, რომლებიც კარგად უნდა აცნობიერებდნენ საშინაო დავალების როგორც მნიშვნელობას, ასევე მიზანს.

            წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ დმანისის N 3 საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს,რომელიც განხორციელდა საბაზო საფეხურზე,კერძოდ მე-8 კლასში.
მასში  განხილულია მოსწავლეებში თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითება  საშინაო დავალების შესრულების დროს,პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები და ამ მიზით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
კვლევის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გამოიკვეთება საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები, თვითრეალიზების მოთხოვნილებების დაქვეითების მიზეზები,განიხილება და აუცილებლად შემუშავდება გარკვეული რეკომენდაციები,რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს ზემოაღნიშნული პრობლემის დაძლევაში.ეს  ყოველივე  ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის უნარების განვითარებას, მოტივაციის ზრდას,შეძენილი ცოდნის განმტკიცებას, დამახსოვრება-გააზრებას,რაც გავლენას იქონიებს აკადემიურ მოსწრებაზე.მასწავლებლებს კი დააფიქრებს, სკოლაში გარკვეულ  მეთოდებსა და სტრატეგიებს შეამუშავებინებს  და ამ ყოველივეს თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავების საფუძველზე შექმნის.

საკვლევი თემის განსაზღვრა/შერჩევა
 სასწავლო წლის დაწყებიდან ვაკვირდებოდი კლასის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.  საშინაო დავალების მიცემის დროს , მათი უმრავლესობის დამოკიდებულება იყო საგრძნობლად გულგრილი და უპასუხისმგებლო.მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ იყენებდა საკუთარ შესაძლებლობებს, აქტიურად არ ერთვებოდა სწავლებაში ,არ ასრულებდა საშინაო დავალებებს და არც თვითრეალიზების  მცდელობა  ჰქონდა. უფრო მეტიც, დავინახე,რომ მათი  მოთხოვნილებები თანდათანობით ქვეითდებოდა. მხოლოდ ორი-სამი მოსწავლის  აქტიურობით მიხდებოდა თემატიკის განხილვა-გააზრება.  რა თქმა უნდა,ამ პროცესებმა დამაფიქრა და პრობლემის მოძიება დავიწყე,თუმცა ვიცოდი,რომ ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა მარტო გავმკლავებოდი ამ პრობლემას და აუცილებლად გამიჭირდებოდა. ამიტომ დახმარებისთვის მივმართე ჩემს კოლეგებს,მათ ვისაც ყოველდღიურად ჰქონდა შეხება ბავშვებთან, დავეკონტაქტე მშობლებსაც და გარკვეული სტრატეგიების შემუშავების შემდეგ დავიწყეთ ამ პრობლემაზე მუშაობა.
პრობლემის გადასაჭრელად და პროფესიულ-პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით მოვიწვიეთ მე-8 კლასში შემსვლელ მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა,  რომლის დროსაც გამოიკვეთა პრობლემის მთავარი მიზეზები:




·         მოსწავლეებში საშინაო დავალების მიზნისა და არსის ინფორმაციის წვდომის სიმწირე;
·         გულგრილი და ნიჰილისტური დამოკიდებულების განცდა საშინაო დავალების შესრულების მიმართ;
·         თვითგამოხატვის უნარების დაქვეითება მოსწავლეებში;
 საწყის ეტაპზე პედაგოგებთან და კლასის ხელმღვანელთან ერთად განვიხილეთ, განვსაზღვრეთ და შევიმუშავეთ რანდენიმე კრიტერიუმი,რომლითაც დავიწყებდით მუშაობას კლასთან გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების დროს.შემუშავებული გეგმა იყო ერთიან, მნიშვნელოვან კომპონენტებზე დაფუძნებული.გავითვალისწინეთ ინდივიდუალური მიდგომებიც,რომლებსაც ზოგიერთი მოსწავლე საჭიროებდა. პრობლემის გადასაჭრელად დავგეგმეთ,რომ მოსწავლეები ჩართულნი ყოფილიყვნენ სასწავლო პროცესში შესრულებული საშინაო დავალებების მნიშვნელობის გაცნობიერებით,ეზრუნათ საკუთარი შესაძლებლობებისა  და ძალისხმევის წარმოჩენაზე,გამოეხატათ უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილი და პოზიტიური დამოკიდებულება სწავლის მიმართ.ამისათვის კი საჭირო იყო ჩვენი მხრიდან გონივრულად შერჩეული ,გარკვეული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საშინაო დავალებების მიცემა.
   სექტემბრის ბოლოდან შემუშავებული რეკომენდაციებით დავიწყეთ საგაკვეთლო პროცესის წარმართვა და მასზე დაკვირვება,რომელმაც  პირველი სემესტრის დამთავრებამდე გასტანა.
მოსწავლეებში ამ კუთხით მუშაობამ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკვე გარკვეული შედეგი გამოიღო. მათ ,მართლაც, გააცნობიერეს, თუ რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას, რომელიც დამოკიდებულია მიზანმიმართული, ორგანიზებული და პასუხისგებლიანი ცოდნის სრულ რეალიზებაზე, აკადემიური წარმატების მიღწევაზე . მოსწავლეები ასრულებდნენ დავალებებს, მოტივაცია იყო მაღალი, თუმცა კვლევამ მიჩვენა, რომ თავდაპირველი მზაობა მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა, უმრავლესობამ კი ზერელე, უხარისხო მიდგომით განაგრძო საშინაო  დავალების  დამოკიდებულება. ზოგიერთი ცდილობდა მოვალეობის მიზნით დაეწერა ან სხვისგან გადაეწერა,უთავბოლო მიზეზებით ემართლებინა თავი. გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა არსებული პრობლემა,გამომეკვლია კლასში საშინაო დავალების დემოტივაციისა და დერეალიზაციის, დავალებასთან დაკავშირებული სირთულეების,თვითრეალიზაციის კომპლექსის მიზეზები და მომეძებნა პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები. ამ მიზნით შევიმუშავე გარკვეული  სტრატეგიები, გავეცანი ლიტერატურას და შევადგინე სამოქმედო გეგმა.

კვლევის მიზანი:  
   მე 8 კლასში საშინაო დავალების შესრულების დროს თვითრეალიზაციის მოთხოვნიელების დაქვეითების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაჭირს ალტერნატიული გზების მოძებნა.



სამიზნე ჯგუფი:
სსიპ დმანისის 3 საჯარო სკოლის მე-8 კლასისი მოსწავლეები

ლიტერატურული მიმოხილვა:
საშინაო დავალებისადმი მიდგომა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა წარმოჩენილი,ზოგან თავისუფალია და ზომიერი,ზოგან კი მკაცრად გაწერილი. მაგალითად, ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექპერტებმა მიიჩნიეს, რომ მოსწავლე პირველ კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წუთს, მეორე კლასში – 20 წუთს, მესამე-მეოთხე კლასში- ნახევარ საათს;მეხუთე-მეექვსე კლასში– 1 საათს; მეშვიდე კლასში და ზემოთ კი  2 საათს .ინგლისში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საათებია საშინაო დავალებებისთვის  რეკომენდებული და მკაცრად დაცული.უელსში მიიჩნევენ, რომ  საშინაო დავალების მოცულობა უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ და არ უნდა იყოს დამოკიდებული ეროვნული პოლიტიკის მოთხოვნაზე. საფრანგეთში ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის  მიხედვით,იგეგმება საშინაო დავალების გაუქმება.რასაკვირველია,ეს პროცესი აუცილებლად იქონიებს გავლენას მოსწავლეებში თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის უნარების დაქვეითებაზე, რადგანაც შინაგანი მოტივაცია და პასუხისმგებლობის განცდა მათში საგრძნობლად დაქვეითდება.ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ ახსნა იმით,რომ მოსწავლეები არაერთნაირ მდგომარეობაში არიან.ზოგიერთს ოჯახში მუშაობისთვის კარგი პირობები აქვს,უმეტესობას კი არა,რადგანაც მშობლებს არ შეუძლიათ საკუთარი შვილების დახმარება ან კონტროლი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.ასეთი მოსწავლეებისთვის საშინაო დავალება ცოდნის გაღრმავების წყაროდ კი არ იქცევა ,არამედ უკუსვლის,რეგრესისა და დემოტივაციის წყაროდ.ამიტომ საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ ყურადღებისმიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დამხმარე გაკვეთილები დაენიშნათ და საშინაო დავალებების შესრულებაზეც აქვე ეზრუნათ.გემანიაში პირველივე დღიდან აძლევენ მოსწავლეებს საშინაო დავალებებს იმიტომ,რომ  შეძლონ საკუთარი შესაძლებლობის სრული რეალიზება,თუმცა ზოგიერთმა სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება საშინაო დავალებების აკრძალვის თაობაზე.იაპონიაში  მოსწავლეები ყოველდღე ასრულებენ დავალებებს,მაშინაც კი,როცა ორკვირიანი არდადეგები აქვთ.  აშშ-ში საშინაო დავალებების შესრულება სავალდებულო და აუცილებელია.ხელისუფლება თვლის,რომ ეს ერთ-ერთი საშუალებაა ბალანსისა (მოსწავლეებში ბალანსის დაცვის თვალსაზრისით)  არსებული ცოდნის რეალიზებასა და გამოხატვას შორის.
თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ბევრი კვლევაა ჩატარებული და შექმნილია ლიტერატურა იმის შესახებ, თუ რა სარგებლობასთან ან სირთულეებთან არის დაკავშირებული მოსწავლისთვის საშინაო დავალების მიცემა და ზოგადად, რატომ უნდა მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალება.
 საშინაო დავალებას აქვს ის დადებითი მხარე,რომ მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. იგი ასევე აახლოებს ოჯახის წევრებს, მშობელს ეძლევა საშუალება უფრო მეტად იყოს ჩართული  ბავშვის განვითარებაში,მისი ცოდნის რეალიზებაში,ხელს უწყობს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებასა და თვითრეალიზაციის სტიმულირებაში. საშინაო დავალების შესრულების დროს მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოცდილება მიიღოს და სკოლაში უფრო წარმატებული გახდეს. საშინაო დავალების შესრულება ასევე საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის, ხოლო მშობელს აძლევს საშუალებას აკონტროლოს შვილის განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ ყველაფრის დადებითობა სწორად შერჩეულ საშინაო დავალებაზეა დამოკიდებული.
 რამდენად ეფექტიანია საშინაო დავალება ? ამ კითხვაზე  ძნელია ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა. საშინაო დავალება სწავლა-სწავლების ნაწილია, იქნება ეს წერილობით შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი. თუ მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დავა­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­თ­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს (Newmann, 1986). ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
გარკვეული თემის ან ნაწარმოების შესწავლა გულისხმობს გააზრებასა და უნარების განვითარებას. ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. როგორც წესი, დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება. გავრცელებულია აზრი,რომ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ ვერ იაზრებენ.მშობლები და მასწავლებლები კი  საშინაო დავალების უპირატესობაზე მრავალი წელია მსჯელობენ და კამათობენ.კამათობენ  იმაზე,თუ რამდენად მოაქვს მოსწავლეებისთვის ზიანი ან სიკეთე.ბევრი თვლის,რომ ის მოსწავლეებში ზრდის თვითგამოხატვისა და თვითრეგულაციის უნარებს,ხელს უწყობს დამოუკიდებელ აზროვნებას,უვითარებს თვითრწმენისა და თვითრეალიზაციის განცდას,ამხნევებს და შეძენილ ცოდნას სრულად წარმოაჩენს,ხოლო მავანნი მიიჩნევენ,რომ საშინაო დავალება ზედმეტ სტრესს იწვევს მოსწავლეებში და უარყოფით გავლენას ახდენს.ისინი თითქოს  ვიღაცის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან,ამიტომ მათი დამოკიდებულება და მიდგომა არის ზერელე ან  იძულებითი.ასეთ  შემთხვევაში სულაც არ ეწყობათ ხელი დამოუკიდებლად ფიქრში,როცა შინ მისულებს შესასრულებელი საშინაო დავალება აქვთ.
კვლევებმა აჩვენა,რომ ჰონგ-კონგში,ნიდერლანდებში,ტაივანსა და იაპონიაში,საშინაო დავალებას ძალიან ცოტას აძლევენ,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მოსწავლეებისთვის მოხვედრილიყვნენ,თუნდაც მათემატიკის ცოდნით, მსოფლიო ტოპათეულში.მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის თვითრეალიზაცია,მაგრამ არა სისტემატური ზედამხედველობისა და საშინაო დავალებების იძულებითი შესრულების ,არამედ საკუთარი თვითგამოხატვისა და დამოუკიდებელი თვითრეგულაციის წარმოჩენის ხარჯზე.
პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი,ჯერალდ კეი ლეტენდრე (Gerald K.LeTendre) კოლეგებთან ერთად ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა,თუ როგორ აისახება ბავშვების განათლების დონესა და მოსწრებაზე საშინაო დავალების მოცულობა.იგი მიიჩნევს,რომ კარგია,თუ კვლევის ერთ-ერთ მთავარ შედეგს ყველა  გაითვალისწინებს,კერძოდ,ყველაზე ბევრ საშინაო დავალებას აძლევენ ბავშვებს სუსტი ეკონომიკისა და აშკარად გამოხატული სოციალური უთანასწორობის მქონე ქვეყნებში.თუმცა არანაირი მტკიცებულება არსებობს იმისა,რომ დატვირთვისთვის ასეთი დონე პოზიტიურ გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებასა და განათლებაზე. მშობელთა უდიდესი ნაწილი მიიჩნევს,რომ ბავშვები,რომლებიც პატარობიდანვე ეჩვევიან საშინაო დავალებების შესრულებას,ეჩვევიან დისციპლინასაც, უყალიბდებათ პასუხისმგებლობის უნარი,უპირატესობას ანიჭებენ დამოუკიდებლად ფიქრს  და უყალიბდებათ თვითრეალიზაციის ამბიცია საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს.თუმცა,იმის მტკიცებულებაც  უაზრობაა,თუკი საშინაო დავალებას დღეს მსოფლიო ფენომენად მივიჩნევთ.
მეთოდოლოგიური კვლევებით დადგენილია,რომ თუ საშინაო დავალებების პირობა და მოთხოვნა ესადაგება მოსწავლის შესაძლებლობას,საჭიროებებს,განწყობას დაცულობას; თუ ოჯახიც ჩართულია ხელშეწყობისა და თანადგომის ,დახმარების თვალსაზრისით, ამ დროს ხდება მოსწავლეში ისეთი კონცეპტუალური უნარების განვითარება, როგორიცაა მიზანდასახულობა,ორგანიზებულობა,თვითრეალიზება და თვითშეფასება. მასწავლებლისა და მშობლის ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის დახმარების,მიმართულებისა და გეზის მიცემის თვალსაზრისით. მოსწავლის პროგრესი სწორედ მათი თანადგომითა და შეფასებით მიიღწევა.
პრობლემის აღწერა:
 პრაქტიკული  კვლევა ჩავატარე სსიპ  ქ.დმანისის #3 საჯარო სკოლის მე-8 კლასში .კლასში  სწავლობს 17 მოსწავლე.კლასი მრავალრიცხოვანია, ამიტომ მათთან მუშაობა ხელმისაწვდომია და სახალისო სხვადასხვა სტრატეგიით, მეთოდითა და აქტივობით. კლასში ძირითად ბირთვს წარმოადგენს მხოლოდ 4 მოსწავლე (მაღალი აკადემიური მოსწრებით), უმრავლესობას კი აქვს საშუალო და დაბალი მოსწრება. დავალებებს ვურჩევ ისეთი სახალისო აქტივობებით, რომლებიც მოითხოვს მათგან არსებული ან შეძენილი ცოდნის სრულ  რეალიზებას, საკუთარი აზრის დაფიქსირებას, განსხვავებული  და  ინოვაციური მიდგომის ხედვას ზეპირი ან წერილობითი პრეზენტაციით. საშინაო დავალება გათვლილია მოსწავლეთა  ინტერესებსა და შესაძლებლობებზე,როგორც ინდივიდუალურად, ასევე  ჯგუფური ფორმით. მაგრამ,მიუხედავად ამისა,მოსწავლეთა ჩართულობ და რეალიზება ძალიან დაბალია და პრობლემებზე ორიენტირებული.



რა არის მე-8 კლასში თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითებასთან დაკავშირებული სირთულეების მთავარი მიზეზები,  როგორ უნდა დავძლიოთ აღნიშნული პრობლემა? დავფიქრდი და გადავწყვიტე,რომ ჩამომეწერა ის სავარაუდო კითხვები,რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის განმსაზღვრელი ან შემაკავებელია.ჩამოწერილი კითხვები დავახარისხე ქვეკითხვებად მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის და გამოვიყენე კვლევის ამოცანის შესრულებაში, კერძოდ:
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლისთვის საშინაო დავალებას?

·         რა მიზნით ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას (ნიშნის, ინტერესის/ ცოდნის განმტკიცების გამო);
·         რა სიხშირით ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას ( ხშრად, იშვიათდ/ ყოველთვის, არსდროს);
·         რატომ არ სრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას?
(უინტერესოა/ რთულია/ დროის ტყუილი კარგვაა);
·         რატომ აქვთ დაქვეითებული მოსწავლეებს ცოდნის რეალიზება?
(ეზარებათ/კომპლექსი აქვთ/არ თვლიან საჭიროდ);


რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის საშინაო დავალებას?


·          მოსწავლეთა  თვითრწმენისა და თვითშეფასების უნარების განვითარებისა და ამაღლების თვალსაზრისით;
·          შინაგანი მოტივაციის ამაღლება  გარეგანი მოტივაციის ჩართვის საფუძველზე;
·          საშინაო დავალების მოცულობის,დროის მენეჯმენტისა და კომუნიკაციის სიხშირის გათვალისწინება მოსწავლეებთან და მშობლებთან;
·         სახალისო და მასტიმულირებელი საშინაო დავალებების მიცემა თვითრეალიზაციის უნარების განვითარებისთვის სწავლა სწავლების პროცესში;



რა მნიშვნელობა აქვს საშინაო დავალების შესრულებას მშობლებისთვის?


·         უნდა ეძლეოდეს თუ არა მოსწავლეებს საშინაო დავალება;
·         რამდენად ინფორმირებულნი არიან მოსწავლეები მათი მხრიდან  საშინაო დავალების მნიშვნელოვანი წილის შეფასების შესახებ;
·         რამდენად აკონტროლებენ  შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების სისტემატურობასა და ხარისხს;


·         რამდენად აქვს მოსწავლეს შექმნილი საშინაო დავალების შესასრულებლად  ყველა პირობა (სამუშაო ოთახი, კუთხე, დრო, კომპიუტერი,სასწავლო ნივთები);
·         იცის თუ არა შვილის შესაძლებლობები და რამდენად უწყობს ხელს თვითრეალიზების  უნარების განვითარებაში;


ზემოხსენებულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით , სწორად განვსაზღვრე  დროის მენეჯმენტი (ოთხ თვეზე-1 სემესტრში)  და შესასრულებელი სამუშაოები.

კვლევის გეგმა:


შესასრულებელი სამუშაო

I
სექტ
II
ოქტ
III
ნოემბ
IV
დეკემბ
1.
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა;

  +



2.
კითხვების ჩამოყალიბება -
(მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები);



  +


3.
კითხვარები ფოკუსჯგუფისთვის
(ინტერვიუ);



  +


4.
ინტერვიუ კლასის დამრიგებელთან;




  +


5.
პრობლემის იდენტიფიცირება-
მშობლების,მოსწავლეების,მასწავლებლების
ანკეტირება



  +


6.
კვლევის გეგმის შედგენა;




  +



7.
მონაცემების შეგროვება;





   +

8.
ინტერვენციების განხორციელება;



   +

9.
კვლევის შედეგების ანალიზი;




    +
10.
.
საბოლოო ანგარიშის მომზადება;



    +

საკვლევი პრობლმის აქტუალობისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად  განვსაზღვრე:

სამიზნე ჯგუფი:

სამიზნე ჯგუფის სუბიექტები
მიზანი

მოსწავლეები

პრობლემის იდენტიფიცირება
მშობლები

ურთიერთთანამშრომლობა

კოლეგები

გამოცდილების გაზიარება

კვლევის მეთოდები:
დავადგინე კვლევის მეთოდები:


თვისებრივი





დაკვირვება-მოსწავლეები
-------------------------------------------------
ფოკუსჯგუფი-მასწავლებლები
-------------------------------------------------


რაოდენობრივი



ანკეტირება-მშობლები
-----------------------------------------------
                                                                
გავატარე შემდეგი ღონისძიებები:
·         ჩავატარე გამოკითხვა-ანკეტირება მოსწავლეებთან;
·         ჩავატარე გამოკითხვა-ანკეტირება მშობლებთან;
·         დავგეგმე და ჩავატარე შეხვედრა ფოკუსჯგუფთან;
 (მე-8 კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან);
·         შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუ კლასის დამრიგებელთან;
·         განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე;
·         მონაცემთა ანალიზი(დაკვირვების შედეგები;)



კვლევის აღწერა:

  2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სექტემბრის ბოლოს დავიწყე კვლევა სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა-დამუშავებით.ოქტომბრის თვეში ჩავატარე გამოკითხვა-ანკეტირება მოსწავლეებთან,მათ მშობლებსა და მასწავლებლებთან,რომლის დროსაც დაცული იყო ანონიმურობა ყველანაირი ხელშეწყობით,თავისუფალი და შეუზღუდავი რეჟიმით. მე  მხოლოდ გეზისა და მცირე ინსტრუქციის მიცემით შემოვიფარგლე ანკეტის შევსებასთან დაკავშირებით.მე-8 კლასში შემსვლელი მასწავლებლებისგან შექმნილ ფოკუსჯგუფს წარვუდგინე ანკეტები,რომლებიც შეავსეს სრული ობიექტურობისა და გამჭვირვალობის დაცვით,ხოლო კლასის დამრიგებელთან განვახორციელე ჩაღრმავებული ინტერვიუ,რათა მეტი ინფორმაცია მიმეღო მოსწავლეთა ინდივიდუალური სოციალური პირობებისა და შესაძლებლობების შესახებ.კოლეგები და კლასის დამრიგებელი შევთანხმდით,რომ ვაწარმოებდით დაკვირვების ან ჩანაწერების დღიურს,რომელშიც რეგულარულად დავაფიქსირებდით მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალების შესრულების სისტემატურობას ან პირიქით; პრეზენტაციის დროს  თვითრეალიზაციის უნარების გამოვლენის სიხშირესა და ხარისხს; აღვრიცხავდით მათ დამოკიდებულებას დავალებათა ტიპებისა თუ მოცულობის მიმართ, რომლებიც აღუძრავდნენ მოტივაციას და შემატებდნენ ხალისს მუშაობისთვის; აგრეთვე,თვალი გვედევნებინა იმაზეც,თუ რა მიდგომებსა  და საჭიროებებს მოითხოვდნენ; ზოგიერთ პედაგოგს (ფიზიკა,ისტორია,ბიოლოგია) ვთხოვე გაკვეთილზე დასწრება დაკვირვების თვალსაზრისით,რაზეც უარი არ მიმიღია, პირიქით,მათი ინტერესიც იყო გულწრფელი და საქმიანი.  
     კვლევის გეგმის მიედვით,კლასის დამრიგებელთან შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუ ოქტომბრის  პირველ ნახევარში.დეტალურად გავაცანი მას საკვლევი პრობლემის არსი, მიზანი და გეგმა. შევთანხმდით, რომ კლასში შემავალი სხვა პედაგოგებიც ჩაერთვებოდნენ  სამიზნე ჯგუფის კვლევაში,  სისტემატურად დაკვირვებოდნენ მოსწავლეთა ჩართვას სასწავლო პროცესში,კერძოდ,დააკვირდებოდნენ საშინაო დავალების შესრულების პროცესსა და ინტენსივობას.
                                                                      
მონაცემების შეგროვება:
ფოკუსჯგუფის ანკეტირება  ჩატარდა მე-8 კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან (სულ 9 პედაგოგი) .ჩატარების მიზანი იყო მასწავლებლებისგან მიგვეღო ინფორმაცია სწავლების პროცესში  საშინაო დავალებების პრეზენტაციის დროს თვითრეალიზების დაქვეითების მიზეზების შესახებ.პედაგოგებმა უპასუხეს კითხვარს,იმსჯელეს საკვლევ პრობლემაზე და ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრება ამ მიმართულებით,კერძოდ:ყველა  აღიარებს,რომ მართლაც, არსებობს პრობლემები; ფიქრობენ,რომ მოსწავლეებს დაქვეითებული აქვთ თვითრეალიზაციის უნარები და საშინაო დავალების შესრულების ან პრეზენტაციის დროს ეს ყოველივე აშკარად იჩენს თავს; ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს,რომ საშინაო დავალებებს მოსწავლეები ხვდებიან პასიურად ან ზომიერად,მიუხედავად იმისა,სისტემატურად ეძლევათ თუ არა დავალება.
 (დანართი 1)

მოსწავლეთა გამოკითხვა-ანკეტირება განვახორციელე შეხედულებებისა და გულწრფელი აღიარების,თვითშეფასების თვალსაზრისით და სრული ანონიმურობის დაცვით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 17-მა  მოსწავლემ.გამოკითხვა ჩატარდა კლასში, რომელიც დამეხმარა  გაგვეგო,თუ როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება საშინაო დავალებისადმი და თვითრეალზაციის გამოხატვის წილი პრეზენტაციის დროს.კითხვარები შევადგინე მარტივად და გასაგები ნარატივით,დახურული და ღია კითხვებით,რათა სრულფასოვანი ყოფილიყო კვლევის პროცესში მათი დამოკიდებულების შეფასება.
(დანართი 2 )

მასწავლებელთა გამოკითხვა-ანკეტირება მასწავლებელთა ანკეტირებასა და გამოკითხვაში მონაწილეობდა  7 მასწავლებელი. გამოკითხვა დამეხმარა გამეგო კოლეგების დამოკიდებულება სამიზნე ჯგუფში საშინაო დავალების შესრულებისა და თვითრეალიზაციის  უნარების წარმოჩენის ხარისხი.მათი პასუხები შემოიფარგლებოდა დახურული და ღია კითხვებით,რომლებიც  მოითხოვდა გულწრფელ,გულახდილ მიდგომას და ობიექტურ დამოკიდებულებას.
(დანართი 3)
გამოკითხვა-კითხვარი მშობლებისთვის -კვლევის სრულყოფილად წარმართვისთვის შევადგინე. მშობლებთან კომუნიკაცია შედგა სხვადასხვაგვარად: სატელეფონო,სოციალური ქსელების და პირადი საუბრებით(სულ 11 მშობელი). მათი პასუხები ეხებოდა შვილის ჩართვას სასწავლო პროცესში,ცოდნის შეძენას,  წარმატებას, ხოლო წარმატებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტის, საშინაო დავალების მიცემის აუცილებელობას.საკუთარ დამოკიდებულებას შვილთან თანამშრომლობის,დახმარებისა თუ კონსულტაციის თვალსაზრისით. მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალებების კატეგორიზაციის ნებელობით თუ ძალდატანებით არჩევითობისა და დამოუკიდებლად მუშაობის შესახებ.კომპიუტერზე ან წიგნზე დამოკიდებულებისა და გამოყენების შესახებ.დამოუკიდებლად აზროვნებასა და თვითრეალიზების უნარების განვითარებაში საკუთარი ღვაწლის შესახებ.
( დანართი 4)



კლასის დამრიგებელთან ინტერვიუ განვახორციელე წინასწარ მომზადებული კითხვების საშუალებით.პირისპირ საუბარში გამოვიყენე ჩაძიებითი კითხვები,რომელითაც შევძელი დამეზუსტებინა,თუ რამდენად კარგად იცნობდა კლასის მოსწავლეთა სოციალურ და ოჯახურ პირობებს,რამდენ მოსწავლეს ჰყავს მყარი ოჯახი;მიმართავენ თუ არა კლასში შემსვლელი მასწავლებლები თხოვნით მშობლის ყურამდე მიიტანონ იმ მოსწავლეთა მდგომარეობა,რომლებიც სისტემატურად ვერ ან არ ასრულებენ საშინაო დავალებებს; რამდენი პროცენტი ასწრებს მაღალ ქულაზე და რამდენი ვერა;აქვს თუ არა შეხვედრები მოსწავლეებთან საშინაო დავალებების შეუსრულებლობის ან გაკვეთილზე მოუმზადებლად მისვლის,პასიურობის მიზეზების  დადგენის თვალსაზრისით,რომელიც ეხება დემოტივაციისა და თვითრეალიზაციის უნარების დაქვეითებას;რას ასახელებენ დემოტივაციის მიზეზად მოსწავლეები,როგორია კლასის დამრიგებლის ხედვა და დამოკიდებულება პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით.
(დანართი 5)
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე
სამიზნე ჯგუფის (საგნობრივად) გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით განვახორციელე.  ჩანაწერები დაკვირვების დღიურში გავაკეთე.ვაკვირდებოდი მოსწავლეთა მიერ შესრულებული საშინაო დავალებების ხარისხს, თვითრეალიზაციის უნარების  წარმოჩენის ინტენსიობას, დავალების სტრუქტურას, დაძლევის ეფექტიანობას,დამოუკიდებელი აზრის დაფიქსირებას; თვალყურს ვადევნებდი მასწავლებლების კონსტრუქციულ,ადექვატურ უკუკავშირს;რამდენად სწორად იყო მორგებული საშინაო დავალებების მოთხოვნები მოსწავლეთა საჭიროებებზე და როგორი შედეგი დადეს სხვადასხვა აქტივობების გამოყენების დროს;რამდენად  შინაარსობლივი და ანალიტიკაზე დაფუძნებული იყო საპრეზენტაციო თემატიკა;როგორი იყო აქტიურობა ჩართულობის თვალსაზრისით;რა საჭიროებები მოითხოვდა კვლევას და ამ მიმართულებით გარკვეული კრიტერიუმების შემუშავებას;  ამ საკითხებზე  ვინიშნავდი მონაცემებს ჩანაწერების  სახით შემდგომი ანალიზისა და კვლევისთვის.

კვლევის პირველადი მონაცემების შედეგი:
პირველადი მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა,რომ მე-8 კლასის მოსწავლეები,მათი მშობლები,კლასის დამრიგებელი და მასწავლებლები ერთხმად აღიარებდნენ პრობლემას, თუმცა პრობლემის გამომწვევ მიზეზებს არაერთგვაროვნად უდგებოდნენ,რაც კვლევას უფრო საინტერესოსა და სასარგებლოს ხდიდა.
მას შემდეგ,რაც შევჯერდით იმაზე,რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და საჭიროებს კვლევასა და დამუშავებას,სამიზნე ჯგუფმა(მე-8 კლასი),კლასის დამრიგებელმა,მშობლებმა და მასწავლებლებმა გამოხატეს სურვილი- ყველას ერთად მოესმინა ჩემი,როგორც ერთგვარი


წინა ანგარიში პრაქტიკულ კვლევასთან დაკავშირებით.მათ გამოთქვეს სურვილი და მზაობა აქტიურად ჩართულიყვნენ კვლევაში,გაეცნენ საკვლევი საკითხის მიზნებსა და ამოცანებს და დათანხმდნენ როგორც ჩემთან თანამშრომლობას ,ასევე ურთიერთდახმარებას.ყველა შეთანხმდა იმაზე,რომ პრობლემა არ იყო მარტივად გადასაჭრელი და რომ მოითხოვდა დიდ შრომასა და ძალისხმევას,თუმცა მონდომება და სურვილი იმდენად დიდი იყო,  ამ ყოველივემ შედეგი მაინც გამოიღო. შეხვედრას ესწრებოდა 17 მოსწავლე-სამიზნე ჯგუფიდან, კლასში შემავალი 7  მასწავლებელი , კლასის დამრიგებელი და 9 მშობელი;

ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზის დროს გაირკვა:
·         მათი უმრავლესობა თვლის,რომ საშინაო დავალებების შეუსრულებლობის მიზეზი არის დროის ფაქტორი ან თვითგამოხატვის დეფიციტი;
·         მოსწავლეებზე ,ძირითადად,პრაქტიკული დავალებები მოქმედებს დადებითად,რაც ახალისებს და შედარებით ზრდის მოტივაციას;
·         მასწავლებლებმა ხაზი გაუსვეს საშინაო დავალებების შეფასებასაც,რომლის დროსაც ძირითადად იფარგლებიან განმსაზღვრელ-განმავითარებელი ან სიტყვიერი შეფასებით. პასიურ და კომპლექსისმქონე მოსწავლეების მიმართ საშინაო დავალების შემოწმების დროს იყენებენ საქმიან და კეთებით სწავლაზე ორიენტირებულ ან ინდივიდუალურ და გარეგან მოტივაციაზე დაფუძნებულ შეფასებას.
·          მასწავლებლებმა ნარატივის სახით ინდივიდუალურად ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრება მოსწავლეთა პასიურობისა და თვითრეალიზების დაქვეითების მიზეზების შესახებ.თითქმის ყველას მოსაზრება ობიექტურადაა შეფასებული და იდენტურად დანახული;
·          მასწავლებლებს მიაჩნიათ,რომ მოსწავლეთა უმრავლესობას  დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია როგორც ოჯახის,ასევე სკოლის, მასწავლებლებისა და სასწავლო პროცესის მიმართ.ისინი რატომღაც თვლიან,რომ არ არის საჭირო დავალების შესრულებაზე იზრუნონ,რადგანაც სხვა ინტერესები გააჩნიათ, არ ყოფნით დრო,რომელსაც სხვა დამატებით საქმიანობებზე ანაწილებენ;
·         მასწავლებლებს განსაკუთრებით უჭირთ მშობლების ჩართულობაზე საუბარი, რადგანაც,ფაქტობრივად,კომუნიკაცია ძალიან ცოტასთან  აქვთ (მშობლების მოუცლელობის გამო).

მოსწავლეთა გამოკითხვა-ანკეტირების დროს გაირკვა:

·         მოსწავლეთა უმრავლესობა ფიქრობს,რომ საშინაო დავალებების ყოველდღიურობა და სისტემატურობა არაა მიზანშეწონილი;
·         ზოგიერთი ფიქრობს,რომ საშინაო დავალებას ასრულებს ცოდნის განმტკიცბის გამო,უმრავლესობა  კი შენიშვნის და უხერხული მდგომარეობიდან თავის დაღწევის გამო;                                                     
·         მოსწავლეთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ დავალების შეუსრულებლობის მიზეზი არის სიზარმაცე,დროის ტყუილად კარგვა,დავალების სირთულე ან მოცულობა;
·         მოსწავლეები მიიჩნევენ,რომ ცოდნის რეალიზება ყველაზე კარგად ზეპირი მეტყველებისას ან გამოკითხვის მეთოდით უფრო კარგად გამოსდით;
·          საშინაო დავალებას დამოუკიდებლად ასრულებს 4 მოსწავლე, მშობლის დახმარებით- 6, ხოლო დანარჩენი ვერ ან არ ასრულებს;
·          საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობის  რეალიზებას ხშირად ავლენს 6 მოსწავლე, იშვიათად-5, დანარჩენს კი სურვილიც არ აქვს;
·          მშობელთა ჩარევის აუცილებლობას საშინაო დავალების შესრულების დროს იმ შემთხვევაში თვლიან,როცა უჭირთ და აწერინებენ-4,ან ეზარებათ და თვალყურს ადევნებენ-6, ან როცა არ ესმით და უხსნიან-7;
·         მოსწავლეები საშინაო დავალებებს არ წერენ დროის უქონლობის გამო-5, ვერ წერენ იმიტომ,რომ არ აქვთ ამის უნარი-5, წერენ ინტერესისა და განვითარების გამო-4,ბევრი დავალების გამო-3 მოსწავლე;
·          მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის რეალიზება უჭირთ პირველი სემესტრის დასაწყისში-4, პირველი სემესტრის ბოლოს-5, მეორე სემესტრის ბოლოს-4,საერთოდ არ უჭირს-4;
მასწავლებელთა გამოკითხვა-ანკეტირების ანალიზის დროს:
·         მასწავლებელთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ მოსწავლეებს დაქვეითებული აქვთ თვითრეალიზაციის უნარები საშინაო დავალების შესრულების დროს და მიზეზად  მათ დაბალ თვითშეფასებასა და გაუცნობიერებელ პასუხისმგებლობას ასახელებენ ;
·         მასწავლებლები აღნიშნავენ,რომ ხშირად აქვთ  სერიოზული  პრობლემები საშინაო დავალების შესრულებასთან  დაკავშირებით,როცა მოსწავლეთა 2% აფიქსირებს მზაობას,ხოლო დანარჩენები არა;
·         პასიური და კომპლექსისმქონე მოსწავლეების მიმართ იყენებენ საქმიან და კეთებით სწავლაზე ორიენტირებულ მეთოდებსა და სტრატეგიებს;
·         მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა აქტივობას მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით;
·         მასწავლებლები იყენებენ შეფასების ფორმებს (ზეპირი,განმსაზღვრელ-განმავითარებელი,უკუკავშირს);

მშობელთა ანკეტირების ანალიზის დროს გამოირკვა:

·         მშობელთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ საშინაო დავალება საერთოდ არ რეაგირებს შვილის მოტივაციის ამაღლებაზე;
·         ზოგიერთი მოსწავლე ინტერნეტს იყენებს და არავის აწუხებს,რასაც რატომღაც ამართლბს ზოგიერთი მშობელი;
·         მშობელთა ნაკლები რაოდენობა მიიჩნევს,რომ მოტივაციას უმაღლებს დამოუკიდებლად ფიქრი და მუშაობა;
·         თვითრწმენის უნარისმქონე ,საკუთარ შვილში დაინახა მსობელთა მხოლოდ 2%-მა,დანარჩენმა-ნაკლებად ან საერთოდ უარყო.მშობელთა 2% მიიჩნევს,რომ მის შვილს თვითრეალიზებაში ხელს არაფერი უშლის;
·         4% ფიქრობს,რომ დაბალი თვითშეფასება აქვს მის შვილს და კომპლექსიც ამიტომ აქვს ზეპირი პრეზენტაციის დროს ;
·         საკუთარი შვილების  უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს მშობლების - 2%;
·          მშობლები ფიქრობენ, რომ საშინაო დავალებას მათი შვილების 3% თავს არიდებს;
·          როცა ახსნილი მასალა არ ახსოვთ და ვერ გაიგო-2%; მშობლების აზრით,სხვა ინტერესები აქვს მოსწავლეთა-2%;
·         დავალება არ ესადაგება მის შესაძლებლობებს-1%;
·         მშობლები შვილებისთვის პრობლემის მოგვარებას ცდილობენ მასწავლებელთან დაკონტაქტებით-4%;
·          საზოგადოებრივ საქმიანობაში გააქტიურებით -1%,ხოლო თვითრწმენისა და თვითშეფასების უნარის განვითარებით-0%;
·         მასწავლებლების აზრით,საშინაო დავალების შესრულების დროს დემოტივაციის მიზეზი არის ტრაფარეტული მეთოდის გამოყენება-4%;
·         საკუთარი ზედამხედველობის დეფიციტი-4%;მასწავლებლების ყოველდღიური კონტროლი-2%,ხოლო მასწავლებლების მიდგომა და უყურადღებობა--0%;

კლასის დამრიგებლის ინტერვიუს ანალიზის დროს გაირკვა:

·         კლასის დამრიგებლის ინტერვიუ იყო გულწრფელი და მოტივაციური;
·         ის კარგად იცნობს ყველა მოსწავლეს,მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას:მყარი ოჯახი კლასის 12%-ს გააჩნია,არ ჰყავს მხოლოდ ორ მოსწავლეს;
·         კლასში შემსვლელი  მასწავლებლები სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას და ცდილობს სწრაფ რეაგირებას პრობლემის შემთხვევაში;
·         სადამრიგებლო კლასში ხშირად აქვს მოსწავლეებთან დაბალი აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო პროცესში მოუმზადებლად,დავალების გარეშე მოსვლის მიზეზების შესახებ. თუმცა მისი დარიგება,თხოვნა ან მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან უპასუხისმგებლო,ზერელე და გაუცნობიერებელი პასუხებით შემოიფარგლება;
·         კლასის დამრიგებელი წუხს მშობელთა პასიურობის გამო,რომლებიც თავს დროის უქონლობით იმართლებენ,თუმცა ხაზს უსვამს მშობელთა -4%-ს,რომლებიც დაინტერესებულნი არიან შვილების მდგომარეობით და ერთგვარ დახმარებასაც კი უწევენ საკუთარი ჩართულობით;




(პირველადი მონაცემების შედეგები სქემატურად)

  ფოკუსჯგუფის გამოკითხვის შედეგები


·         0-12- მოსწავლეთა უმრავლესობაში-დროის ფაქტორი,პასუხისმგებლობისა და თვითგამოხატვის დეფიციტი;
·         0-8-მშობლების  ჩართულობა და კომუნიკაცია;
·         0-9-აქტივობებისა და სტრატეგიების სისტემატური გამოყენება;
·         0-8-შეფასება სტანდარტული ფორმით;   





                                                            














მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგი
თვითრეალიზაციის გამოხატვის დეფიციტი



               სიზარმაცე ,უპასუხისმგებლობა,დაბალი თვითშეფასება;
                   

                  თვითრწმენა,დამოუკიდებლად აზროვნება,მაღალი თვითშეფასება;

                 
                    საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობის რეალიზების სურვილის
                     უქონლობა:
 

                   საშინაო დავალებების შესრულება დამოუკიდებლად,სხვისი ჩარევის
                    გარეშე:







ინტერვენციების შეფასება:
სამიზნე ჯგუფის, მე-8 კლასის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების ანალიზის დროს გამოვლინდა და აღმოჩნდა,რომ უმრავლესობა უპირატესობას არ ანიჭებს საშინაო დავალებების  ტრაფარეტულობას და მოძველებული მეთოდით შესრულებას;საშინაო დავალების მიცემის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ინტერესი და სურვილი თემატიკიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე;ხშირად უნდა გამოიყენებოდეს ახალი,ინოვაციური აქტივობებით შეთავაზებული საშინაო დავალებები,რომლებიც მეტ ინტერესსა და მოტივაციას აღძრავს მათში;ცნობისმოყვარეობისა და თვითრეგულაციის აღძვრის თვალსაზრისით, მათ უნდა მიეცეთ დავალებები ინდივიდუალურად ან ჯგუფებში გარკვეული ცხრილების, სქემების შედგენა-შევსების, წაკითხული ან ინტერნეტიდან მოძიებული და საკვლევი ინფორმაციის სახთ; რთული კონსტრუქციების შექმნა თანატოლებისთვის ცოდნის რეალიზების თვალსაზრისით;მშობლებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით მიიჩნევენ,რომ შექმნან საინფორმაციო ან სახალისო ფორმისა და შინაარსის დავალებები მასწავლებელთა დახმარებით,რომელიც ხელს შეუწყობს ,,შესანიშნავი სამკუთხედის’’ჰარმონიულობას;მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით მიიჩნევენ,რომ ზოგჯერ შეითავსონ მასწავლებლის როლი და თავად შეადგინონ დავალების სტრუქტურა საგნობრივი თემატიკიდან გამომდინარე;შექმნან სასწავლო რესურსი მასწავლებლის დახმარებით;ხშირად დაიგეგმოს საკლასო-გასვლითი გაკვეთილები(საგნობრივი თემატიკის გათვალისწინებით); ხშირად მოეწყოს საკლასო-თემატური კინოთეატრი და ნანახის განხილვა კლასში;  მოსწავლეთა აზრით,ეს ყოველივე ხელს შეუწყობს თვითრწმენის,თვითშეფასებისა და თვითრეალიზების უნარების განვითარებას.
ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზის დროს გაირკვა,რომ მასწავლებლების მიერ მიცემული უკუკავშირი  საშინაო დავალებებისთვის არის ზოგადი, მოსწავლეთთათვის ნაკლებად საინტერესო და არასისტემატურად არჩევითი ;
მშობლების გამოკითხვის შედეგებმა დამანახა,რომ მათი უმრავლესობის დამოკიდებულება  აშკარად გულწრფელი,მოტივირებული და პრაქტიკულ ქმედებაზე ორიენტირებულია, რომლებიც მიიჩნევენ,რომ საშინაო დავალება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასწავლო პროცესში ცოდის რეალიზებისთვის.თუმცა ბევრი მათგანი ვერ ახერხებს ე.წ. ფასილიტატორობას საკუთარ შვილთან დამოკიდებულებაში დროის უკმარობის, მოუცლელობისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.
კლასის დამრიგებელთან ინტერვიუს შედეგად მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ,რომ კლასის საერთო  და ინდივიდუალური მდგომარეობა კარგად აქვს შესწავლილი,ცნობს მათ სოციალურ  გარემოს.კომუნიკაცია აქვს სისტემატურად მშობლებთან (მობილური კავშირით უფრო ხშირად) და აწვდის ინფორმაციას სასწავლო პროცესის დროს მათი შვილების ჩართულობისა და თვითრეალიზაციის ხარისხის თაობაზე.კლასის დამრიგებელი ყოველთვის რეაგირებს მოსწავლეებზე

(შეხვედრა,საუბარი,დარიგება,დახმარება),რომლებიც მასწავლებლებისთვის ხშირად წარმოადგენენ,,ფიქრის საგანს’’.
 გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ მოსწავლეებისთვის მიცემული დავალებები არ არის ზოგჯერ წინასწარ დაგეგმილი.იგი შეიძლება მომდინარეობდეს მოსწავლეთა საჭიროებებიდან ან თემატიკის მოდიფიცირებიდან გამომდინარე.მოსწავლეთა არასაკმარისი ცოდნა,მზაობა და შესაძლებლობა,ზოგჯერ დამატებით მუშაობას მოითხოვს,რათა მოსწავლეებში განმტკიცდეს თვითრწმენა საშინაო დავალების წარმატებით შესრულებისა და თვითრეალიზებისთვის. მასწავლებლები, უმეტესად იყენებენ  განმავითარებელ-განმსაზღვრელ შეფასებებს,ნაკლებად  იყენებენ შეფასების კრიტერიუმებს,ხოლო უკუკავშირის დროს შემოიფარგლებიან სიტყვიერი  და ზოგადი ფრაზებით.სისტემატურად უსვამენ ხაზს ძლიერ და სუსტ მხარეებს, მეტნაკლებად აძლევენ რეკომენდაციებს,თუ რა შეიძლება გაითვალისწინონ მოსწავლეებმა შემდგომი მუშაობის დროს.
კვლევის მიგნებები:

მოსწავლეთა,მასწავლებლების,მშობლების ანკეტირებისა და კლასის დამრიგებლის ინტერვიუს მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი და მნიშვნელოვანი მიგნება,რომლებიც იწვევენ პრობლემას.მოსწავლეებში თვითრეალიზაციის დაქვეითებას იწვევს საშინაო დავალების შერჩევისა და შეფასების დროს გაუთვალისწინებელი მიზეზები,კერძოდ:
Ø  მოსწავლეთა სოციალური და ეკონომიკური პირობები;
(მწირი ოჯახური პირობები,სასწავლო ნივთების უქონლობა,სასწავლო კუთხის, ინტერნეტის,კომპიუტერის ნაკლებად ხელმისაწვდომობა და ა. შ );
Ø  მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა;
(დავალებათა მოცულობა დიდია და მოითხოვს დროს და ენერგიას;დავალება შრომატევადია და რთული,მეტწილად ღრმად ანალიტიკური);
Ø  მოსწავლეთა მოთხოვნილებებისა და ინტერესების გაუთვალისწინებლობა;   (მოსწავლეთათვის მიცემული დავალებები არის ტრაფარეტული და ძველი მეთოდებით შერჩეული,უინტერესო და უმოტივაციო;მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ანალიტიკური ან სააზროვნო თემატიკის არჩევის უფლება და შეზღუდულია ამ კუთხით;მოსწავლეები ნიჰილისტურად,ზედაპირულად და უპასუხისმგებლოდ არიან განწყობილნი საშინაო დავალების მიმართ,);
Ø არასრულფასოვანი შეფასება და უკუკავშირი;
(არ ხდება მოსწავლეთა შეფასების დროს კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა სუსტი და ძლიერი მხარეების გამოსავლენად კრიტერიუმების გამოყენებით;ზოგჯერ გამოიკვეთება ხარვეზების დასაძლევი რეკომენდაციები;დავალების შეფასება მეტწილად არ ხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც მოსწავლეებისთვის ნაკლებადაა ცნობილი);


ინტერვენციის განხორციელება:

ჩავატარე პირველადი კვლევა,მივიღე შედეგები,დავასრულე ანალიზი და შემდეგ დავსახე შემდგომი სამოქმედო გეგმა,კერძოდ:
§  შევხვდე სამიზნე ჯგუფში შემსვლელ მასწავლებლებს,რომლებსაც გავაცნობ კვლევის პირველადი მონაცემების ანალიზს,ანალიზის შედეგად გამოვლენილ მიგნებებს და იმ ფაქტორთა ჩამონათვალს,რომლებიც იწვევდა საკვლევ პრობლემას;
§  ეტაპობრივად შევხვდე მოსწავლეებს მათთან დისკუსიების  გამართვის თვალსაზრისიტ,რათა პროგრესმა ჰპოვოს განვითარება დამოუკიდებელ აზროვნებასა და თვითრეალიზებაში;
§  გადავხედო საშინაო დავალებათა სტრუქტურას, ფორმას, შინაარსს, ტიპებს, სტანდარტულ მოთხოვნებსა და შესაძლო ინოვაციური აქტივობების გამოყენებას; შევარჩიო მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესზე მორგებული დავალებები; შევარჩიო საშინაო დავალების შეფასების ფორმები და კრიტერიუმები,რათა დაინერგოს შემდგომში სასწავლო პროცესში;
§  ჩავატარო განმეორებითი კვლევა შედეგების დასადგენად;
§  გავაკეთო დასკვნები და ჩამოვაყალიბო რეკომენდაციები;
სამოქმედო გეგმის მიხედვით,ინტერვენციის დაწყებისთანავე სამუშაო შეხვედრა განვახორციელე სამიზნე ჯგუფში შემავალ პედაგოგებთან იმ მიზნით,რომ მათთვის გამეცნო პირველადი კვლევის შედეგები.გაცნობის შემდეგ მივეცი გარკვეული რეკომენდაციები და ინსტრუქციები,რითაც უნდა ემუშავათ პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით.ინტერვენციაც ხომ იმას ითვალისწინებს,რომ შეირჩეს ისეთი მიდგომები,რომლებიც სასინაო დავალებებს დიფერენცირებულ,მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე,თვითრეალიზებასა და თავისუფალ არჩევაზე იქნება ორიენტირებული.მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შეფასებისთვის წახალისების ფორმებისა და შემუშავებული კრიტერიუმების დანერგვაც.
საინტერესო  და საყურადღებო იყო ინტერვენციის განხორციელება. თავდაპირველად, დავიწყეთ იმით,რომ შეგვერჩია სასწავლო მიზნის შესაბამისი დავალებები, დავალებები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე იქნებოდა დაფუძნებული. აღანიშნავია,რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა მას შემდეგ,რაც თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცათ მოსწავლეებს, საშინაო დავალების თემატიკიდან გამომდინარე,თავად შეერჩიათ ფორმა,ტიპი და სტრუქტურა. დავალებების ასეთი ფორმით შერჩევა მათთვის მისაღები და სააზროვნოდ სასიამოვნო აღმოჩნდა,თუმც იყვნენ ისეთებიც(მცირე ნაწილი),რომლებიც მაინც უარს ამბობდნენ შესრულებული დავალების წარდგენა-რეალიზებაზე გარკვეული კომპლექსის გამო (დაბალი თვითშეფასება და სიმორცხვე). მოსწავლეებს უფრო მეტი მოტივაცია მიეცათ აქტიურად ჩართულიყვნენ დავალებათა შემდგომი ტიპოლოგიური,თემატიკური და შინაარსობლივი დადგენისთვის (ზეპირი,წერილობითი). ამ მეთოდმა და სტრატეგიამ გაამართლა.მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვნენ ,შეიმუშავეს არა ერთი და ორი,არამედ რამდენიმე ფორმა.როცა  შეფასების ფორმებზე მიდგა საქმე,აქაც მკაფიო და გამჭვირვალე იყო მათი დამოკიდებულება,რომელიც გავითვალისწინეთ და შევადგინეთ მათთან ერთად ის წესები და მოთხოვნები,რომლებიც მუშაობის დროს უნდა  გაეთვალისწინებინათ,კერძოდ: სისტემატურად უნდა სრულდებოდეს საშინაო დავალებები; საშინაო დავალებები ხელს უნდა უწყობდეს მათი ცოდნის განმტკიცებას, დავალებათა პრეზენტაციები უნდა ხდებოდეს თვითრწმენის, თვითშეფასებისა  და თვითრეალიზაციის საფუძველზე;პრეზენტაცია უნდა იყოს ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების კარგი საშუალება ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის თვალსაზრისით.
შევიტანე ისეთი დავალებები,რომლებიც სახალისო აქტივობებზე იყო მორგებული. მოსწავლეები მუშაობდნენ ხალისით,საკუთარი ნებით ერთვებოდნენ ურთიერთშეფასებასა და რეკომენდაციების მიცემაში.ადვილად ერთვებოდნენ დისკუსიებში, რომლებიც მათგან მოითხოვდა აზროვნებას ,საკუთარი აზრის დაფიქსირებას,კრიტიკულ მიდგომას ან პოზიტიურ ხედვას.კომპლექსები თანდათანობით უქრებოდათ და  თვითდაჯერებულობა და რწმენა ემატებოდათ.თავისუფალი აზრის გამოთქმასა და თვითრეალიზაციაში ხელს არავინ უშლიდა,არც ზღუდავდა.თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ განწყობასა და სურვილს. ჩვენ კი ვაძლევდით კონსტრუქციულ უკუკავშირს.
დამოუკიდებელი სამუშაო არის ფსიქოლოგიური ეფექტი,რომელიც თვითრეალიზაციისთვის დამატებით საშუალებას აძლევს მოსწავლეებს.ამ კუთხით,მნიშვნელოვანია იმ დონისა და შინაარსის დავალებების მიცემა, რომელთა შესრულებაც ხელეწიფებათ მათ.ჩვენ მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ  და გამოვიყენეთ საშინაო დავალებათა სხვადასხვა ფორმა, რომლებიც  ინოვაციურია და პრობლემაზე ორიენტირებული,კერძოდ:
ü  ,,განსაკუთრებული დავალება’’-რომელიც სრულდება სპეციალურ ფურცლებზე და გულისხმობს განსაკუთრებული სირთულის დავალებების შესრულებას,რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელი აზრის დაფიქსირებას.
ü  ,,არაჩვეულებრივი ჩვეულებრივობა’’-დავალების ნომრის ან შეკითხვის დასადგენად თანმაშდება ლატარეა,რომლითაც შეძლებს პასუხის დაფიქსირებას პრეზენტაციით რიგითობის თანმიმდევრული დაცვით.
ü  ,,მიზეზ-შედეგობრივი სპირალები’’-შესწავლილი ნაწარმოებებიდან, ისტორიული ფაქტებიდან ან წყაროებიდან პერსონაჟთა ქცევის მიზეზებისა და შედეგის გამოყოფა.
ü  ,,ქრონოლოგიური ბურთულები’’-ისტორიული ეპოქა,ლიტერატურული პერსონაჟების შემოქმედებითი შტრიხები..
ü  ,,პროვოკაციული დებულებები’’-მცდარი დებულებების საკუთარი აზრით გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობა.   
(დანართი 6)


განმეორებითი კვლევა

განმეორებითი კვლევა მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ჩავატარე გარკვეული ინტერვენციების განხორციელების შემდეგ.კვლავ ანკეტური გამოკითხვის მეთოდი გამოვიყენე და კოლეგებთან ფოკუსჯგუფის შეხვედრა დავგეგმე.
კვლევის მიზანი იყო დაგვენახა განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მიღწეული ცვლილებები და შედეგები,რომელიც პრობლემის იდენტიფიკაციით იქნა მიღწეული.კვლევამ აჩვენა,რომ შედეგები იყო ნათელი და ორიენტირებული წარმატებაზე. მოსწავლეები და მასწავლებლები საუბრობდნენ იმ მიღწევებზე, რომლებიც დაინახეს მუშაობის დროს.შედეგი შეიმჩნეოდა როგორც სწავლების პროცესში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების,ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიების თვალსაზრისით,ასევე ურთიერთდამოკიდებულების,ურთიერთპატივისცემის,თვითრწმენის,თვითშეფასებისა და თვითრეალიზაციის წარმოჩენის თვალსაზრისით.მოსწავლეები გახდნენ უფრო მოტივირებულნი,თავისუფალნი და დამოუკიდებლად მოაზროვნენი, რომელთაც გაუჩნდათ სითამამე და ამბიცია საკუთარი აზრი ხმამაღლა დაეფიქსირებინათ ყოველგვარი კომპლექსის გარეშე.მასწავლებლებთან მათი დამოკიდებულება უფრო თბილი,კომუნიკაციური და საქმიანი შეიქნა.პედაგოგები ერთმანეთს აძლევდნენ რეკომენდაციებსა და რჩევებს გამოყენებული მეთოდების ეფექტიანობის შესახებ.ამიტომ მნიშვნელოვნად ამაღლდა მუშაობის დროს რაოდენობრივი მაჩვენებელი კვლევამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით,რაც სქემითაც შეიძლება წარმოვაჩინოთ:


















განმეორებითი კვლევის ცვლილებების შედარება:




·         0-4-გულგრილი,ნიჰილისტური დამოკიდებულების განცდა;
·         0-5-საშინაო დავალების შეუსრულებლობა;
·         0-8-თვითგამოხატვის უნარების დაქვეითება;
·         0-11-მშობელთა ჩართულობა:
·         0-23-მოტივაციისა და ჩართულობის,თვითგამოხატვის ხარისხის ზრდა;
·         0-24- თვითრწმენისა და თვითრეალიზაციის ხარისხის ზრდა;

   ჩემ მიერ განხორციელებულმა პრაქტიკულმა კვლევამ გვაჩვენა,რომ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცნობიერებინოთ,თუ რა კონცეპტუალური მნიშვნელობა აქვს საშინაო დავალებას ცოდნის რეალიზებისა და განმტკიცების,სასწავლო პროცესის ეფექტიანი და ხარისხიანი შედეგის მიღწევაში.ამიტომ გამოვყავი საშინაო დავალების დადებითი მხარეები:
1.      საშინაო დავალება მოსწავლეებს უმაღლებს მოტივაციისა და  ჩართულობის,თვითშრფასებისა და თვითრეგულაციის უნარებს;
2.      საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტ,რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში;
3.      საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს თვითრწმენისა და დამოუკიდებელი აზროვნების,კომპლექსების მოხსნისა და თვითრეალიზაციის  ამაღლების უნარებს;
4.      მოსწავლეები განამტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას,ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას;
5.      საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას თვალყური ადევნონ შვილის სასწავლო პროცესში ჩათულობასა და მიღწეულ შედეგებს;
6.      საშინაო დავალება მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს შეარჩიონ მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობაზე,თავისუფალ არჩევანზე,მათი მხრიდან შეთავაზებულ დავალებათა ტიპოლოგიის გათვალისწინებაზე დაფუძნებული საშინაო დავალებები,რომლებიც მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იქნება გაჯერებული;

როგორც ვხედავთ,სწავლა სწავლების და მისი მოდიფიცირების პროცესში საშინაო დავალების სწორად დაგეგმვას და შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სასკოლო ცხოვრებაში მუდმივად იქმნება პრობლემები საშინაო დავალების ფორმატთან დაკავშირებით.ზოგჯერ რთულია და ნაკლებად ასათვისებელი,ზოგჯერ კი მარტივი და უინტერესო.კარგია,თუკი მასწავლებლები დაფიქრდებიან ე.წ. ,,ოქროს შუალედზე’’ და შეარჩევენ ისეთი მეთოდიკით აგებულ საშინაო დავალებას,რომელიც მოსწავლეთა ინტერესებზე იქნება მორგებული და ცოდნის განმტკიცებაზე ორიენტირებული.მართალია,საშინაო დავალება სტრუქტურულად არის რთული, თუმცა მისი დაძლევა  შეიძლება პრობლემების იდენტიფიცირებისა და დაძლევის ალტერნატიული გზების სწორად შერჩევით.

კვლევის შედეგები
მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღეთ დადებითი შედეგი.მოსწავლეებმა იმუშავეს და მოძებნეს პრობლემის დაძლევის ალტერნატიული გზები,რომ:
v  საშინაო დავალებები არაა ტრაფარეტული და მოძველებული მეთოდით განსაზღვრული;
v  საშინაო დავალების მიცემის დროს გათვალისწინებულია  მათი ინტერესი და სურვილი თემატიკიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე;
v  ხშირად  გამოიყენება ახალი,ინოვაციური აქტივობებით შეთავაზებული საშინაო დავალებები,რომლებიც მეტ ინტერესსა და მოტივაციას აღძრავს მათში;
v ცნობისმოყვარეობისა და თვითრეგულაციის აღძვრის თვალსაზრისით,  მიეცათ დავალებები ინდივიდუალურად ან ჯგუფებში გარკვეული ცხრილების, სქემების შედგენა-შევსების სახით წაკითხული ან ინტერნეტიდან მოძიებული და საკვლევი ინფორმაციით;
v   რთული კონსტრუქციებით შექმნეს თანატოლებისთვის  საშინაო დავალებები ცოდნის რეალიზების თვალსაზრისით;
v  მშობლებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით  შექმნეს საინფორმაციო, სახალისო ფორმისა და შინაარსის დავალებები მასწავლებელთა დახმარებით,რომელიც ხელს უწყობს ,,შესანიშნავი სამკუთხედის’’ჰარმონიულობას;




v  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა გაუმჯობესდა; ისინი ზოგჯერ ითავსებენ მასწავლებლის როლს და თავად ადგენენ დავალების სტრუქტურს საგნობრივი თემატიკიდან გამომდინარე;
v  ქმნიან სასწავლო რესურსს მასწავლებლის დახმარებით;
v  იგეგმება საკლასო-გასვლითი გაკვეთილები(საგნობრივი თემატიკის გათვალისწინებით);
v     ეწყობა საკლასო-თემატური კინოთეატრი და ნანახის განხილვა კლასში და    მოსწავლეთა აზრით,ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მომავალშიც თვითრწმენის ,თვითშეფასებისა და თვითრეალიზების უნარების განვითარებას.

კოლეგების უკუკავშირი-მასწავლებლები პრობლემის დაძლევის ალტერნატიულ გზებზე:
მშობლები,მასწავლებლები და მოსწავლეები კარგად აცნობიერებენ საშინაო დავალების მნიშვნელობას და არსს იმ მიმართულებით,რომ სწავლა-სწავლების პროცესი სრულყოფილი და მთლიანი შეიქნას;ინტერვენციების შედეგად  გააცნობიერეს,რომ საშინაო დავალებას აქვს ბევრი დადებითი მხარე თვითრეალიზების უნარების ამაღლებისთვის,კერძოდ:
·   მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეული საშინაო დავალება მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას იწვევს და აქტიურად რთავს სასწავლო პროცესში,რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დამოკიდებულების შეცვლას;
·         მიზანთან შეუსაბამო დავალება მოსწავლეთა აქტიურობის ტემპს აგდებს, მოტივაციას ანალებს და განაწყობს ნეგატიურად საშინაო დავალების მიმართ;
·     მასწავლებლის უნარები და კომპეტენცია მნიშვნელოვანია სწავლა სწავლების პროცესში,რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეებში ნდობას, პატივისცემას და ერთგვარ პასუხისმგებლობას;
·   მოსწავლეთა მიერ  შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალია,როცა მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან დავალების შერჩევაში,ორგანიზებასა და შეფასების პროცესში;
·   მეორადი კვლევის შედეგების ანალიზმა დაგვანახა,რომ სწორი და დროული უკუკავშირი მნიშვნელოვნად განაპირობებს საშინაო დავალების მიმართ მოსწავლეთა პასუხისმგებლობისა და პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდას;
დასკვნა
  ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დამარწმუნა,რომ პედაგოგიური პრაქტიკა და გამოცდილება ნამდვილად დაგვეხმარება პრობლემების აღმოჩენასა და გადაწყვეტაში,რაც არ უნდა რთულად მოსაგვარებელი გვეჩვენებოდეს.თუ კვლევას სწორად დავგეგმავთ,მიზანს სწორხაზოვნად განვსაზღვრავთ,გულწრფელად და გამჭვირვალედ მივუდგებით,შედეგზე ნამდვილად გავალთ.არ იყო ჩემთვისაც თავდაპირველად ადვილი ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება,თუმცა მოსწავლეთა,მშობლებისა და კოლეგების მხარში ამოდგომამ და უდიდესმა ძალისხმევამ, სასწავლო პროცესში განახლებისა და ინოვაციური მიდგომის დანერგვის თვალსაზრისით,შედეგი გამოიღო.
მიუხედავად განხორციელებული ინტერვენციებისა,რომელთაც დადებითი შედეგი ჰქონდათ,მიმაჩნია,რომ საჭიროა დამატებითი პრაქტიკული სამუშაოები,რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ.მასწავლებლებს სჭირდებათ საგნობრივი მეთოდიკის თანამედროვე მიდგომების უფრო სიღრმისეული გაცნობა,რომელსაც სწორად გამოიყენებენ გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება,რათა შექმნან მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და დააინტერესონ მოსწავლეები სასწავლო პროცესისთვის,რომელიც ხელს შეუწყობს თვითრწმენისა და თვითრეალიზაციის უნარების განვითარება-გააქტიურებაში.

რეკომენდაციები:

რა უნდა გაკეთდეს საშინაო დავალების შესრულების დროს მოსწავლეთა თვიათრეალიზაციის დაქვეითების აღმოსაფხვრელად და სწავლის პროცესში მათი ჩართულობისს ხარისხის გასაუმჯობესებლად:
·         საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ და ამაში მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობის წილი მნიშვნელოვანია;
·         მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე გარეგანი მოტივატორების გააქტიურებით;
·         მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის, თვითრწმენის, დამოკიდებულების, თვითრეალიზაციის მოთხოვნილების უნარების განვითარებას:
·          მასწავლებლებმა ყოველ გაკვეთილზე აუცილებლად უნდა განისაზღვროს  სასწავლო მიზანი და შეარჩიოს მისი შესაბამისი, შედეგზე ორიენტირებული საშინაო დავალება;
·         მასწავლებლებმა  საშინაო დავალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა შესაძლებლობები, ინტერესები და საჭიროებები;
·         მასწავლებლებმა უნდა შეარჩიონ მრავალფეროვანი, საინტერესო და ინოვაციურად  ფორმულირებული დავალებები;
·         მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა მისცეს  საშინაო დავალების შერჩევისა და მისი წარდგენის ფორმის არჩევანის თავისუფლება;
·         მასწავლებლებმა გონივრულად უნდა შეარჩიო დავალების მოცულობა , რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან გარობისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის;
·         მასწავლებლებმა სწორად უნდა განსაზღვრონ დავალების მიცემა,რომელიც არ უნდა იყოს სისტემატური და აუცილებელი,ყოველდღე შესასრულებელი. დავალება მიეცეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდებით, რომ შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ.   
·          მასწავლებლებმა ყოველთვის და  დროულად უნდა შეამოწმონ საშინაო დავალება,რათა განსაზღვრონ მოსწავლეთა თვითრეალიზაციის უნარები პრეზენტაციის დროს;
·         მასწავლებლებმა მოსწავლეებს საშინაო დავალების შეფასებისას უნდა მისცენ კონსტრუქციული უკუკავშირი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოსავლენად;
·         მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლეებში თვითშეფასების უნარების განვითარებასა და თავისუფალ აზროვნებას,უნდა წაახალისონ მათი მონდომება და შრომა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე ;
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თავადაც აწარმოონ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ-იქონია თუ არა გავლენა მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესზე განხორციელებულმა აქტივობებმა.
პრობლემა თავისთავად სერიოზული კვლევისა და განსჯის საგანია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში,რომელსაც აუცილებლად სჭირდება სისტემატური,სიღრმისეული და ფართომასშტაბიანი კვლევა თუ მიგნება.


გამოყენებული ლიტერატურა:
1.      ეროვნული სასწავლო გეგმა-2011-2016 წ;
2.      თეო ნეფარიძე,2014 წ. ივნისი-,,საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე’’
3.      ია კუტალაძე,სექტემბერი 2012წ. ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში’’
6.       უზნაძე . (1967), ბავშვის ფსიქოლოგია. სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. უზნაძის შრომები, ტომი ხუთი, თბილისი: მეცნიერება.
7.      Cooper, Robinson & Patall, 2006; Trautwein, 2007 კვლევები საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ’’
8.         Bill Cerbin, April 23, 2010,, Collaborative Learning Techniques Workshop,. Homework              Improve Academic Achievement? A Synthesis of Research, 1987–2003 Harris Cooper, Jorgianne Civey Robinson, and Erika A. Patall Duke University














დანართი 1

                                  ანკეტა   მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში  ,,თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითების’’პრობლემაზე.თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის.

1.    როგორ ფიქრობთ,აუცილებელია თუ არა საშინაო დავალების შესრულება?
ა)  კი                      ბ)  არა                       გ)  არ ვიცი

2.    რატომ უნდა შეასრულო საშინაო დავალება?
·         ცოდნის განმტკიცების გამო;
·         ნიშნის გამო;
·         შენიშვნისთვის თავის არიდების გამო;
·         საერთოდ არ უნდა შევასრულო;
·          
3.    როგორი სიხშირით ასრულებ საშინაო დავალებას?
·         იშვიათად ვასრუებ;
·         არ ვასრულებ;
·         ხშირად ვასრულებ;
·         ყოველთვის ვასრულებ;
·          
4.    როდის არ ასრულებ საშინაო დვალებას?
·         როცა არ არის ჩემთვის საინტერესო/არაფერს მაძლევს;
·         როცა მეზარება და ტყუილად დროის დაკარგვაა;
·         როცა რთულია და ჩემთვის გაუგებარი;
·         როცა ბევრია და ვერ ვასწრებ;

5.    თვლი,რომ შენი ცოდნის რეალიზება ყველაზე კარგად გამოგდის:
·         ზეპირი მეტყველებისას;
·         წერითი დავალებების შესრულებისას;
·         გამოკითხვითი მეთოდით;
·         არ მინდა და არ გამომდის;

6.    საშინაო დავალებებს ვასრულებ:
·         მშობლის დახმარებით;
·         დამოუკიდებლად;
·         მასწავლებლის უშუალო ჩარევით;
·         ვერ/არ ვასრულებ;


7.    რა სიხშირით ავლენ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას:
                ა)  ხშირად;   ბ)  იშვიათად ;   გ)  საერთოდ არ მინდა;

8.    ვფიქრობ,რომ მშობელი უნდა ჩაერიოს ჩემი საშინაო დავალების შესრულებაში იმიტომ,რომ:
·         მიჭირს და დამაწერინებს;
·         არ მესმის და ამიხსნის;
·         მეზარება და თვალყურს მადევნებს;
·         არ უნდა ჩაერიოს;


9.    საშინაო დავალებებს :
·         არ ვწერ დროის უქონლობის გამო;
·         ვერ დავწერ,არ მაქვს ამის უნარი;
·         ვწერ ინტერესისა და განვითარების გამო;
·         ბევრი დავალების გამო;

10.  სასწავლო წლის რომელ პერიოდში გიჭირს საკუთარი ცოდნის რეალიზება:
·         პირველი სემესტრის დასაწყისში;
·         პირველი სემესტრის ბოლოს;
·         მეორე სემესტრის ბოლოს
·         საერთოდ არ მიჭირს;

11.  დაწერეთ თქვენი მოსაზრება,როგორ,რა ფორმით გინდათ,რომ თქვენი ცოდნა გამოავლინოთ?

........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

                                                                        
                                                                                           
დანართი-2   

                  ანკეტა   მასწავლებლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში  ,,თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითების’’პრობლემაზე.თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის.

1.    გაქვთ თუ არა პრობლემები კლასთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით:
ა)    იშვიათად;           ბ)  ხშირად ;        გ) ყოველთვის;

2.    ფიქრობთ,რომ მოსწავლეებს დაქვეითებული აქვთ თვითრეალიზაციის უნარები საშინაო დავალების შესრულების დროს:
ა)  დიახ;                               ბ)   არა ;                     გ)  არ ვიცი;

3.    როგორ ხვდებიან მოსწავლეები თქვენ მიერ მიცემულ დავალებებს:
ა)   აქტიურად;                   ბ)  პასიურად;          გ)  ზომიერად;

4.     აძლევთ თუ არა მოსწავლეებს მითითება-ინსტრუქციებს საშინაო დავალების მიცემის დროს :  
·         სისტემატურად ვაძლევ;
·         ყოველთვის ვაძლევ;
·         ზოგჯერ ვაძლევ;
·         იშვიათად ვაძლევ;

5.    ძირითადად როგორ შეფასებას აძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალების პრეზენტაციის დროს:
·         ვიფარგლები სიტყვიერი შეფასებით;
·         ვიფარგლები წერილობითი შეფასებით;
·         ვიფარგლები  განმსაზღვრელი/განმავითარებელი შეფასებით;
·         პრეზენტაციას არ ვაძლევ შეფასებას;

6.    როგორია თქვენი მიდგომა პასიური ან კომპლექსისმქონე მოსწავლეების მიმართ საშინაო დავალების შემოწმების დროს:
·         მკაცრი ,  შეუვალი და დასჯაზე ორიენტირებული;
·          ურეაქციო და ყურადღებასმოკლებული ;
·         საქმიანი და კეთებით სწავლაზე ორიენტირებული;
·         ინდივიდუალური და გარეგან მოტივაციაზე დაფუძნებული;



7.    როგორ ფიქრობთ,რა არის მოსწავლეთა მხრიდან  საშინაო დავალებების შეუსრულებლობის მიზეზი:
·         დროის ფაქტორი;
·         თვითგამოხატვის უნარის დაქვეითება;
·         დავალებათა სირთულე;
·          მკაცრი კონტროლი;

8.    როგორ ფიქრობთ,რა სახის საშინაო დავალებები მოქმედებს მოსწავლეებზე დადებითად და რა ზრდის მათ მოტივაციას:
·         შემოქმედებით-ნარატიული   დავალებები;
·         პრაქტიკული  დავალებები;
·         მზა ინტერნეტდავალებები;
·         კვლევები;

9.    დაწერეთ თქვენი მოსაზრება,რა არის  მოსწავლეთა პასიურობისა და თვითრეალიზების დაქვეითების მიზეზი/ მიზეზები საშინაო დავალების შესრულების დროს:
..........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................












დანართი 3

                                      ანკეტა  მშობლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში  ,,თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითების’’პრობლემაზე.თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის.

1.    ფიქრობთ,რომ საშინაო დავალება აუცილებელია თქვენი შვილის წარმატებისთვის:

ა) დიახ            ბ) არა            გ) არ ვიცი

2.    როგორი ტიპის საშინაო დავალების შესრულება უყვარს თქვენს შვილს ხალისით:

·         ინტერნეტით  ინფორმაციის მოძიება;
·         თემატური დავალება კითხვა-პასუხით;
·         საკუთარი შემოქმედებითი ნარატიული ხედვა;
·          არცერთი;

3.     მასწავლებლის მიერ  მიცემული დავალება რამდენად ამაღლებს თქვენი შვილის მოტივაციას:

·         საერთოდ არ რეაგირებს და ვერც ამჟღავნებს;
·         დამოუკიდებლად ფიქრობს  და მუშაობს;
·         სურვილი აქვს და მე ვეხმარები;
·         ინტერნეტს იყენებს და არავის აწუხებს;

4.    რამდენად აქვს თქვენს შვილს თვითრწმენის უნარი საშინაო დავალების  შესრულების დროს:

ა) საკმაოდ მაღალი;      ბ) ნაკლებად;   გ) საერთოდ არ აქვს;


5.    მიზეზი, რომელიც ხელს უშლის თქვენს შვილს თვითრეალიზებაში:

·         კომპლექსი ზეპირი პრეზენტაციის დროს;
·          დაბალი თვითშეფასება;
·         უპასუხისმგებლო დამოკიდებულება;
·         ხელს არ უშლის არაფერი;

6.    როდის ცდილობს თავი აარიდოს საშინაო დავალებას:

·         როცა ახსნილი მასალა არ ახსოვს;
·         როცა ახსნილი მასალა ვერ გაიგო;
·         როცა სხვა ინტერესები აქვს;
·         როცა დავალება არ ესადაგება მოსწავლის შესაძლებლობას;

7.    როგორ ეხმარებით თქვენს შვილს პრობლემის მოგვარებაში:

·         ვცდილობ თვითრწმენა განვუმტკიცო;
·         ვცდილობ თვითშეფასების უნარი განვუვითარო;
·         მასწავლებლებს დავეკონტაქტები;
·         საზოგადოებრივ საქმიანობაში გავააქტიურებ;



8.    როგორ ფიქრობთ,რა არის დემოტივაციის მიზეზი საშინაო დავალების შესრულების დროს:

·         მასწავლებლის არასწორი მიდგომა და უყურადღებობა;
·         მასწავლებლის ყოველდღიური კონტროლი;
·         ტრაფარეტული მეთოდების გამოყენება;
·         მშობლის ზედამხედველობის დეფიციტი;


















დანართი 4
                     ინტერვიუ  კლასის  დამრიგებელთან
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში  ,,თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითების’’პრობლემაზე.თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის.

1.    იცნობთ თუ არა თქვენი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა სოციალურ და ოჯახურ პირობებს?
.............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

2.    თქვენი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა რამდენ პროცენტს ჰყავს მყარი ოჯახი და რამდენ არა?
..........................................................................................................................................................................................................................................................................................

3.    მოგმართავენ თუ არა თქვენს  სადამრიგებლო კლასში შემავალი მასწავლებლები თხოვნით,მშობლის  ყურამდე მიიტანოთ იმ მოსწავლეთა მდგომარეობა,როლებიც სისტემატურად ვერ ან არ ასრულებენ დავალებებს?

..........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

4.    თქვენი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებიდან რამდენი პროცენტი ასწრებს მაღალ ქულაზე და რამდენი ვერა?

...........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

5.    გაქვთ თუ არა შეხვედრები მოსწავლეებთან საშინაო დავალებების შეუსრულებლობის,მოუმზადებლად მოსვლისა და გაკვეთილზე პასიურობის მიზეზების დადგენის თვალსაზრისით?

.......................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................


6.    გაქვთ თუ არა კონტაქტები და კომუნიკაცია მშობლებთან,რა ინფორმაცია გაქვთ მათი შვილების დემოტივაციისა და თვითრეალიზაციის უნარების დაქვეითების  შესახებ ?

.........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

7.    რას ასახელებენ თქვენი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები დემოტივაციის მიზეზად?

...........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

8.    გთხოვთ,შემოგვთავაზოთ პრობლემის გადაჭრის თქვენეული ხედვა და დამოკიდებულება:

...............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................




დანართი 5
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეებში  ,,თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითების’’პრობლემაზე.თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის.
                               კითხვარი     ფოკუსჯგუფისათვის

1.           გაქვთ თუ არა პრობლემები მე-8 კლასში საშინაო დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის დროს მოსწავლეთა თვითრეალიზაციის დაქვეითების კუთხით?

....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

2.    თქვენი აზრით,რაში მდგომარეობს საშინაო დავალების შეუსრულებლობის მიზეზები?

·           .................................................................................................
·           .................................................................................................
·         .................................................................................................
·         ..................................................................................................
·         ..................................................................................................

3.    ხომ არ ფიქრობთ,რომ დემოტივაცია თქვენ მიერ არასწორად შერჩეულ დავალებათა ტიპებიდანაც მომდინარეობს?

....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................


4.    რა ტიპის დავალებებს აძლევთ მოსწავლეებს ყველაზე ხშირად?

..............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................


5.    რა ტიპის დავალებები აღუძრავს მოსწავლეებს სურვილს თვითრეალიზებისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისათვის?

..............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

6.  თუ ამოწმებთ ან განიხილავთ მოსწავლეებისთვის მიცემულ და შესრულებულ საშინაო დავალებას?

..............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

7.    აძლევთ თუ არა თქვენს მოსწავლეებს დემოტივაციის ან თვითრეალიზაციის დაქვეითების შემთხვევაში რეკომენდაციებს ან კონსტრუქციულ უკუკავშირს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით?

...................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
8.    თქვენი აზრით,პრობლემის გადასაჭრელად რა შეიძლება გაკეთდეს, როგორია თქვენი მიდგომა ამ მიმართულებით?

.......................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
                                                                                                   გმადლობთ!

(დანართი 6)

საშინაო დავალების ორგანიზების რამდენიმე ალტერნატიული ნიმუში მოსწავლეთა თვითრეალიზებისთვის:


ნიმუში 1:
,,განსაკუთრებული დავალება’’
 

              






ნიმუში 2:
,,არაჩვეულებრივი ჩვეულებრივობა’’
 








ნიმუში 3:
,,მიზეზ-შედეგობრივი სპირალები’’
 







დასკვნა
    ნიმუში :4   
   ,,ქრონოლოგიური ბურთულები’’

ნიმუში 5:
,,პროვოკაციული დებულებები’’

პროვოკაციული დებულება
საკუთარი დამოკიდებულება
ტექსტუალური არგუმენტი
1.



2.



3.






ნიმუში 6:
,,არგუმენტების კიდობანი’’


 







ნიმუში 7:
,,დაუმთავრებელი თეზისი’’               

                       






           
                                                                                                                  


















1 комментарий:

  1. Casino Tycoon Casino, Hotel and Spa - Mapyro
    Casino 부산광역 출장안마 Tycoon is 영주 출장안마 a 경상북도 출장안마 luxury casino 인천광역 출장안마 and hotel in South 시흥 출장안마 Las Vegas. The casino is connected to its sister casino, the Resorts Hotel and Casino.

    ОтветитьУдалить