пятница, 21 декабря 2018 г.




  პრაქტიკული კვლევის                        რეფლექსია



,,  თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაქვეითება საშინაო დავალების შესრულების დროს VIII კლასში  და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები”




    2017/2018 სასწავლო წელი


ავტორი:    სსიპ დმანისის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი      ქეთევან გიორგაძე
                                      







          2017-2018  სასწავლო წლის პირველ სემესტრში ( სექტემბერი-დეკემბერი) განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,რომლის ძირითად თემად ავირჩიე ,,თვითრეალიზაციის მოთხოვნილებების დაქვეითება საშინაო დავალების შესრულების დროს მე-8 კლასში და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები’’.
კვლევაში გამოკვეთილია ის ძირითადი საკითხები,რომლებიც აფერხებს და აქვეითებს მოსწავლეებში თვითრეალიზაციის,მოტივაციის ამაღლებას და განხილულია ის ძირითადი ღონისძიებები და აქტივობები,რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ცოდნის რეალიზების განხორციელების გზებსა თუ მეთოდებს.
რამ მიბიძგა საკვლევად სწორედ ეს თემა ამერჩია?
სასწავლო წლის დასაწყისიდან ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე,რომ მე-8 კლასის მოსწავლეთა უმრავლესობაში მოტივაციამ იკლო,სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა და აქტიურობა შემცირდა,საშინაო დავალებებს ინტენსიურად არ ან ვერ ასრულებდნენ, დამოუკიდებლად აზროვნება უჭირდათ ან სურვილიც არ ჰქონდათ,დაბალი თვითშეფასება მატულობდა და პასუხისმგებლობა ქვეითდებოდა.
 შევეცადე დამედგინა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და გამოვყავი კვლევის ძირითადი კითხვა-რატომ არ ასრულებენ  მოსწავლეები საშინაო დავალებას და რატომ არ სურთ საკუთარი ცოდნის რაელიზაცია? და დავიწყე კვლევა.
სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში გავეცანი ლიტერატურას,სხვათა გამოცდილებასა და პრაქტიკას.შევარჩიე მეთოდები ,რომელთაც გამოვიყენებდი საკვლევი საკითხის გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად, კერძოდ:საკვლევ საკითხებზე პასუხების გასაცემად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუსჯგუფი,ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება),ისე რაოდენობრივი მეთოდები(დახურული და ღია ანკეტირება) .დავგეგმე ინტერვენციები ნოემბერში,კერძოდ:სამუშაო შეხვედრები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად (გაკვეთილის დაგეგმვა,სასწავლო რესურსების შექმნა,რომლებიც ხელს შეუწყობდა საკვლევი პრობლემის გადაჭრას) მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან,კლასის დამრიგებელთან და მშობლებთან.შევარჩიე საშინაო დავალების ორგანიზების ფორმები,დავგეგმე აქტივობები,რომლებიც მოსწავლეებს დააინტერესებდა,შინაგან მოტივაციას აუმაღლებდა, თვითრწმენას განუმტკიცებდა და დამოუკიდებელ აზროვნებასა და ცოდნის რეალიზებაში დაეხმარებოდა.
მივხვდი,რომ მარტო  გამიჭირდებოდა ამ პრობლემაზე მუშაობა,ამიტომ დახმარებისთვის მივმართე თავად მოსწავლეებს,მათ მშობლებს,კლასის დამრიგებელს,ჩემს კოლეგა-მასწავლებლებს,რომლებიც ამავე კლასში შედიოდნენ .განვახორციელე ფოკუსჯგუფთან შეხვედრა,რომელმაც დამარწმუნა,რომ მხოლოდ ჩემი საგნის სწავლებისას არ აქვთ მოსწავლეებს პრობლემა და აუცილებლად მოითხოვდა შესწავლას. ნოემბრის მეორე ნახევარში დავიწყეთ ინტერვენციები (დისკუსია , ინდივიდულალური შეხვედრები,შეხვედრები ფორუმში.) ინტერვენციების განხორციელების შემდეგ ვაკვირდებოდი მოსწავლეებს.ისინი აქტიურად ჩერთნენ კვლევაში უდიდესი სურვილის გამოხატვის შემდეგ.მათ მიეცათ უფლება თავადაც ყოფილიყვნენ ინოვატორები საშინაო დავალების ფორმის, სტრუქტურისა და შინაარსის შემუშავებაში,რამაც ხელი შეუწყო როგორც ჩემთან და კოლეგებთან ურთიერთობას,ასევე ურთიერთდახმარებასა და ურთიერთშეფასებას. მათ მასწავლებლების დახმარებით არაერთი საინტერესო აქტივობა შექმნეს რესურსის სახით და გამოიყენეს  საშინაო დავალებებში.ამ აქტივობებმა მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა და დააინტერესა.ჩაერთო თითქმის ყველა (ინდივიდუალურად თუ ჯგუფებში)  და თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები გაუაქტიურდა.
ანალიზმა,რომელიც დეკემბრის ბოლოს გავაკეთე, გვიჩვენა,რომ თუ კვლევამდე მხოლოდ 4-5 მოსწავლე წარმოადგენდა ,,კლასის ოქროს ბირთვს’’,კვლევის დროს და შემდგომაც თვითრეალიზაციის ამბიციამ, დამოუკიდებლად აზრის ჩამოყალიბებამ,არგუმენტირებულად მსჯელობამ იმატა.ეს ყოველივე კი ნიშნავდა საკვლევი პრობლემის წარმატებით გადაჭრას ალტერნატიული გზების სწორად მოძიების საფუძველზე. პოზიტიური სამუშაო გარემო შეიქმნა მასწავლებლებისთვისაც,რომელიც მხოლოდ  სწავლა-სწავლებისა და ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაზე კი არ იყო ორიენტირებული,არამედ არსებული პრობლემის გადაჭრის ეფექტიანობაზე.
ვფიქრობ,რომ კვლევის მიმდინარეობისას საკვლევი საკითხის გაანალიზება და პრობლემის იდენტიფიცირება სწორად მოხდა.ამის საფუძველს იმ მეთოდების ანალიზი მაძლევს,რომლებიც კვლევისას გამოვიყენე.
კვლევის სწორად წარმართვამ და განხორციელებულმა ინტერვენციებმა გამოკვეთა შემაფერხებელი  ფაქტორები და დაგვანახა,თუ როგორი მიდგომებითა და თანმიმდევრული აქტივობებით არის შესაძლებელი მოსწავლეთა გაცნობიერება საშინაო დავალების შესრულების აუცილებლობაში,რამდენად მნიშვნელოვანია თვითრეალიზაციის მოთხოვნილებების გააქტიურება,ცოდნისა და საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენა. ინტერვენციებმა შესაძლებლობა მომცა მეც და ჩემს კოლეგებსაც, უკეთ დაგვენახა: თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და შემოქმედებითობა;მოსწავლეებისთვის ერთობლივად მუშაობის შეთავაზების აუცილებლობა საშინაო დავალების ფორმატზე ინოვაციური მიდგომებით; მშობლებთან ხშირი კომუნიკაციის ეფექტიანობა; ყოველი ინტერვენციის შემდეგ კოლეგებს ვუზიარებდი შედეგებს,ვაცნობდი საჭიროებებს, ვმსჯელობდით, ვაანალიზებდით და გვიხაროდა საკვლევი პრობლემის დაძლევის შედეგი.
    კმაყოფილი ვარ,თუ არა ჩემი კვლევით?  შეიძლება ითქვას,რომ კი,თუმცა არასრულფასოვნების განცდა მაინც დამრჩა,დამრჩა იმიტომ,რომ მხოლოდ ერთი სამიზნე კლასით შემოვიფარგლე და საკვლევი პერიოდი მთლიან სასწავლო წელზე არ გავთვალე.თუმცა,  შესაძლოა, მთელ წლზე  რომ გამეთვალა, უფრო ნაკლები შედეგი მიმეღო და მოსაბეზრებელიც გამხდარიყო მუდმივ კვლევით რეჟიმში  მოსწავლეების,  მშობლებისა და კოლეგების ყოფნა.მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ მუშაობა ამ მიმართულებით არ გაგრძელდება.შევეცდები მოსწავლეები არ გადავტვირთო და არც მოვადუნო,არ მინდა მათი თვითგამოხატვის უნარები შესუსტდეს.ამ მიმართულებით მუდმივად ვიზრუნებთ მეც და ჩემი კოლეგებიც, რომლებისგანაც მეტად საჭირო უკუკავშირი მივიღე .
ვფიქრობ,რომ ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარა და დაეხმარება  კოლეგებს თავადაც აწარმოონ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.


Комментариев нет:

Отправить комментарий