
გაკვეთილის
თემა
|
მოქმედების აღმნიშვნელი
სიტყვებით თამაში
|
|
გაკვეთილის
ტიპი
|
ინოვაციური
|
|
სწავლების
საფეხური
|
VII კლასი
|
|
საგანი/მასწავლებელი
|
მშობლიური
ენა
ქეთევან
გიორგაძე
|
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
15
|
|
განსაკუთრებული
მიდგომისა და საჭიროების მქონე მოსწავლე
|
არ მყავს
|
|
გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
·
ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება სწავლა
სწავლებით / თამაშით და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების ხელშეწყობა;
·
ლექსიკური მარაგის გადამოწმება- გამდიდრება;
·
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის მნიშვნელობის გააზრება
და ზმნური კატეგორიების,მწკრივ-სერიების მართებულად გამოყენება;
·
ვიზუალიზების,ვარაუდის ჩამოყალიბების,ახსნა-განმარტების,
პასუხების მოძიების, დახარისხების, კავშირების დამყარებისა და შეჯამების, შემოქმედებითი
და იმიტაციური უნარების განვითარება;
|
|
გაკვეთილის
მეთოდები
|
ჯგუფური,თანამშრომლობითი,ევრისტიკული,დისკუსია,გონებრივი
იერიში,როლური და სიტუაციური, ინდუქციური ,დემონსტრირების,ანალიზის,ვერბალური-არავერბალური,
პრაქტიკული,ქმედებაზე ორიენტირებული;
|
|
ესგ-ს
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
მიმართულება:ზეპირმეტყველება
ქართ.VII.1
მოსწ. ისმენს ინფორმაციის
შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე;
ისმენს
ჩუმად,ჩაინიშნავს ძირითად ფაქტებსა და დებულებებს,საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს
არავერბალური ხერხებით;
ქართ.VII.2
მოსწავლე
ისმენს და აფასებს სხვათა მეტყველებას მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო
ამოცანას;
ქართ.VII.3
მოსწავლე
ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
მოსწ. ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამსრეპლიკას განცდილის გამომხატველი
ინტონაციით;
ქართ.VII.5.
მოსწავლე
ამოიცნობს და იყენებს ზეპირმეტყველების ძირითად ენობრივ მახასიათებლებს;
ამოიცნობს
და იყენებს შეფასების გამომხატველ სიტყვებს და გამოთქმებს,გარკვეული მოდალური ზმნების
ფორმებს;
მიმართულება
კითხვა:
ქართ.VII.9.
ამოიცნობს
და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ენობრივ საშუალებებს (ფრაზეოლოგიზმები, ჟარგონები,
ანტონიმები);
|
|
ორგანიზების
ფორმები
|
ინდივიდუალური,
ჯგუფური მუშაობა, მუშაობა ფორუმში;
|
|
შეფასება
და პროცედურები
|
მოსწავლეები
შეფასდებიან გაკვეთილზე განხორციელებული
აქტივობებიდან გამომდინარე; გამოყენებული
იქნება გაკვეთილზე ჩართულობის, პრეზენტაციის,ჯგუფური ურთიერთშეფასების , თვითშეფასების
რუბრიკები;
|
|
სასწავლო
მასალა და რესურსი
|
დაფა,ფლიფჩარტი,პოსტერები,ცხრილები,მუყაოს
მაკეტი, ფერადი ყუთები,სიმულაციური წიგნები,ფერადი ბარათები,მარკერი,აუდიოჩანაწერი;
|
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები
უკვე იცნობენ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას
,ზმნას და მის კატეგორიებს; აქვთ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების გარჩევისა და
გამოყენების პრაქტიკა; იციან მწკრივ-სერიებში ზმნების უღლება; შესწავლილი და გაცნობიერებული აქვთ
ზმნური ლექსიკური ერთეულების პრაქტიკაში გამოყენების
მართლმეტყველების წესები;
|
|
თანმიმდევრობა
|
I
ფაზა : მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა)
I აქტივობა: მისალმება,კლასის
ორგანიზება, განწყობის შექმნა, გაკვეთილის თემის გაცნობა:მოკლედ გავაცნობ გაკვეთილის
სტრუქტურას,მნიშვნელობას,აქტივობების დანიშნულებას,რომლებიც უნდა დაეხმაროს გაკვეთილის
მიზნებისა და მოლოდინის განსაზღვრაში,ცოდნა-უნარების განვითარებაში; (2წთ)
II აქტივობა: ..მასწავლებელი მეზღაპრე’’-თემატური მაკეტის გამოყენებით
და მინიწარმოსახვით მივანიშნებ გაკვეთილის თემაზე.ეს აქტივობა ერთგვარი თამაშის დაწყების
ნაწილია,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წარმოსახვის,აღქმის,გააზრების,გაგების უნარების
განვითარებაში,შემოქმედებითად აღქმულის კონცენტრირებასა და კონკრეტულ ცოდნასთან დაკავშირება-გააზრებაში,
რომელიც, ფაქტობრივად, ამზადებს დისკუსიისთვის;
შეფასება-განმავითრებელი (3წთ.)
III აქტივობა: ,,ჩემი
ფილოსოფიური ხედვა’’-მოსწავლეები დაფიქრდებიან, იმსჯელებენ და გამოავლენენ საკუთარ
შეხედულება-დამოკიდებულებას ადამიანის ქცევისა და მოქმედების იერარქიაზე მას შემდეგ,როცა
დავუსვამ კითხვას:რა განსაზღვრავს ჩვენს ქცევას და მოქმედებას? მოსწავლეები აფიქსირებენ
სავარაუდო პასუხებს და ჩემი დახმარებით შეძლებენ (ვიზუალური რუკა) საკითხის არსის
ჩამოყალიბებას ზმნური ლექსიკის გააქტიურებით;
ეს
აქტივობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს დაკვირვების, ფიქრის,მსჯელობისა და ანალიზის,დამოუკიდებელი
აზროვნების უნარების განვითარებაში;
შეფასდება
მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა ფორუმში -(განმავითარებელი); (5წთ)
II ფაზა: ცოდნის
კონსტრუირება (სიღრმისეული წვდომა);
მოსწავლეებს
გამოწვევის ფაზაზე გაღვივებული აქვთ ინტერესი
და ელოდებიან თამაშის გაგრძელებას,მასში ჩართვას,რაც დაეხმარება საკუთარი აღქმისა
და ცოდნის უნარების გაკონტროლებასა თუ რეალიზებაში;
IV აქტივობა:
,,ასოციაციური გალერეა’’- მოსწავლეებს შევთავაზებ
გასეირნებას ანიმაციურ გალერეაში,სადაც დააკვირდებიან ჩემ მიერ კედელზე განთავსებულ
ანიმაციურ პოსტერებს და ვთხოვ,სურათზე აღბეჭდილი
შინაარსი საკუთარი წარმოსახვა-აღქმით დაუკავშირონ შესწავლილი ზმნური კატეგორიების
სახელწოდებებს.დავალება ჯგუფურია,ეძლევათ პასუხების დასაფიქსირებელი ბარათები პრეზენტაციისთვის. ეს აქტივობა განავითარებს მათი
წარმოსახვის,აღქმისა და მსჯელობის უნარებს.
შეფასება-ვერბალური პრეზენტაცია,განმავითარებელი(5წთ.)
V აქტივობა: ,,მოხუცი
ენათმეცნიერის წერილი’’- ვაგრძელებ მოსწავლეების თამაშში ჩართვას და ვაძლევ ჯგუფებში
დავალებას ,რომელიც მოითხოვს მათგან ლექსიკაზე მუშაობის გააქტიურებას,კერძოდ, ვაცნობ
სიმულაციური წერილის შინაარსს,რომელიც იწვევს თანამშრომლობისთვის -დაასრულონ დაწყებული
ზმნური ანტონიმების, იდიომატური გამონათქვამებისა და ჟარგონული სიტყვაშეთანხმების
მინილექსიკონები.
ეს
აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გაკონტროლება-გააქტიურების,
ძიების, დაკვირვების, დახარისხებისა და გამოყენების,აზროვნების,მსჯელობის უნარების
განვითარებას. მუშაობა ხდება ჯგუფებში:
I
ჯგუფი-ჟარგონული ლექსიკონი;
II ჯგუფი-ანტონიმური ლექსიკონი;
III
ჯგუფი-იდიომატური-ფრაზეოლოგიური ლექსიკონი; შეფასება-პრეზენტაცია/ ჯგუფური ურთიერთშეფასება ჩართულობა,თანამშრომლობა
(განმავითარებელი); (5წთ)
VI აქტივობა: ,,თავსატეხი’’-ვაგრძელებთ
თამაშს და მოსწავლეებს ვთავაზობ მუყაოს ყუთებს ,რომლებზეც დამაგრებულია ანბანური
ასოების ბადე.ბადეში უნდა მოძებნონ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა,გაარჩიონ შესწავლილი
კატეგორიების მიხედვით და საპრეზენტაციოდ უნდა განათავსონ ფლიფჩარტზე.
ეს
აქტივობა ხელს შეუწყობს რამდენიმე უნარის განვითარებას,რომელიც სამ ეტაპადაა გაერთიანებული
(დიორამა): იპოვონ,განალაგონ,დაასაბუთონ; ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარის
განვითარებას;
შეფასება:ჯგუფური
პრეზენტაცია, ურთიერთშეფასება, განმავითარებელი;
(10წთ)
VII აქტივობა: ,,იმიტაციური
სიტუაციები’’-მოსწავლეებს ჯგუფებში საშინაო დავალებად მიცემული ჰქონდათ მიმიკური
ჟესტებითა და მოქმედებებით გადმოეცათ პატარა ამბავი,რომელსაც პრეზენტაციას გაუკეთებენ.ჯგუფები
ერთმანეთს აფასებენ შემოქმედებითი და შინაარსობლივი კუთხით ,ამოიცნობენ არავერბალურ-იმიტაციური
მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს და წერილობით აფიქსირებენ ბარათებზე.მოთამაშე ჯგუფი
აფასებს მათ პასუხებს;
ეს
აქტივობა ხელს შეუწყობს შემოქმედებითობის, დაკვირვების, კრიტიკული აზროვნებისა და
ანალიზის უნარების განვითარებას.
შეფასება-ურთიერთშეფასება,განმავითარებელი; (10წთ)
III
ფაზა-რეფლექსია(შეჯამება)
IX აქტივობა:
,,სამყაროს ორი საზღვარი’’-ეს აქტივობა ხელს
შეუწყობს თემის შეჯამება-გამთლიანებას.მოსწავლეები ჩაერთვებიან მინიდისკუსიაში,დაასახელებენ
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობას
კაცობრიობისთვის, სამყაროსთვის,ჩამოთვლიან მახასიათებლებს ზმნური ლექსიკის გამოყენებით.მახასიათებლებს
გავუკეთებ კომენტარს და შევაჯამებ გაკვეთილს. მივცემ დავალებას.
(5 წთ);
|
|
შეფასება
|
გამოვიყენებ
განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას გაკვეთილში ჩართულობის,პრეზენტაციისა
და ჯგუფური ურთიერთშეფასების რუბრიკების
მიხედვით;
|
წინასაგაკვეთილო
რეფლექსია
გაკვეთილის თემად ავიღე ,,მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვებით თამაში’’,რომელიც,ვფიქრობ,რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული
ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული.
ზოგადად,ქართული
ენის სწავლებაში გამოიყენება ძველი,ტრაფარეტული და მოძველებული სასწავლო მასალა (თუ
არ ჩავთვლით გამონაკლისს,ზოგიერთი წარმატებული პედაგოგის მცდელობას,ამ მიმართულებით
შეიტანოს რაიმე სიახლე),რომელიც ნაკლებად საინტერესოა და არაეფექტიანი.
სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი,თუ რომელი ტიპის სამოდელო გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა,კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩინური
ანდაზა:,,მომყევი-დამავიწყდება,მაჩვენე-შესაძლოა დავიმახსოვრო,გამაკეთებინე და გავიგებ’’,
წაკითხულმა დამაფიქრა და გადავწყვიტე,რომ შემექმნა მრავალფეროვანი რესურსით ისეთი აქტივობები
და შემემუშავებინა ისეთი მეთოდები და სტრატეგიები,რომლებიც ინოვაციური,საინტერესო და
წამახალისებელი იქნებოდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის.
შევადგინე გაკვეთილის მონახაზი მოსწავლეთა ცოდნა-გამოცდილების გათვალისწინებით,შევასხი
,,შემოქმედებითად ფრთები’’,დავტვირთე საინტერესო პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური სავარჯიშოებით,ვირტუალური
კონსტრუქციებით,რომლებიც მოსწავლეებისგან მოითხოვს უკვე არსებული ცოდნის მაღალი სააზროვნო
უნარებით განმტკიცებას,ფიქრს,მსჯელობას,ძიებას და გამოყენებას.მოსწავლეები შემოქმედებითაც
გაიხსნებიან და სწავლა-სწავლებით მიაღწევენ შედეგს. ვფიქრობ,რომ
ჩემ მიერ შემუშავებული მეთოდები და სტრატეგიები სასწავლო პროცესს გაახალისებს,საინტერესოს
გახდის, მოსწავლეები ემოციურ დონეზე გაითავისებენ პროცესებს და ხანგრძლივი დროით დაიმახსოვრებენ,რადგანაც
თავადვე იქნებიან მონაწილენი მინიკონსტრუქციების შექმნისა,რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.
გაკვეთილი თამაშით სწავლების მეთოდით წარიმართება,ამიტომ თანაბარ პირობებში
მოგვიწევს აქტიურობა მეც და მოსწავლეებსაც.ვფიქრობ,რომ გაკვეთილის მიზანი მიიღწევა
მოსწავლეთა ცოდნის რეალიზებით,საინტერესო მიდგომებითა და ინოვაციური მეთოდებით.
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმების
სკალა
|
საშუალოზე დაბალი
1-4
|
საშუალო
5-6
|
საშუალოზე
მაღალი
7-8
|
მაღალი
9-10
|
აქტიურობა და ჩართულობა
|
არ გამოირჩეოდა აქტიურობით;
|
ნაკლებად იჩენდა ინტერესს.შიგადაშიგ ერთვებოდა მსჯელობაში;
|
აქტიურობდა ჯგუფური მუშაობის შესრულებისას,
ჩართული იყო
საგაკვეთილო პროცესში;
|
იყო ძალიან
აქტიური ყველა აქტივობის შესრულებისას.
ლიდერობდა ჯგუფურ მუშაობაში;
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ფასდება აქტივობები
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ინფორმაციის წარმოდგენის,
კვლევის,
კრეატული
აზროვნების
უნარი
აუდიტორიის
წინაშე;
|
მკაფიოდ ვერ
აყალიბებს
მიზანს,
შინაარსი
გაუმართავია,
მაგალითები
არასაკმარისი;
|
მკაფიოდ ვერ
აყალიბებს
მიზანს,
კვლევის ძირითადი
იდეა
არადამაჯერებელია,
შინაარსი
გაუმართავია,
დასკვნა
არასრული;
|
მიზანი კარგად არის
ჩამოყალიბებული,
კვლევის ძირითადი იდეა
დამაჯერებელია,
შინაარსი
გამართულია,
ფაქტები და
მაგალითები
კარგად ვერ
ამყარებენ
თეზისში
ჩამოყალიბებულ
მოსაზრებას.
დასკვნაში
მხოლოდ
გამეორებულია
ძირითადი იდეა;
|
მიზანი
კარგად არის
ჩამოყალიბებული,
კვლევის იდეა ჩამოყალიბებულია,
კვლევის იდეა
დამაჯერებელია,
შინაარსი გამართულია,
საუბრობს გამართულად,
გასაგები ენით.
მაგალითები არგუმენტირებულად ამყარებენ
თეზისში ჩამოყალიბებულ
მოსაზრებებს;
|
მასწავლებლის
შეფასება
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
|
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
|
|||
2
|
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
|
|||
3
|
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
|
|||
4
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
|
|||
5
|
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
|
|||
6
|
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
|
|||
7
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
|
|||
8
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
|
|||
9
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
|
|||
10
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
|
|||
11
|
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს დავალების შესასრულებლად.
|
ჯგუფური
ურთიერთშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1
|
2
|
3
|
4
|
|
1
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული მუშაობაში;
|
||||
2
|
ჯგუფის ყველა წევრი იცავდა მუშაობისთვის განსაზღრულ წესებსა და დროის ლიმიტს;
|
||||
3
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობდნენ, აზრს თანაბარ პირობებში გამოხატავდნენ და ზუსტად პასუხობდნენ კითხვებზე;
|
||||
4
|
ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური,თანმიმდევრული და ამომწურავი,პასუხობდა
მთავარ თემას;
|
||||
5
|
ჯგუფის პრეზენტატორი თავისუფლად
ფლობდა აუდიტორიას და დამაჯერებლად აკეთებდა დასკვნას;
|
1-ცუდად 2- არც თუ კარგად 3-კარგად 4- ძალიან კარგად
I-III II-I III-II
Комментариев нет:
Отправить комментарий