კონფერენცია
კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია: სსიპ დმანისის
მუნიციპალიტეტის სოფელ
ირგანჩაის საჯარო სკოლა,მასწავლბელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი,დმანისის
რესურსცენტრი;
ჩატარების თარიღი: 2018
წლის 13 მაისი;
ხანგრძლივობა:
ერთი დღე;
მიზანი: მასწავლებელთა
დახელოვნება,გამოცდილების
ურთირთგაზიარება,პროფესიული ზრდა,
კარიერული
წინსვლისთვისის ხელის შეწყობა;
მოხსენება-პრეზენტაცია: ,,საკითხავი დედაშვილობაში’’;
2018 წლის 13 მაისს ქ.დმანისის ახალგაზრდულ
კლუბ ,,დმანისელებში’’ ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,თანამედროვე მიდგომები სწავლებასა
და შეფასებაში.’’ კონფერენციაზე ვიყავი მომხსენებელი და წარვადგინე პრეზენტაცია თემაზე ,,საკითხავი დედაშვილობაში,’’
’რომელიც პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის თავისებურებებსა და საჭირო
ასპექტების გამოკვეთაზე იყო ორიენტირებული.
პრეზენტაცია დავიწყე კონფლიქტური სიტუაციების,ურთიერთობების,რისკების,პრევენ-
ციების და გადაჭრის მახასიათებლების გამოკვეთით,რომლებიც
მნიშვნელოვანი კომპეტენციებია ქართული ლიტერატურის და არა მარტო ქართულის სწავლებისას.ხაზი
გავუსვი იმ ფაქტს,რომ მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების, შეფასების,
დებატებში ჩართვისა და დამოუკიდებელი აზრის დაფიქსირების,კონფლიქტის გადაჭრის გზების
ძიების უნარები ცოდნა-გამოცდილების გათვალისწინებით. ვისაუბრე,თუ რა
დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მახასიათებლებს,რომლებიც უადვილებს მოსწავლეებს პრობლემატიკაზე
მუშაობას და ერთგვარ გეზის მიმცემ ფუნქციასაც ასრულებს მოტივაციისა და ჩართულობის ზრდის
თვალსაზრისით.კოლეგების დაინტერესება გამოიწვია მეტრაჟულად განთავსებულმა სააზროვნო-სადებატო
თანმიმდევრობამ, წყაროებმა,ცხრილებმა და კითხვარებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, მოითხოვდა პრობლემის განმარტებას, დაფიქსირებას,
პიროვნებებს შორის დამოკიდებულების პოზიტიური და ნეგატიური მიდგომების გამოყოფას,ქცევის
მოტივისა და კონფლიქტის გამძაფრების რისკების
დადგენას.ეს ყოველივე კი სწავლა-სწავლების მთელი რიგი სტრატეგიების გამოყენებას მოითხოვს.
შემდეგ შევეხე ექსპერიმენტს ,რომელიც პიროვნების გადაცდომების დადგენის შესაძლებლობას
იძლევა და ამ კვლევა-ექსპერიმენტის საფუძველზე
,კოლეგებს გავაცანი სათანადო მასალები. საინტერესო აღმოჩნდა პრევენციების მოდული პრობლემის
გადაჭრისა თუ კონფლიქტის თავიდან აცილების თვალსაზრისით,რომელიც ინოვაციური მეთოდებითაა
გადაჭრილი.აღვნიშნე ისიც,რომ ასეთი მიდგომებით
მუშაობა საინტერესო,პროდუქტიული და ეფექტიანია სწავლებასა და შეფასებაში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ,პასუხები გავეცი
კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს. დავრწმუნდი,რომ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის მეტად
საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა.ჩემი პრეზენტაცია მნიშვნელოვანი იყო ჩემი კოლეგებისთვის
იმიტომ,რომ გაიგეს ბევრი სიახლე და გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის სურვილი.ასევე,მნიშვნელოვანი
იყო ჩემთვისაც იმ თვალსაზრისით,რომ ჩემი წარმატება სკოლის საერთო წარმატებისა და წინსვლის საწინდარიცაა.
ხელმოწერა: ქ.გიორგაძე
თარიღი: 22.05.18
Комментариев нет:
Отправить комментарий