пятница, 21 декабря 2018 г.


                                  ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

2018 წლის 20 ნოემბერს ჩავატარე გაკვეთილი X კლასში;
გაკვეთილის თემა:გიორგი მერჩულე ,,ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ ხანძთელისა’’
                                   მამა გრიგოლის შეხვედრა დედასთან
გაკვეთილის მიზანი: გრიგოლის დედის სახის წარმოჩენა;დედაშვილური       დამოკიდებულების გააზრება;გრიგოლის ზნეობრივი მახასიათებლების დასაბუთების უნარის განვითარება;
ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა,რომ მივაღწიე გეგმით განსაზღვრულ შედეგებს.ვთვლი,რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს.მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ საგაკვეთილო პროცესში.მათ შეძლეს  გასაანალიზებელი ტექსტის კონცეპტუალური არსის წვდომა,გამოავლინეს ცოდნა და საკუთარი დამოკიდებულება ამ მიმართულებით და განავითარეს არსის წვდომის ანალიტიკური უნარები;იმსჯელეს პერსონაჟების პიროვნულ ღირსებაზე,  არგუმენტირებულად დაასაბუთეს მათი ზნეობრივი მახასიათებლები; იმსჯელეს  პერსონაჟთა ღვაწლის მნიშვნელობაზე, ანალიზის დროს  ტექსტიდან მოიხმეს შესაბამისი არგუმენტები;
გაკვეთილის დაგეგმვისას შევეცადე ისეთი  აქტივობები გამომეყენებინა, რომლებიც იქნებოდა მიზნის შესაბამისი და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული. სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და მეთოდის გამოყენებით, ვცდილობდი მოსწავლეთა გააქტიურებას და ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.ვიყენებდი მრავალფეროვან კითხვებს,რომლებიც მოითხოვდა დაფიქრებას,საკითხის გააზრებასა და მსჯელობას.კითხვებს ვსვამდი მარტივად და თანმიმდევრულად. თუმცა თანდათან ვართულებდი,რათა ხელი შემეწყო მოსწავლეთა მეტაკოგნიტური  უნარების განვითარებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი მოკლე და მკაფიო მითითებებს მსჯელობის სწორი მიმართულებისთვის.
გაკვეთილი დავიწყე შემამზადებელი აქტივობით-გაკვეთილის თემის,მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობით.
გამოწვევის ფაზაზე გამოვიყენე ასოციაციური რუკა, რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვდა დაფიქრებას , გააზრებას და დამოუკიდებელ მსჯელობას ,,დედაშვილობის’’არსის შესახებ.მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება,ზნეობრივი მახასიათებლების განსაზღვრა, მნიშვნელოვანი ღირებულებების გამოყოფა.  ამ სტრატეგიის გამოყენებით ვცდილობდი მათში ინტერესი აღმეძრა,რასაც თავი კარგად გაართვეს. აქტივობის ასეთი ფორმით გამოყენება წინაპირობა იყო მომდევნო აქტივობის,რომელიც უკვე თემატურად გასაანალიზებელ ეპიზოდს უკავშირდებოდა და ცოდნის კონსტრუირებას უწყობდა ხელს.გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა შესაფასებლად.
(დანართი 1.)

 აქტივობა  ,,უცხოობაში’’მყოფი გრიგოლის შეხვედრა დედასთან’’,მოსწავლეებისგან მოითხოვდა გრიგოლის პიროვნული ღირსების შესახებ  მსჯელობას, ავტორის დამოკიდებულების შეფასებას  დედის ემოციურ განცდებთან დაკავშირებით, როგორც შვილთან შეხვედრამდე, ასევე შეხვედრის შემდეგ.  მოსწავლეებმა შეძლეს კითხვებზე პასუხის გაცემა ,ტექსტიდან არგუმენტების მოძიება და  დასაბუთება. თუმცა რამდენიმეს დასჭირდა მინიშნება გეზის მიცემის თვალსაზრისით. შემოვიფარგლე განმავითარებელი შეფასებით,რათა უფრო ზუსტად მეკონტროლებინა სწავლის განვითარების დინამიკა და ხელი შემეწყო ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
(დანართი 2)
მოსწავლეები  გაააქტიურა ჯგუფური მუშაობის ფორმით წარმართულმა აქტივობამ,რომელიც ეფექტიანი გამოდგა. აქტივობა ,რომელიც შევთავაზე  სახელწოდებით ,,არგუმენტების კიდობანი’’, მათგან მოითხოვდა როგორც წინარე ცოდნის გააქტიურებას,ასევე მსჯელობა-გააზრებას დედის ღვაწლზე გრიგოლის ,,კეთილად მღვაწეობაში’’.ტექსტზე მუშაობით და შესაბამისი არგუმენტების მოძიებით, მოსწავლეებმა შეძლეს ჩემ მიერ წინასწარ გამზადებულ და მიწოდებულ დებულება-სქემებში  პასუხების დასაბუთებულად განთავსება.ჯგუფის წევრებს შორის ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა,პარტნიორული ურთიერთქმედება.მათ წინა გაკვეთილზე საკუთარი სურვილით შეარჩიეს ჯგუფური პარტნიორები,მაგრამ მუშაობის პროცესში  გამოავლინეს  პრეზენტატორები,რომელთაც ჯგუფის საერთო მოსაზრება წარმოადგინეს.   ჯგუფები შეფასდნენ ურთიერთშეფასების რუბრიკით,  ჯგუფურ პრეზენტაციებს მივეცი შეფასება,მივაწოდე უკუკავშირი.
(დანართი 3)
მომდევნო აქტივობა, ,,მორფოლოგიური ყუთი’’, ჯგუფური მუშაობისთვის მოსწავლეებისგან მოითხოვდა სქემაზე განთავსებული ზმნური კონსტრუქციისთვის ( საანალიზო ტექსტიდან გამომდინარე) ამოეცნოთ, მოეძებნათ, ამოეკრიბათ, გაეანალიზებინათ და  არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ, თუ როგორ აცნობიერებდა გრიგოლი საკუთარ მოვალეობას დედის წინაშე.ერთმა ჯგუფმა დავალებას თავი კარგად გაართვა და პრეზენტატორმა არგუმენტირებულად წარმოაჩინა ერთობლივი ნამუშევარი.მეორე ჯგუფს  კი დასჭირდა ჩემი მინიშნება და მკაფიო  ინსტრუქცია სავარაუდო შეცდომების პრევენციის მიზნით , რადგანაც  მათი დამოკიდებულება და მიდგომა არ იყო სწორი,თუმცა პრეზენტაციის დროს მაინც მშრალი,ზედაპირული და დაუსაბუთებელი ინფორმაცით წარდგნენ. ვფიქრობ,რომ მიზეზი ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობა და კონსენსუსის დეფიციტი იყო და ასევე, არამიზნობრივად გამოყენებული დრო,რადგანაც ვერ მოასწრეს განსაზღვრულ მონაკვეთში ტექსტიდან საკითხების არგუმენტირება. ჯგუფებმა გამოიყენეს  ურთიერთშეფასების რუბრიკა .ჯგუფურ პრეზენტაციებს მივეცი შეფასება,ინსტრუქცია, უკუკავშირი.
(დანართი 4)
გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენე სტრატეგია,რომლის მიზანიც იყო დამედგინა,თუ რა ცოდნა შესძინა ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს თემატიკის აქტუალობიდან  გამომდინარე.თავდაპირველად,გეგმით გათვალისწინებული მქონდა მინიდებატების გამოყენება,თუმცა დროის სიმცირის გამო მომიწია აქტივობის მოდიფიცირება და მხოლოდ კითხვა-პასუხით შემოვიფარგლე. მოსწავლეებს მივეცი  განმავითარებელი შეფასება  სიტყვიერი კომენტარებით. მოსწავლეებმა შეაფასეს როგორც საკუთარი,ასევე მთლიანი კლასის წვლილი გაკვეთილის მსვლელობაში.შევთანხმდით,რომ მომდევნო გაკვეთილზე ჯგუფური ურთიერთშეფასების შედეგებს განვიხილავთ. დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება გაკვეთილის მიზნის შედეგზე გასვლასთან დაკავშირებით,რომელიც დაეხმარება მომდევნო თემატური ეპიზოდის გააზრებაში.მიეცათ საშინაო დავალება წერითი თხზულების სახით და მომდევნო ეპიზოდი განხილვით.გაკვეთილის დამთავრების შემდეგ შევავსე მოსწავლეებზე დაკვირვების ფორმა დამახსოვრებული ინფორმაციის საფუძველზე .
რაც შეეხება სასწავლო რესურსს.მოგეხსენებათ,რომ ისტ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესს მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.მოსწავლეების მიერ მოძიებულ ფოტომასალას,რომელსაც კედელზე განვათავსებ ხოლმე თემატური ეპიზოდების  შესწავლის დროს,ამ  ეპიზოდის ამსახველი ფოტოკოლაჟიც დაემატა.თითოეული ჯგუფის დავალებას და სქემატურ პოსტერს თან დავურთე  თემატიკის მიზნისა და აქტივობის შესაბამისი ილუსტრაციები. გამზადებული ცხრილების შაბლონებმა,ჯგუფური დავალებების მასალამ,ფერადი თაბახის ფურცლებმა, მარკერებმა, ფლიფჩარტებმა და წებოვანმა ქაღალდებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილის მსვლელობაში.
გაკვეთილის დაწყებამდე ,წინასაგაკვეთილო შეხვედრისას აღვნიშნე,რომ განსაკუთრებული  მოლოდინები არ მაქვს მოსწავლეთა  აქტიურობისა და ჩართულობის თვალსაზრისით,რადგანაც უჭირთ მსჯელობა,იფარგლებიან მოკლე და მშრალი პასუხებით.გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ სამომავლოდ, ამ კუთხით საკმაოდ შრომატევადი მუშაობა მჭირდება,რათა მათში უფრო მეტად განვავითარო არგუმენტირებული მსჯელობის,ანალიზის,დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.ყურადღება გავამახვილო ზოგიერთი მოსწავლის  სასაუბრო სტილის,მანერისა და ტემპის შეცვლა-დახვეწაზე.შევიმუშავო ისეთი სტრატეგიები, რომლებიც არაპირდაპირი მეთოდით მუშაობას უფრო განავითარებს.
მიუხედავად ყველაფრისა,ვფიქრობ ,რომ გაკვეთილის სტრუქტურა არ დარღვეულა, ტემპი არ შეცვლილა,აქტიურად ვცდილობდი მოსწავლეთა ჩართვას და ამ მიზნით ვიყენებდი სხვადასხვა მეთოდს,განვახორციელე გეგმით გათვალისწინებული აქტივობებიც.  მოსწავლეებთან  მქონდა მშვიდი და გაწონასწორებული ტონი, რომელიც ხელს უწყობდა მათ კონცენტრირებას და გაკვეთილში ჩართულობას. ვთვლი,რომ შეფასებისას ვიყავი ორიენტირებული უფრო განმავითარებელ შეფასებაზე.ვიყენებდი სიტყვიერ შექებას სუსტი და ძლიერი მოსწავლეების მიმართ.რამდენიმე მოსწავლესთან დამჭირდა ჩაძიებითი გამოკითხვა,რათა თავადვე მიმეყვანა სწორ პასუხამდე.
ვარ თუ არა კმაყოფილი ჩატარებული გაკვეთილით? ვფიქრობ,რომ ვარ იმის მიუხედავად,თუ რამდენად შრომატევადია მათთან მუშაობა,შრომატევადი და თანაც საინტერესო,როცა გარკვეული მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით  შედეგზე გავდივარ.










დანართი 1. 
                                           ასოციაციური რუკა

დედაშვილობა
 

                                                                                                  



                                 






·         ................................
·         ................................
·         ................................

·         ................................



 







·         ................................
პასუხისმგებლობა










დანართი 2

          გრიგოლ ხანძთელის დედის ემოციური განცდა შვილთან შეხვედრამდე


მოძებნეთ ტექსტში შესაბამისი არგუმენტები თანმიმდევრული დაცვით:

·       გლოვობდა    ....................................................................................................

·       გაიგო              .....................................................................................................

·       გაძლიერდა   .....................................................................................................

·       გაუხარდა      ......................................................................................................   





დანართი 3
    
                                    არგუმენტების კიდობანი
   

მოიძიეთ არგუმენტები ტექსტიდან

 I  ჯგუფი
ა) მუცლადყოფნისთანავე ღმერთს შეწირა...........................................................................................................................

ბ)ზნეობრივად განამტკიცა...................................................................................................................

გ)მღვდლად
აკურთხებინა...............................................................................................................



II ჯგუფი
ა) სათნოება და გულმოწყალება ასწავლა
..........................................................................................................................................

ბ) ზნეობრივად
 განამტკიცა....................................................................................................................

გ)მიზანი
დაუსახა............................................................................................................................

























დანართი 4
                              მორფოლოგიური ყუთი

როგორ აცნობიერებს გრიგოლ ხანძთელი საკუთარ მოვალეობას დედის წინაშე
მოძებნეთ ტექსტში შესაბამისი არგუმენტები:
                                        


                                                    დედის წინაშე


,,თანა-მაც’’
მოვალე ვარ
 








   I  ჯგუფი
                                 არგუმენტები                       ზნეობრივი თვისება           
                                                                  
·         ვიზრუნო  ...............................                  ..................................................

·         დავაფასო  ...............................                  ..................................................

·         რწმენაში
ვიყო         .................................                  .................................................
·          პატივი
 ვცე          ..................................                 ...................................................                                                                                                                                                   
                                                                                            
II ჯგუფი-


·         ვანუგეშო                                              ................................................                                                                   
·        სათნო ვიყო                                                  ...............................................           
·        სულგრძელი ვიყო                                      ...............................................                       
·        კანონმორჩილი ვიყო                                 .................................................                            








           

 ხელმოწერა:                                                                                             
 თარიღი: 21.11.2018








Комментариев нет:

Отправить комментарий