понедельник, 3 сентября 2018 г.




ქალაქ დმანისის მე-3 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის
 ქეთევან გიორგაძის


პროფესიული განვითარების ინდივიდუალური
გეგმის   შესრულების პრეზენტაცია
                                                                    2016-2017 სასწ. წ


















2017-2018  წლებში ჩემ მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თითქმის ყველა აქტივობა განვახორციელე,რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ,თუმცა მინდა აღვნიშნო,რომ ეს ყოველივე დიდ შრომას,ენთუზიაზმს,პასუხისმგებლობასა და მონდომებას ეფუძნებოდა.დიახ,მიზნად დავისახე პროფესიული წინსვლა,გავეცანი საჭირო ლიტერატურას,შევადგინე მოკლე და გრძელვადინი გეგმა,შევარჩიე და დავამუშავე მოსაწავლეთა საჭიროებებზე მორგებული,ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სტანდარტები და  აქტივობები და მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავე  ჩემი კოლეგების,მოსწავლეების,მშობლებისა და დირექციის მხარდაჭერით.ჩემმა შრომატევადმა ღვაწლმა გარკვეული შედეგი გამოიღო,მიზანი მიღწეულია.
პროფესიული განვითარებისა და წინსვლისათვის განვახორციელე შემდეგი  პროფესიული და დამატებითი აქტივობები,რომლებიც სამოქმედო გეგმით მქონდა გათვალისწინებული:

აქტივობა:  საკლუბო მუშაობა სკოლაში
VII  კლასის მოსწავლეთა ინიციატივითა და ჩართულობით დავაარსე მკითხველთა ლიტერატურული კლუბი სახელწოდებით ,,კარცერ ლუქსი’’,რომელმაც  წლის განმავლობაში განახორციელა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა როგორც სასკოლო,ასევე სკოლის გარეთ.ინოვაციურმა პროექტებმა,საინტერესო ლიტერატურულმა საღამოებმა,შეხვედრებმა და თანამშრომლობამ მშობლებთან,ექსკურსიებმა,თეატრალურ-იმიტაციურმა წარმოდგენებმა გაამრავალფეროვნა კლუბის მუშაობა,რითაც კმაყოფილები ვართ.




აქტივობა: საწრეო მუშაობა
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე საგნობრივი წრე ,,ჩვენ და მართლწერა’’,რომელმაც განახორციელა  დამატებითი საგნობრივი მეცადინეობა ქართულ ენის გრამატიკული საფუძვლების ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით ,რომლის ძირითადი პრინციპი იყო ,,მართლწერის საკითხების ‘’ დამუშავება-დახვეწა, რომელიც მათ ამყოფებებდა მუდმივ ფორმაში ნასწავლი და შეთვისებული მასალა გამოეყენებინათ როგორც წერით, ასევე ზეპირ მეტყველებაში. წრეში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა  კარგად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა და გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები .საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ქართული ენის გრამატიკული საფუძვლების სწავლების პოპულარიზაციას.








აქტივობა:  სასწავლო რესურსების შექმნა (5-რესურსი)
უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ჩემს კოლეგებს შევთავაზე ინოვაციური,თანამედროვე მოთხოვნებისა და მიდგომების გათვალისწინებით შექმნილი  მეთოდური რესურსები, რომლებიც საგნობრივი სწავლებისთვის არის გათვალისწინებული.რესურსების შექმნამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა,განსაკუთრებით კი მაშინ,როცა მოსწავლეებისა და კოლეგების მხრიდან კარგი შეფასება დაიმსახურა. რესურსების ფორმა,მეთოდიკა,სტილი და შინაარსი სასწავლო პროგრამის სტანდარტებს აკმაყოფილებს და კოლეგებს სთავაზობს ახლებურ მიდგომას,ინოვაციური სტრატეგიების გამოყენებას თემატიკიდან გამომდინარე.




აქტივობა: სასწავლო პროექტი ,,მოხეტიალე წიგნი’’
პროექტი წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად,რომელიც VII კლასის მოსწავლეთა ჩართულობით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან  განვახორციელეთ. პროექტის მსვლელობაში აქტიურად ჩაერთვნენ ჩემი კოლეგები,მოსწავლეები და მშობლები.პროექტი საკმაოდ პროდუქტიული და ეფექტიანი აღმოჩნდა.დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია პროექტმა.პატარები ჩაერთვნენ მსვლელობაში,თავადაც წაიკითხეს და სხვებსაც შესთავაზეს პროექტის მონაწილეთა მიერ ვიზუალურად ლამაზად გაფორმებული  და შინაარსობლივად საინტერესო წიგნების კითხვა.პროექტმა ნამდვილად შეუწყო ხელი წიგნიერების პოპულარიზაციას.




აქტივობა: სოციალური პროექტი ,,მიგრაცია ახაში’’
XII კლასის მოსწავლეთა ინიციატივითა და ჩართულობით განვახორციელეთ პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან თემატიკასა და პრობლემას შეეხო.მოსწავლეებთან ერთად შევძელით დაგვედგინა სოფ.ახაში მოსახლეობის მიგრაციის მიზეზები,მოსახლეობაში  გარკვეული პრევენციების გატარების აუცილებლობა,რათა არსებული პრობლემა თავიდან იქნას აცილებული.









აქტივობა:     ოლიმპიადა /  კონკურსი
მე-12 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ შესარჩევ  სასკოლო ოლიმპიადაში და დააფიქსირეს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კონკურსში ,,ერუდიტი’’,რომელიც სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ.ირგანჩაის საჯარო სკოლის,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და დმანისის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობა და პირველ ადგილზე გავიდნენ.





აქტივობა:    კონფერენცია
მომხსენებლად წარვსდექი კონფერენციაზე,რომლის მიზანიც იყო მასწავლებელთა დახელოვნება,გამოცდილების გაზიარება,პროფესიული ზრდა,კარიერული წინსვლისთვის ხელის შეწყობა.თემატიკა ეხებოდა ,,თანამედროვე მიდგომებს სწავლებასა და შეფასებაში’’,რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ.ირგანჩაის საჯარო სკოლის,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და დმანისის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.კონფერენციაზე წარვადგინე პრეზენტაცია ,,საკითხავი დედაშვილობაში’’,რომელიც პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის თავისებურებებსა და საჭირო ასპექტების გამოკვეთაზე იყო ორიენტირებული.მიხარია,რომ კოლეგებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება კარგი შეფასებით.ვფიქრობ,რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს წარმატება,რადგანაც სკოლის საერთო წინსვლისთვის მეტად საჭირო შეფასება დავიმსახურე.




აქტივობა :  ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა.
მოვიძიე  საჭირო  ლტერატურა,  გავეცანი თეორიული და პრაქტიკული კურსის შესაბამისს მასალას,რეკომენდაციებს  და  ვცდილობდი  ამ ლიტერატურაში  ამოკითხული  საკითხები  გამეთვალისწინებნა ჩემს პედაგოგიურ  პრაქტიკაში,რაც ძალიან დმეხმარა  მთელი რიგი აქტივობებისა და შიდა-სამოდელო გაკვეთილების ჩატარებაში.

წიგნის  კლასის მართვა-  ლინკი

წიგნის  ეფექტური სწავლება სკოლაში- ლინკი

წიგნისგამოცდილი მასწავლებელი- ლინკი 




   აქტივობა :   კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ორგანიზება
        სამუშაო შეხვედრები (თემატიკიდან და მიზნიდან გამომდინარე) ემსახურებოდა
პროფესიული უნარების დახვეწასა და გაუმჯობესებას, გაკვეთილების უკეთ დაგეგმვას,
ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას; მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამაღლებას, კოლეგების თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.სამუშაო შეხვედრებზე  ჩვენ ამომწურავად განვიხილეთ ყველა საკითხი, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამოვკვეთეთ მოტივაცია და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება. შევთანხმდით, რომ პრობლემის გადასაწყვეტად  საჭიროა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, გამოვიყენოთ დიფერენცირებული სწავლება, სწავლა კეთებით,ყურადღება გავამახვილეთ გენდერული თანასწორობის პრობლემებზე საზოგადოებასა და სასკოლო გარემოში.სამუშაო შეხვედრები საშუალებას იძლევა უფრო ღრმად, საფუძვლიანად გავიაზროთ და პრაქტიკაში დავნერგოთ  მიღებული ცოდნა, ვისწავლოთ კეთებით და ერთმანეთს გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება.ჩემთვის საინტერესო იყო კოლეგების მიერ საკუთარ კლასებში გამოყენებული სტრატეგიების გაცნობა. მოვისმინე, თუ რა შედეგს აღწევენ ისინი აღნიშნული მეთოდების გამოყენებით. რა ბარიერებს ხვდებიან. რამდენიმე მათგანი ჩემთვისაც ახალი იყო  და სიამოვნებით გამოვიყენებ მათ საკუთარ პრაქტიკაში.






აქტივობა:  შიდა შეფასების და  სამოდელო(ინოვაციური და ინტეგრირებული) გაკვეთილები;
ჩავატარე შიდა შეფასების ღია გაკვეთილი მე-12 კლასში.გაკვეთილის თემა იყო მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’ სლოგანით  ,,მოუხმარებელი უფლება და ძალადობის ნებართვა’’,ხოლო მიზანი კი ის,რომ მოსწავლეებს აეხსნათ,გამოეკვლიათ,ემსჯელათ და გაეცნობიერებინათ,თუ რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება,რამ შეუწყო ხელი მისი ნგრევის,შლის პროცესებს; გაეანალიზებინათ ძალადობის არსი ფორმისა და შინაარსის მიხედვით; შეექმნათ პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები და აღექვათ მწერლის გროტესკული რეალიზმი.კოლეგებმა მომცეს დადებითი უკუკავშირი.
ჩავატარე სამოდელო ინოვაციური და ინტეგრირებული გაკვეთილები მე-7 კლასში.
ვფიქრობ,რომ ჩემ მიერ ჩატარებული ინოვაციური და ინტეგრირებული გაკვეთილები შედგა,რადგანაც მიზანი  მიღწეულია,მიზანი,რომელიც ,,სწავლა სწავლების,სწავლა თამაშის’’ ახალი მეთოდებით, სტრსტრატეგიებითა და მიდგომებით იყო დატვირთული.მომავალში, მსგავსი ტიპის გაკვეთილების დაგეგმვისას შევეცდები უფრო მეტი და საინტერესო მეთოდი შევიმუშავო,გამოვიყენო საინტერესო სტრატეგიები და ხელი შევუწყო მოსწავლეებს თავად გახდნენ ნოვატორ-ავტორები.
ვფიქრობ,რომ ჩემი მეთოდიკა ამ საჭიროებებით და ამ კუთხით მოითხოვს გაუმჯობესებას,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
 





დიახ,ზემოხსენებული აქტივობების განხორციელებით საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი მუშაობა,თუმცა მუშაობის პროცესში  იყო ,რა თქმა უნდა,გარკვეული სისუსტეებიც,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ საჭიროებებზე მორგებული მეთოდებისა თუ სტრატეგიების გამოყენებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий